პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა... თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა... არ გამახსენდებოდა, რომ არა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა... თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა... არ გამახსენდებოდა, რომ არა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა 20 წლის მათე დე­ვი­ძის საქ­მეს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან.

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2007 წლის აქ­ცი­ის კად­რებს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ეს კად­რე­ბი 2007 წლის ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ე­ბი­და­ნაა. თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს რო­გორ ხდე­ბა ხელ­კე­ტე­ბით პო­ლი­ცი­ე­ლის ცემა, უფრო ვი­ტყო­დი ჩა­ქოლ­ვა ნა­ხეთ.ეს ვი­დეო არ გა­მახ­სენ­დე­ბო­და, რომ არა ქო­ცე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი რომ 21 წლის შე­ში­ნე­ბუ­ლი ბიჭი, ჯო­ხის ქნე­ვის­თვის უნდა “დახ­ვრი­ტონ”.

დიახ მე­გობ­რე­ბო, გი­ტა­რით რომ ჩა­მოხ­ვალ თე­ლა­ვი­დან აქ­ცი­ა­ზე და პრი­მა მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბენ დახ­ვრე­ტაა!გახ­სოვ­დეთ სა­ი­დან მო­დი­ხართ, თო­რემ ჩემ­თვის, მა­ში­ნაც და ახ­ლაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ არ­სე­ბობს შიში, როცა მე­გობ­რებს გი­ჭე­რენ, გო­გო­ებს და 14 წლის მო­ზარ­დებს მან­ქა­ნებ­ში მი­ათ­რე­ვენ და უბ­რა­ლოდ არ იცი სხვის გა­და­სარ­ჩე­ნად რო­გორ იმოქ­მე­დო!თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­თეს და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარს! ყო­ველ დღე, დი­ლის ლოც­ვა­სა­ვით უნდა და­ვი­წყოთ დღე ამ მო­თხოვ­ნით!" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ მათე დე­ვი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რი­საა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მათე დე­ვი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა... თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა... არ გამახსენდებოდა, რომ არა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა... თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა... არ გამახსენდებოდა, რომ არა..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 20 წლის მათე დევიძის საქმეს, რომელსაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებიან.

ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2007 წლის აქციის კადრებს აქვეყნებს და წერს:

"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა. თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა, უფრო ვიტყოდი ჩაქოლვა ნახეთ.ეს ვიდეო არ გამახსენდებოდა, რომ არა ქოცების მხარდამჭერების კომენტარები რომ 21 წლის შეშინებული ბიჭი, ჯოხის ქნევისთვის უნდა “დახვრიტონ”.

დიახ მეგობრებო, გიტარით რომ ჩამოხვალ თელავიდან აქციაზე და პრიმა მუხლით გასამართლებენ დახვრეტაა!გახსოვდეთ საიდან მოდიხართ, თორემ ჩემთვის, მაშინაც და ახლაც პოლიციელზე თავდასხმა მიუღებელია, მაგრამ არსებობს შიში, როცა მეგობრებს გიჭერენ, გოგოებს და 14 წლის მოზარდებს მანქანებში მიათრევენ და უბრალოდ არ იცი სხვის გადასარჩენად როგორ იმოქმედო!თავისუფლება მათეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ყოველ დღე, დილის ლოცვასავით უნდა დავიწყოთ დღე ამ მოთხოვნით!" - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.