სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს“ - გიორგი ვაშაძე
“ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს“ - გიორგი ვაშაძე

“დღეს აქ შეკ­რე­ბით ვამ­ბობთ, რომ ხვალ ამ შე­ნო­ბის შიგ­ნით რაც არ უნდა შე­იკ­რი­ბონ, ეს არის თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა და ჩვე­ნი მხრი­დან არას­დროს ექ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია და ნდო­ბა! - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, მან მი­მარ­თა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აწ­ვდი­ან მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას "გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის" შე­სა­ხებ.

“26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დიდი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი ში­ნა­არ­სი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა. დღეს აქ შეკ­რე­ბით ვამ­ბობთ, რომ რაც არ უნდა შე­იკ­რი­ბონ ხვალ ამ შე­ნო­ბის შიგ­ნით, ეს არის თვით­მარ­ქვია ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა და ჩვე­ნი მხრი­დან არას­დროს ექ­ნე­ბა

ლე­გი­ტი­მა­ცია და ნდო­ბა! თუ სად­მეა ლე­გი­ტი­მა­ცია, არის ხალ­ხში! ისი­ნი არ­ღვე­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ჩვენ კი ვი­ცავთ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. ისი­ნი რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს ატა­რე­ბენ, ჩვენ კი გვინ­და ერ­თი­ან და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დეთ, იქ, სა­დაც ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­დაც ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლია კა­ნო­ნის წი­ნა­შე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხზე არ ძა­ლა­დობს. ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან

ბევ­რი ძნელ­ბე­დო­ბის პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ აქ იმის­თვის ვდგა­ვართ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვა­ნოთ ეს ბრძო­ლა ბო­ლომ­დე. რაც არ უნდა მოხ­დეს, რო­გორც არ უნდა მო­იქ­ცეს თვით­მარ­ქვია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, ჩვენ ჩვენს სათ­ქმელს ყო­ველ­თვის ვი­ტყვით, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ აქ ვართ, ღა­მეც აქ დავ­დგე­ბით, ვაჩ­ვე­ნებთ, რომ უშ­რე­ტი ენერ­გია გვაქვს! ძალა, რომ წინ წა­ვი­დეთ! მთე­ლი ღამე ვართ აქ! გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვა­ცხა­დებთ გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს, თუ რას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რომ გა­დავ­დგათ. ყავა-ჩაი გვექ­ნე­ბა, საკ­ვე­ბის მო­ტა­ნას შე­ვეც­დე­ბით. იცით, რომ შსს პრობ­ლე­მას გვიქ­მნის, რათა სრულ­ფა­სოვ­ნად გავ­მარ­თოთ აქ სის­ტე­მა, რათა ღამე დარ­ჩე­ნის პრობ­ლე­მა არ გვქონ­დეს. ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რომ ღა­მის გა­თე­ნე­ბის პრობ­ლე­მა არ გვქონ­დეს”, - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს“ - გიორგი ვაშაძე

“ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს“ - გიორგი ვაშაძე

“დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა! - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მან მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მიაწვდიან მათ ინფორმაციას "გადასადგმელი ნაბიჯების" შესახებ.

“26 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის მთავარი შინაარსი იყო საქართველოს მოქალაქეების ნებაზე ძალადობა, ხელისუფლების მიტაცება. დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ რაც არ უნდა შეიკრიბონ ხვალ ამ შენობის შიგნით, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება

ლეგიტიმაცია და ნდობა! თუ სადმეა ლეგიტიმაცია, არის ხალხში! ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ჩვენ კი ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს. ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ, ჩვენ კი გვინდა ერთიან და ძლიერ საქართველოში ვცხოვრობდეთ, იქ, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, სადაც ყველა თავისუფალია კანონის წინაშე და ხელისუფლება ხალხზე არ ძალადობს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ძალიან

ბევრი ძნელბედობის პერიოდი გავიარეთ, მაგრამ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ აუცილებლად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოიქცეს თვითმარქვია “ქართული ოცნება”, ჩვენ ჩვენს სათქმელს ყოველთვის ვიტყვით, ბოლომდე მივიყვანთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ, ღამეც აქ დავდგებით, ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! ძალა, რომ წინ წავიდეთ! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს, თუ რას შემოგთავაზებთ, რომ გადავდგათ. ყავა-ჩაი გვექნება, საკვების მოტანას შევეცდებით. იცით, რომ შსს პრობლემას გვიქმნის, რათა სრულფასოვნად გავმართოთ აქ სისტემა, რათა ღამე დარჩენის პრობლემა არ გვქონდეს. ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ღამის გათენების პრობლემა არ გვქონდეს”, - აღნიშნა ვაშაძემ.