პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

13

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:51-ზე, მთვარე ქალწულშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს 15 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო - რა ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე ბოლო საათებში: "სკამები და ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა"
შსს-ს 15 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო - რა ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე ბოლო საათებში: "სკამები და ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა"

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დი­ლის 06:00 სა­ა­თი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ი­წყეს.

  • მა­ნამ­დე შსს-მ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და­საშ­ლე­ლად 15 წუ­თის ვადა მის­ცა. ასე­ვე, "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ და ერ­თად დამ­დგა­რიყ­ვნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სტვე­ნი­თა და ტა­შით დახ­ვდნენ. ასე­ვე, ისი­ნი სკან­დი­რე­ბენ: სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლო! მო­მი­ტინ­გე­ე­ბი უკან იხე­ვენ ფი­ლარ­მო­ნი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის­კენ.

  • ამ წუ­თებ­ში მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი რჩე­ბა, რო­მელ­თაც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის და­სა­წყის­ში ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ვა­რა­ზის­ხე­ვი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თსუ-ს პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ცოტა ხნის წინ გად­მო­იყ­ვა­ნეს. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით სწო­რედ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე რჩე­ბი­ან.

  • ცოტა ხნის წინ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­მოჩ­ნდა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვაჟა სი­რა­ძე. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას აქვს თა­ვი­სი ფორ­მა და და­უშ­ვე­ბე­ლია ის თა­ვის ჩარ­ჩო­ებს გას­ცდეს.

"გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე ბა­რი­კა­დე­ბი, სკა­მე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რად გზის გა­და­კეტ­ვა არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. მო­ვუ­წო­დეთ, რომ გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნათ სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, მი­ვე­ცით გო­ნივ­რუ­ლი ვადა, შე­გიძ­ლი­ათ მი­ატ­რი­ა­ლოთ თქვე­ნი კა­მე­რა და ანა­ხოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე არის ხალ­ხი. კა­მათ­ში აღარ შე­მოვ­დი­ვარ თქვენ­თან. კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჩვენ ვას­რუ­ლებთ კა­ნო­ნით მო­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბას. შეგ­ვიძ­ლია წა­ვი­კი­თხოთ კა­ნო­ნი და ვნა­ხოთ, რისი უფ­ლე­ბა აქვთ მათ და რისი - არა. პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, აქვთ, გა­მო­ხა­ტა­ვენ კი­დეც, მაგ­რამ არ­სე­ბობს ამ პრო­ცეს­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ფა­სე­ბი­თია, კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში რა მოქ­მე­დე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უწყე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ვაჟა სი­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

  • მა­ნამ­დე შსს-მ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და გახ­სნან ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე.

"შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-11 პრი­მა მუხ­ლის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლია ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად გა­და­კეტ­ვა, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას არ გა­ნა­პი­რო­ბებს მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

ამ­ჟა­მად ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ა­ზე მყოფ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ მო­ი­თხოვს გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­და­კეტ­ვას. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს მო­ვუ­წო­დებთ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ გზა და შე­წყვი­ტონ ტრან­სპორ­ტის სა­ვალ ნა­წილ­ზე შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცია და პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში.

"შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-13 მუხ­ლის თა­ნახ­მად შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ 15 წუ­თი­ა­ნი ვადა, რათა მი­მარ­თონ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ზო­მას ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გახ­სნი­სა და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის აღ­სად­გე­ნად. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, 15 წუ­თი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, თუ არ გა­იხ­სნე­ბა ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კა­ნო­ნით მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დებს და მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებს. შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს მო­ვუ­წო­დებთ და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფერიდე
0

უპრიანი იქნება ვაკის რაიონს სახელი გადაერქვას, დაერქვას ვაკის საჰერცოგო - Grand duchy of Wake. რაიონი რაღაცა სოფლურობის, ჩვეულებრივობის, ორღობეობის, არა გამორჩეულიბის, კალოშების ვიდს ტოვებს. თან ამაყად რო გადაუშლი პასპორტს საზღვრის კონტროლზე - ა'მ ფრომ გრენდ დუჩი ოფ უეიკ. ვააააა, ახდება ყველა ძირძველი კოლორიტის ოცნება. 

თინათინი
6

ძალიან მაინტერესებს, მაგ გოგო-ბიჭებიდან რამდენი იყო არჩევნებზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

შსს-ს 15 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო - რა ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე ბოლო საათებში: "სკამები და ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა"

შსს-ს 15 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო - რა ხდებოდა მელიქიშვილის გამზირზე ბოლო საათებში: "სკამები და ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა"

სამართალდამცველებმა დილის 06:00 საათიდან მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

  • მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთის ვადა მისცა. ასევე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სტვენითა და ტაშით დახვდნენ. ასევე, ისინი სკანდირებენ: საქართველო, საქართველო! მომიტინგეები უკან იხევენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ.

  • ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე ათეული თანამშრომელი რჩება, რომელთაც მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ გადმოიყვანეს. მომიტინგეები ჯერჯერობით სწორედ მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან.

  • ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პროტესტის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და დაუშვებელია ის თავის ჩარჩოებს გასცდეს.

"გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა. მოვუწოდეთ, რომ გაესუფთავებინათ სავალი ნაწილი, მივეცით გონივრული ვადა, შეგიძლიათ მიატრიალოთ თქვენი კამერა და ანახოთ საზოგადოებას, რომ გზის სავალ ნაწილზე არის ხალხი. კამათში აღარ შემოვდივარ თქვენთან. კანონი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვასრულებთ კანონით მონიჭებულ უფლებას. შეგვიძლია წავიკითხოთ კანონი და ვნახოთ, რისი უფლება აქვთ მათ და რისი - არა. პროტესტის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს ამ პროცესში გარკვეული შეზღუდვები. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეფასებითია, კონკრეტულ მომენტში რა მოქმედებებს განახორციელებს სამართალდამცველი უწყება", - განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

  • მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა და მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გახსნან ტრანსპორტის სავალი ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ასევე: