პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიცალა აუზები... ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები" - რა ვითარებაა ახლა სანტორინიზე, ასეულობით მიწისძვრის შემდეგ
"დაიცალა აუზები... ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები" - რა ვითარებაა ახლა სანტორინიზე, ასეულობით მიწისძვრის შემდეგ

კუნ­ძულ სან­ტო­რი­ნი­ზე ბოლო დღე­ებ­ში მრა­ვა­ლი ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და. სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მი­ცო­ტა­კი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტი შე­იკ­რი­ბა.

  • სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ ეგე­ო­სის ზღვა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ სან­ტო­რი­ნი­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

პა­რას­კე­ვის შემ­დეგ კუნ­ძულ­ზე ასო­ბით მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის ბევ­რმა 4,5 მაგ­ნი­ტუ­დას გა­და­ა­ჭარ­ბა.

ბოლო მი­წისძვრა სან­ტო­რი­ნი­სა და ამორ­გო­სის კუნ­ძუ­ლებს შო­რის მოხ­და. ხუთ­შა­ბათს, დი­ლის 6:30 სა­ათ­ზე 57-ზე მეტი ბიძ­გი და­ფიქ­სირ­და. აშშ-ის გე­ო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სამ­შა­ბათს, სან­ტო­რი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან არც თუ ისე შორს, 5,3 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა და­ა­ფიქ­სი­რა.

მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ კუნ­ძუ­ლი 11000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა. იმის გამო, რომ ამ­ჟა­მად ტუ­რის­ტულ სე­ზო­ნი არაა, სან­ტო­რი­ნი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და მუ­შე­ბი არი­ან.

  • რა ვი­თა­რე­ბაა ახლა კუნ­ძულ­ზე

სამ­თავ­რო­ბო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს რე­გი­ონ­ში სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და შე­საძ­ლო ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დიდი მი­წისძვრის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღონ. პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მის სა­ხით კიკ­ლა­დის კუნ­ძუ­ლებ­ზე სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­უქ­მდა. რე­გი­ონ­ში გა­იგ­ზავ­ნა სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი. შე­ნო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ზე­ბი და­ი­ცა­ლა.

ხალ­ხს ურ­ჩი­ეს თავი აა­რი­დონ ღია ცის ქვეშ შეკ­რე­ბებს, აკ­რძა­ლუ­ლია ძველ შე­ნო­ბებ­ში შეს­ვლა და კუნ­ძუ­ლის ოთხ პა­ტა­რა პორტთან მი­ახ­ლო­ე­ბა: მათ შო­რი­საა პო­პუ­ლა­რუ­ლი ნავ­სად­გუ­რი ქა­ლაქ ფი­რა­ში, სა­დაც საკ­რუ­ი­ზო გე­მე­ბი ჩერ­დე­ბი­ან.

  • გარე სტა­დი­ონ­ზე კარ­ვე­ბია გაშ­ლი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი კი წი­ნას­წა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და. კუნ­ძულ­ზე გაგ­ზავ­ნეს მე­ხან­ძრე­ე­ბიც.

"ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ეს (აქ­ტი­ვო­ბა) გაგ­რძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­იძ­ლე­ბა იყოს ხან­გრძლი­ვი სე­ის­მუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბა“, - თქვა ტექ­ტო­ნი­კუ­რი გე­ო­ლო­გი­ი­სა და კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის პრო­ფე­სორ­მა ეფ­თი­მი­ოს ლე­კკას­მა.

კოს­ტას პა­პა­ზა­ჩოს­მა, გე­ო­ფი­ზი­კი­სა და სე­ის­მო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა, თქვა, რომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა 6.0 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრის და­ფიქ­სი­რე­ბა.

  • აქვს თუ არა სან­ტო­რი­ნის მი­წისძვრე­ბის ის­ტო­რია?

სა­ბერ­ძნე­თი გან­ლა­გე­ბუ­ლია ევ­რო­პულ და აფ­რი­კულ ტექ­ტო­ნი­კურ ფირ­ფი­ტებს შო­რის. შე­დე­გად, მი­წისძვრე­ბი და ბიძ­გე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლე­ნაა.

