პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით“ - მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ
“აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით“ - მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ

“აფხა­ზებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე გა­ა­კე­თეს რუ­სე­ბის კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი კა­ნო­ნის დაბ­ლოკ­ვით. რუ­სე­ბი პირ­ველ რიგ­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბულ გალ­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში და გულ­რიფ­ში აპი­რებ­დნენ ჩა­სახ­ლე­ბას,“ - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, აფხა­ზე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში არის ერთი საფრ­თხე...

“თუმ­ცა აფხა­ზე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში არის ერთი საფრ­თხე - თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლით და­სავ­ლე­თის სიმ­პა­თია მო­ი­პო­ვონ და ეს უბ­რა­ლოდ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ჩვე­ნი ბრძო­ლა და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სამ­ყა­რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა­ში ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს და მისი სიმ­პა­თი­ე­ბი აფხა­ზე­ბის მი­მართ გა­და­ი­ხა­როს, თუნ­დაც ეს არ გვი­ტო­ვებს უკან­და­ხე­ვის შანსს,“ - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სეთ­თან სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბის გამო და­ი­წყო, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ე.წ. პარ­ლა­მენტს “დო­კუ­მენ­ტის“ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა 15 ნო­ემ­ბერს უნდა მო­ეხ­დი­ნა, თუმ­ცა პრო­ტეს­ტის და­წყე­ბის გამო სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გა­და­დო. ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა სო­ხუმ­ში ე.წ. სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს, მათ შო­რის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და ას­ლან ბჟა­ნი­ას გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

ავტორი:

“აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით“ - მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ

“აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით“