პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები მელიქიშვილის გამზირზე - ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი: რა ხდება ადგილზე
ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები მელიქიშვილის გამზირზე - ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი: რა ხდება ადგილზე

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის რამ­დე­ნი­მე პირი “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ წევ­რია - და­შა­ვე­ბუ­ლია ამა­ვე კო­ა­ლი­ცი­ის ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს


  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მათი კო­ა­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს შო­რი­საა კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი და რუს­თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­ნუ­ჩარ ჩა­ჩა­ნი­ძე, ასე­ვე საბა ცხვი­ტა­რი­ძე.


სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს მათი წევ­რი რეზი დუმ­ბა­ძე.


  • გარ­და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. წი­წა­კის სპრე­ის გაშ­ვე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია პარ­ტია “ახა­ლის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი ნიკა კვი­ტა­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის ერთ-ერთი “მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რი, სერ­გი ბა­რა­მი­ძეა.


dakaveba
“მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რი სერ­გი ბა­რა­მი­ძე


ბა­რა­მი­ძე იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და ვი­დე­ო­კა­მე­რით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს - კონ­კრე­ტუ­ლად კი, და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთ შემ­თხვე­ვას იღებ­და.


00:00 / 00:00


ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­კა­ვე­ბი­სას ოპე­რა­ტორ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს.


  • სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. წი­წა­კის სპრეი გა­მო­ი­ყე­ნეს. გამ­ზირ­ზე პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

  • akcia

    ფოტო: Mo Se


და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პო­ლი­ცი­ამ მო­მი­ტინ­გე­ებს გამ­ზი­რის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბიც.


და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გარ­და, და­შავ­და ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დით ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს.


  • რას აცხა­დებს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, კახა ბუხ­რა­ძე:

“112-ის სა­შუ­ა­ლე­ბით მრა­ვა­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბაა შე­მო­სუ­ლი. გა­და­ა­მოწ­მეთ. რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ უამ­რა­ვია. ჩემი აზ­რით, 50-100 მა­ინც. ხალ­ხი ითხოვ­და გზის გაწ­მენ­დას, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი. ხალ­ხი სამ­სა­ხურ­ში ვერ მი­დი­ო­და. ჩვენ ყვე­ლას უფ­ლე­ბებს ვი­ცავთ, რო­გორც ამ ხალ­ხის, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­საც. მი­ვე­დით, ავუხ­სე­ნით რო­გორც ჩვენ, ისე მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მის­ცეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა, რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია. რა თქმა უნდა, [გზა] ხე­ლოვ­ნუ­რად იყო ჩა­კე­ტი­ლი. გზის გა­და­სა­კე­ტად არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა იყო ხალ­ხის, საკ­მა­რი­სი არაა იმის­თვის, რომ ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ“, - გა­ნა­ცხა­და კახა ბუხ­რა­ძე “ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დარ­ბე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­წყო. მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფი ერთ-ერთი პირი, კად­რებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ იწყებ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შეკ­რე­ბილ­თა დაშ­ლას.

00:00 / 00:00


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები მელიქიშვილის გამზირზე - ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი: რა ხდება ადგილზე

ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები მელიქიშვილის გამზირზე - ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი: რა ხდება ადგილზე

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია - დაშავებულია ამავე კოალიციის ერთი წარმომადგენელიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს


  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულს შორისაა კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე საბა ცხვიტარიძე.


სამართალდამცავებმა დააკავეს მათი წევრი რეზი დუმბაძე.


  • გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია “ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი “მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა.


dakaveba
“მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე


ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა.



ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.


  • სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

  • akcia

    ფოტო: Mo Se


დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.


დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.


  • რას აცხადებს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, კახა ბუხრაძე:

“112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული. გადაამოწმეთ. რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ უამრავია. ჩემი აზრით, 50-100 მაინც. ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა. ჩვენ ყველას უფლებებს ვიცავთ, როგორც ამ ხალხის, ასევე მოქალაქეებისაც. მივედით, ავუხსენით როგორც ჩვენ, ისე მერიის წარმომადგენლებმა, მისცეს გონივრული ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორია. რა თქმა უნდა, [გზა] ხელოვნურად იყო ჩაკეტილი. გზის გადასაკეტად არასაკმარისი რაოდენობა იყო ხალხის, საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალაქის პარალიზება მოახდინონ“, - განაცხადა კახა ბუხრაძე “ტვ პირველთან“ საუბარში.

აქციის მონაწილეების დარბევა გამთენიისას დაიწყო. მელიქიშვილის გამზირზე მყოფი ერთ-ერთი პირი, კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ იწყებდნენ სამართალდამცველები შეკრებილთა დაშლას.


იხილეთ ასევე: