პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიების ჩახსნაზე არ ვკითხავთ არც "ნაცებს", არც ივანიშვილსა და მის პარტიას... მანდატებს დავტოვებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით" - გახარია
"სიების ჩახსნაზე არ ვკითხავთ არც "ნაცებს", არც ივანიშვილსა და მის პარტიას... მანდატებს დავტოვებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით" - გახარია

სი­ე­ბის ჩახ­სნა­ზე ვე­რა­ვინ ვერ მო­ახ­დენს ჩვენ­ზე ზე­წო­ლას - მან­და­ტებს დავ­ტო­ვებთ მა­შინ და ისე­თი ფორ­მით, როცა ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ -ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ე­ბის ჩახ­სნით ოპო­ზი­ცია იმ კრი­ზის­ზე ვერ მო­იხ­სნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც დღეს ქვე­ყა­ნაა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სი­ე­ბის ჩახ­სნის თე­მას, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სი­ე­ბის ჩახ­სნა­ზე ვე­რა­ვინ ვერ მო­ახ­დენს ჩვენ­ზე ზე­წო­ლას. ჩვენ მკა­ფი­ოდ ვამ­ბობთ, რომ დღეს სი­ე­ბის ჩახ­სნის თე­მა­ზე სა­უბ­რობს ის ხალ­ხი, რო­მელ­საც არა­ფე­რი რე­ა­ლუ­რი არ აქვს შეს­თა­ვა­ზოს გაბ­რა­ზე­ბულ ამომ­რჩე­ველს. იმი­ტომ, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი რე­ა­ლუ­რად გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. ჩვენ ვამ­ბობთ მარ­ტივ რა­მეს, რომ სი­ე­ბის ჩახ­სნა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის ის, რაც ოპო­ზი­ცი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბას მო­უხ­სნის იმ კრი­ზის­ზე, რო­მელ­შიც დღეს ვართ.

ვინ­მე თუ ფიქ­რობს, რომ სი­ე­ბის ჩახ­სნით იმ კრი­ზის­ზე მო­იხ­სნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც დღეს ქვე­ყა­ნაა, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ვინ­მე თუ ფიქ­რობს ან „ნა­ცე­ბი“, ან „ოც­ნე­ბა“, რომ ჩვენ­ზე ზე­წო­ლით რა­მე­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხე­ბენ, რომ ჩვენ მათი დღის წეს­რი­გით ვი­მოქ­მე­დოთ, ასე არ იქ­ნე­ბა. ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ და პირ­ვე­ლებ­მა ვთქვით, რომ ამ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მა­ცია არ ექ­ნე­ბა. რაც და­ვა­დას­ტუ­რეთ გუ­შინ.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ებს, გა­ვა­კე­თებთ მა­შინ და ზუს­ტად ისე რო­გორც ამას ჩვენ ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ. ამას არ ვკი­თხავთ არც „ნა­ცებს“ და არც ივა­ნიშ­ვილ­სა და მის პარ­ტი­ას. მან­და­ტებს დავ­ტო­ვებთ მა­შინ და ისე­თი ფორ­მით, როცა ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სიების ჩახსნაზე არ ვკითხავთ არც "ნაცებს", არც ივანიშვილსა და მის პარტიას... მანდატებს დავტოვებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით" - გახარია

"სიების ჩახსნაზე არ ვკითხავთ არც "ნაცებს", არც ივანიშვილსა და მის პარტიას... მანდატებს დავტოვებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით" - გახარია

სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

  • მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა.

"რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არაფერი რეალური არ აქვს შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, რომ სიების ჩახსნაზე საუბარი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ.

ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით იმ კრიზისზე მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. ვინმე თუ ფიქრობს ან „ნაცები“, ან „ოცნება“, რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ ჩვენ მათი დღის წესრიგით ვიმოქმედოთ, ასე არ იქნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება. რაც დავადასტურეთ გუშინ.

რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე როგორც ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც „ნაცებს“ და არც ივანიშვილსა და მის პარტიას. მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ“,- განაცხადა გახარიამ.