პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU - სა და TUM - ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება
KIU - სა და TUM - ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ხუ­ბუა სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გი­ორ­გი ხუ­ბუ­ამ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (TUM) ლო­გის­ტი­კი­სა და მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის კა­თედ­რის პრო­ფე­სორ შტე­ფან მი­ნერ­თან.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ ერ­თობ­ლი­ვი სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვი­თი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI) გა­მო­ყე­ნე­ბას ოპე­რა­ცი­ებ­სა და გლო­ბა­ლუ­რი მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის მე­ნე­ჯმენ­ტში.

რექ­ტო­რის თქმით, ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია მარ­თვის პრო­ცე­სის მოქ­ნი­ლო­ბა­სა და სის­წრა­ფეს აუმ­ჯო­ბე­სებს, რაც თა­ვის მხრივ მე­ნე­ჯე­რებს ხელს უწყობს კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდა­ში.

3-წლი­ა­ნი პროგ­რა­მა დოქ­ტო­რან­ტებს სთა­ვა­ზობს რამ­დე­ნი­მე აკა­დე­მი­ურ პო­ზი­ცი­ა­სა და კვლე­ვის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, TUM-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ტა­რონ ემ­პი­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი გამ­ძლე და მდგრა­დი მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის სა­კი­თხებ­ზე და ამას­თან, შე­ი­მუ­შა­ონ მო­ნა­ცე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სწავ­ლა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მოთ­ვლი­თი მიდ­გო­მე­ბი ოპე­რა­ცი­ე­ბის, ლო­გის­ტი­კი­სა და მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სფე­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა: ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ას­პექ­ტე­ბი წარ­მო­ე­ბა­სა და ლო­გის­ტი­კა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი (AI) მე­ნე­ჯმენ­ტში, ადა­მი­ა­ნი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ურ­თი­ერთქმე­დე­ბა მი­წო­დე­ბის ჯაჭვში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

KIU - სა და TUM - ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

KIU - სა და TUM - ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ხუბუამ სამუშაო შეხვედრა გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კათედრის პროფესორ შტეფან მინერთან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას ოპერაციებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში.

რექტორის თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია მართვის პროცესის მოქნილობასა და სისწრაფეს აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ მენეჯერებს ხელს უწყობს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაზრდაში.

3-წლიანი პროგრამა დოქტორანტებს სთავაზობს რამდენიმე აკადემიურ პოზიციასა და კვლევის უნიკალურ შესაძლებლობებს. მათ საშუალება ექნებათ, TUM-ის ლაბორატორიაში ჩაატარონ ემპირიული კვლევები გამძლე და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის საკითხებზე და ამასთან, შეიმუშაონ მონაცემებზე ორიენტირებული და სწავლაზე დაფუძნებული გამოთვლითი მიდგომები ოპერაციების, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში ფოკუსირებული კვლევების სფეროები იქნება: ციფრული ტრანსფორმაციის ასპექტები წარმოებასა და ლოგისტიკაში, ხელოვნური ინტელექტი (AI) მენეჯმენტში, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთქმედება მიწოდების ჯაჭვში.

NS