მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძროხები გვყავს, ბიოპროდუქტს ვქმნი... ბავშვები დუშეთის სკოლაში დაგვყავს,  ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება"- როგორია ექსპრეზიდენტის ოჯახის ცხოვრება სოფელში
"ძროხები გვყავს, ბიოპროდუქტს ვქმნი... ბავშვები დუშეთის სკოლაში დაგვყავს,  ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება"- როგორია ექსპრეზიდენტის ოჯახის ცხოვრება სოფელში

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა... ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, რაც დღეს ხდე­ბა, მა­ინ­ტე­რე­სებს ხვალ რა იქ­ნე­ბა! მა­შინ რაც იყო, კარ­გი გახ­ლდათ. ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ადა­მი­ა­ნებს რა­ღაც მოს­წონთ, ამ­ჩნე­ვენ, ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე მათ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს... ვერ ვი­ტყვი, რომ წარ­სუ­ლი მე­ნატ­რე­ბა, რად­გან დღვან­დე­ლი დღე უფრო მა­ხა­რებს და მა­ინ­ტე­რე­სებს. მო­ნატ­რე­ბა კი ნიშ­ნავს რა­ღა­ცის დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვილს, წარ­სულ­ში ჩარ­ჩე­ნას...“ - ამ­ბობს მაკა ჩი­ჩუა, რო­მე­ლიც დუ­შე­თი­დან ვრცლად და ჩვე­უ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით გვე­სა­უბ­რა...

- ქალ­ბა­ტო­ნო მაკა, წლე­ბის შემ­დეგ თუ გაქვთ მო­ნატ­რე­ბა იმ წლე­ბის, როცა პირ­ვე­ლი ლედი იყა­ვით და გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბიც არ­სე­ბობ­და?

- ეს კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, მაგ­რამ მარ­თლა ვერ ვიხ­სე­ნებ, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი იყო, რად­გან ზუს­ტად ისე­ვე დავ­დი­ო­დი მა­ღა­ზი­ა­ში, რიგ­ში ვი­დე­ქი და საკ­ვებს ვყი­დუ­ლობ­დი, რო­გორც დღეს. ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბო­დი, როცა ოფი­ცი­ა­ლურ მიწ­ვე­ვებ­ზე უცხო­ეთ­ში მივ­დი­ო­დი. იქ იმ­დე­ნი დრო არ მქონ­და, ჩემს ნე­ბა­ზე, თა­ვი­სუფ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ვგუ­ლის­ხმობ, რომ მო­ეშ­ვე­ბი, ფეხს ფეხ­ზე გა­და­ი­დებ და ნე­ბივ­რობ. დი­ლი­დან იწყე­ბო­და გი­ორ­გის და ჩემი გა­წე­რი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, სამ დღე­ში კი უკან მოვ­ქრო­დით. ისე და­ემ­თხვა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა, შემ­დეგ ამ ბავ­შვე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა იყო მთა­ვა­რი. დედა რომ ხარ, ასეა! დამ­ხმა­რე შე­იძ­ლე­ბა გყავს, მაგ­რამ დიდი შრო­მა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა მა­ინც შენ­ზეა, რად­გან მშო­ბე­ლი ხარ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვე­ბი ჩემ­თან ყო­ფი­ლიყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში და სა­ჭეს­თან სხვა იჯდა, ისიც იმის გამო, რომ ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის ჩავ­დი­ო­დი თბი­ლის­ში, თე­მოს თე­რა­პია სჭირ­დე­ბო­და...

თუმ­ცა, კარ­გი ის გახ­ლდათ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე უამ­რა­ვი ბავ­შვის­თვის სამ­სა­ხუ­რი გა­მე­წია, და­მეკ­ვა­ლი­ა­ნე­ბი­ნა, პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მა­ღა­ლი მე­სა­უბ­რა და მათ გა­და­საჭ­რე­ლად უფრო მეტი გზა მოგ­ვე­ძებ­ნა, მათ­თვის მხა­რი და­მე­ჭი­რა... ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად კარ­გი იყო. რა­ღაც­ნა­ი­რი იმე­დის­მომ­ცე­მი გახ­ლდათ, რომ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის მე­უღ­ლეს, პირ­ველ ლე­დის ჰყავს ბავ­შვი იმა­ვე სინ­დრო­მით, რო­გორც სხვებს. ტრი­სო­მი­ით რვა­ას ბავ­შვში ერთი იბა­დე­ბა და მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბათ. ამ მხრივ ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო ჩემი მცი­რე­დი, მაგ­რამ ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა. მის­მენ­დნენ და აინ­ტე­რე­სებ­დათ.

რა თქმა უნდა, ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც იყო, მშობ­ლებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მხარ­ში ვე­დე­ქი. თა­ვი­სი რე­ზო­ნან­სი ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს. ასე რომ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დღე მქონ­და და მა­ხა­რებ­და, იმ ადა­მი­ა­ნებს რომ ვეხ­მა­რე­ბო­დი, რომ­ლე­ბიც დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ.

- ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­დით...

- ამას ბავ­შვო­ბი­დან ვარ შეჩ­ვე­უ­ლი, რად­გან ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბა მაქვს. მე მა­ინც ხე­ლოვ­ნე­ბას ვაბ­რა­ლებ ამას, რომ შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა აქვთ. ეს აი­სა­ხე­ბა მათ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, ვი­ზუ­ალ­ზე, სა­მოს­ზე და ა.შ. მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, უცხო­ეთ­შიც აღ­ნიშ­ნავ­დნენ და ამა თუ იმ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლედი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა მაქვს, შე­მიძ­ლია ფე­რე­ბის კარ­გად შე­ხა­მე­ბა... რა თქმა უნდა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- იმ ვი­ზი­ტე­ბი­დან ალ­ბათ, და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბიც დაგ­რჩათ...

- რა თქმა უნდა! სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში რომ ჩა­დი­ხარ, აღ­მო­ა­ჩენ, რომ შენ­თვის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო უკვე ხელ­შე­სა­ხე­ბია და მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტი­დან კი არ უყუ­რებ, არა­მედ პირ­და­პირ ხე­დავ. ყვე­ლა­ზე მკა­ფიო და ნა­თე­ლი, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა მქონ­და ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტო­რის მე­უღ­ლეს­თან. ია­პო­ნუ­რი ეს­თე­ტი­კა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს...

- დუ­შე­თი ისევ მიმ­ზიდ­ვე­ლად რჩე­ბა თქვენ­თვის?

- დიახ, აქ სიმ­შვი­დეა. შე­იძ­ლე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია, რად­გან არა­ნა­ი­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ არის, ბავ­შვე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რია გა­სარ­თო­ბი, მაგ­რამ მა­ინც.

თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, ერთი სული მაქვს, სას­წრა­ფოდ ჩემს სახ­ლში მო­ვი­დე.- ბავ­შვე­ბი არ ითხო­ვენ თბი­ლის­ში ყოფ­ნას?

- რა თქმა უნდა, ითხო­ვენ. ბავ­შვე­ბი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი სურთ, უცხო გა­რე­მო. ჩემ­თვის თბი­ლი­სი დამ­ღლე­ლია, ეკო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან და­ბინ­ძურ­და, გა­და­ად­გი­ლე­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლი გახ­და, სა­ნამ ერთი პუნ­ქტი­დან მე­ო­რემ­დე მიხ­ვალ, მთე­ლი დღე გა­დის. ეს ბავ­შვე­ბიც მან­ქა­ნა­ში იმ­დე­ნად იღ­ლე­ბი­ან, მე­ცო­დე­ბი­ან. ჩა­მოვ­დი­ვართ, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად. გა­იზ­რდე­ბი­ან და მერე თა­ვი­ანთ ჭკუ­ა­ზე ივ­ლი­ან. ახლა, სა­ნამ პა­ტა­რე­ბი არი­ან, ბევრ გა­და­ად­გი­ლე­ბას ვე­რი­დე­ბით...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
და ერთი შეკითხვა
6

რა ჰქნა, პლასტელინი გაუმაგრდა თუ ისევ ისეა და რა ფორმაც უნდა იმას იღებს?

თამო
13

შენს ქმარს გადაეცი ხალხთან როცა უნდა გამოსულიყო წინდებს ქსოვდა და ახლა რაღას დაბლუჩუნობს, დაეტიოს სახლში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ძროხები გვყავს, ბიოპროდუქტს ვქმნი... ბავშვები დუშეთის სკოლაში დაგვყავს,  ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება"- როგორია ექსპრეზიდენტის ოჯახის ცხოვრება სოფელში

"ძროხები გვყავს, ბიოპროდუქტს ვქმნი... ბავშვები დუშეთის სკოლაში დაგვყავს,  ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება"- როგორია ექსპრეზიდენტის ოჯახის ცხოვრება სოფელში

"აბსოლუტურად არაფერი მენატრება... ყველაფერი მომწონს, რაც დღეს ხდება, მაინტერესებს ხვალ რა იქნება! მაშინ რაც იყო, კარგი გახლდათ. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს რაღაც მოსწონთ, ამჩნევენ, ესთეტიკური მხარე მათთვის ბევრს ნიშნავს... ვერ ვიტყვი, რომ წარსული მენატრება, რადგან დღვანდელი დღე უფრო მახარებს და მაინტერესებს. მონატრება კი ნიშნავს რაღაცის დაბრუნების სურვილს, წარსულში ჩარჩენას...“ - ამბობს მაკა ჩიჩუა, რომელიც დუშეთიდან ვრცლად და ჩვეული გულწრფელობით გვესაუბრა...

- ქალბატონო მაკა, წლების შემდეგ თუ გაქვთ მონატრება იმ წლების, როცა პირველი ლედი იყავით და გარკვეული პრივილეგიებიც არსებობდა?

- ეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ მართლა ვერ ვიხსენებ, რა პრივილეგიები იყო, რადგან ზუსტად ისევე დავდიოდი მაღაზიაში, რიგში ვიდექი და საკვებს ვყიდულობდი, როგორც დღეს. ძალიან ვიღლებოდი, როცა ოფიციალურ მიწვევებზე უცხოეთში მივდიოდი. იქ იმდენი დრო არ მქონდა, ჩემს ნებაზე, თავისუფლად ვყოფილიყავი. ვგულისხმობ, რომ მოეშვები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და ნებივრობ. დილიდან იწყებოდა გიორგის და ჩემი გაწერილი შეხვედრები, სამ დღეში კი უკან მოვქროდით. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში გადავწყვიტე ბავშვების გაჩენა, შემდეგ ამ ბავშვების მოვლა-პატრონობა იყო მთავარი. დედა რომ ხარ, ასეა! დამხმარე შეიძლება გყავს, მაგრამ დიდი შრომა და თავისუფლების შეზღუდვა მაინც შენზეა, რადგან მშობელი ხარ და პასუხისმგებლობა გაქვს. ერთადერთი, შეიძლებოდა ბავშვები ჩემთან ყოფილიყვნენ მანქანაში და საჭესთან სხვა იჯდა, ისიც იმის გამო, რომ ბავშვების საჭიროებისთვის ჩავდიოდი თბილისში, თემოს თერაპია სჭირდებოდა...

თუმცა, კარგი ის გახლდათ, რომ საშუალება მომეცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უამრავი ბავშვისთვის სამსახური გამეწია, დამეკვალიანებინა, პრობლემებზე ხმამაღალი მესაუბრა და მათ გადასაჭრელად უფრო მეტი გზა მოგვეძებნა, მათთვის მხარი დამეჭირა... ეს ყველაფერი ნამდვილად კარგი იყო. რაღაცნაირი იმედისმომცემი გახლდათ, რომ ქვეყნის პირველი პირის მეუღლეს, პირველ ლედის ჰყავს ბავშვი იმავე სინდრომით, როგორც სხვებს. ტრისომიით რვაას ბავშვში ერთი იბადება და მათ განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდებათ. ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი მცირედი, მაგრამ ხმამაღალი სიტყვა. მისმენდნენ და აინტერესებდათ.

რა თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ იმ პერიოდში რისი შესაძლებლობაც იყო, მშობლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარში ვედექი. თავისი რეზონანსი ჰქონდა ამ ყველაფერს. ასე რომ, ბევრი საინტერესო დღე მქონდა და მახარებდა, იმ ადამიანებს რომ ვეხმარებოდი, რომლებიც დაბნეულები იყვნენ.

- ყველა ამბობდა, რომ მაღალი გემოვნებით გამოირჩეოდით...

- ამას ბავშვობიდან ვარ შეჩვეული, რადგან ყველა მეუბნებოდა, რომ გამორჩეული გემოვნება მაქვს. მე მაინც ხელოვნებას ვაბრალებ ამას, რომ შემოქმედ ადამიანებს თავიანთი ინდივიდუალური და განსაკუთრებული ხედვა აქვთ. ეს აისახება მათ გარეგნობაზე, ვიზუალზე, სამოსზე და ა.შ. მხოლოდ საქართველოში კი არა, უცხოეთშიც აღნიშნავდნენ და ამა თუ იმ ქვეყნის პირველი ლედი მეუბნებოდა, რომ კარგი გემოვნება მაქვს, შემიძლია ფერების კარგად შეხამება... რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა.

- იმ ვიზიტებიდან ალბათ, დაუვიწყარი მოგონებებიც დაგრჩათ...

- რა თქმა უნდა! სხვადასხვა ქვეყანაში რომ ჩადიხარ, აღმოაჩენ, რომ შენთვის რაღაც საინტერესო უკვე ხელშესახებია და მხოლოდ ინტერნეტიდან კი არ უყურებ, არამედ პირდაპირ ხედავ. ყველაზე მკაფიო და ნათელი, ყველაზე საინტერესო შეხვედრა მქონდა იაპონიის იმპერატორის მეუღლესთან. იაპონური ესთეტიკა ბავშვობიდან მიყვარს...

- დუშეთი ისევ მიმზიდველად რჩება თქვენთვის?

- დიახ, აქ სიმშვიდეა. შეიძლება პერიოდულად მომაბეზრებელია, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, ბავშვებისთვის ბევრი არაფერია გასართობი, მაგრამ მაინც.

თბილისში რომ ჩამოვდივარ, ერთი სული მაქვს, სასწრაფოდ ჩემს სახლში მოვიდე.- ბავშვები არ ითხოვენ თბილისში ყოფნას?

- რა თქმა უნდა, ითხოვენ. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, საინტერესო თავგადასავლები სურთ, უცხო გარემო. ჩემთვის თბილისი დამღლელია, ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურდა, გადაადგილება იმდენად რთული გახდა, სანამ ერთი პუნქტიდან მეორემდე მიხვალ, მთელი დღე გადის. ეს ბავშვებიც მანქანაში იმდენად იღლებიან, მეცოდებიან. ჩამოვდივართ, მაგრამ იშვიათად. გაიზრდებიან და მერე თავიანთ ჭკუაზე ივლიან. ახლა, სანამ პატარები არიან, ბევრ გადაადგილებას ვერიდებით...განაგრძეთ კითხვა