1956 წელს 7,7 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და კუნ­ძულ ამორ­გოს­თან, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა კუნ­ძულ­სა და მე­ზო­ბელ სან­ტო­რი­ნის. მას რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მოჰ­ყვა 7.2 მაგ­ნი­ტუ­დის ბიძ­გე­ბი, სან­ტო­რი­ნის მახ­ლობ­ლად. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი მი­წისძვრა მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია 30 მეტ­რი­ა­ნი ცუ­ნა­მი, შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 53 ადა­მი­ა­ნი, 100-ზე მეტი და­შავ­და. მი­წისძვრის შე­დე­გად 500-ზე მეტი სახ­ლი და­ინ­გრა, კი­დევ ბევ­რი მძი­მედ და­ზი­ან­და.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დაიცალა აუზები... ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები" - რა ვითარებაა ახლა სანტორინიზე, ასეულობით მიწისძვრის შემდეგ

"დაიცალა აუზები... ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები" - რა ვითარებაა ახლა სანტორინიზე, ასეულობით მიწისძვრის შემდეგ

კუნძულ სანტორინიზე ბოლო დღეებში მრავალი ვულკანური აქტივობა დაფიქსირდა. საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ხელმძღვანელობით საგანგებო კომიტეტი შეიკრიბა.

  • საბერძნეთის მთავრობამ ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შემდეგ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პარასკევის შემდეგ კუნძულზე ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა, მათ შორის ბევრმა 4,5 მაგნიტუდას გადააჭარბა.

ბოლო მიწისძვრა სანტორინისა და ამორგოსის კუნძულებს შორის მოხდა. ხუთშაბათს, დილის 6:30 საათზე 57-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა სამშაბათს, სანტორინის აღმოსავლეთ სანაპიროდან არც თუ ისე შორს, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.

მიწისქვეშა ბიძგების დაწყების შემდეგ კუნძული 11000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. იმის გამო, რომ ამჟამად ტურისტულ სეზონი არაა, სანტორინიდან ევაკუირებული ადამიანების უმრავლესობა მაცხოვრებლები და მუშები არიან.

  • რა ვითარებაა ახლა კუნძულზე

სამთავრობო მოხელეებისა და ექსპერტების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სეისმური აქტივობა და შესაძლო ზომები, რომელიც შეიძლება დიდი მიწისძვრის წინააღმდეგ მიიღონ. პრევენციული ზომის სახით კიკლადის კუნძულებზე სკოლები დაიხურა და ღონისძიებები გაუქმდა. რეგიონში გაიგზავნა საძიებო-სამაშველო ჯგუფები და უპილოტო საფრენი აპარატები. შენობების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუზები დაიცალა.

ხალხს ურჩიეს თავი აარიდონ ღია ცის ქვეშ შეკრებებს, აკრძალულია ძველ შენობებში შესვლა და კუნძულის ოთხ პატარა პორტთან მიახლოება: მათ შორისაა პოპულარული ნავსადგური ქალაქ ფირაში, სადაც საკრუიზო გემები ჩერდებიან.

  • გარე სტადიონზე კარვებია გაშლილი, სპეციალური დანაყოფები კი წინასწარი ღონისძიების ფარგლებში მომზადდა. კუნძულზე გაგზავნეს მეხანძრეებიც.

"ჩვენი შეფასებით, ეს (აქტივობა) გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და შეიძლება იყოს ხანგრძლივი სეისმური თანმიმდევრობა“, - თქვა ტექტონიკური გეოლოგიისა და კატასტროფების მართვის პროფესორმა ეფთიმიოს ლეკკასმა.

კოსტას პაპაზაჩოსმა, გეოფიზიკისა და სეისმოლოგიის პროფესორმა, თქვა, რომ ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრის დაფიქსირება.

  • აქვს თუ არა სანტორინის მიწისძვრების ისტორია?

საბერძნეთი განლაგებულია ევროპულ და აფრიკულ ტექტონიკურ ფირფიტებს შორის. შედეგად, მიწისძვრები და ბიძგები რეგულარული მოვლენაა.

1956 წელს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კუნძულ ამორგოსთან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კუნძულსა და მეზობელ სანტორინის. მას რამდენიმე წუთის შემდეგ მოჰყვა 7.2 მაგნიტუდის ბიძგები, სანტორინის მახლობლად. ეს იყო ყველაზე დიდი მიწისძვრა მე-20 საუკუნეში, რამაც გამოიწვია 30 მეტრიანი ცუნამი, შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი, 100-ზე მეტი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად 500-ზე მეტი სახლი დაინგრა, კიდევ ბევრი მძიმედ დაზიანდა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: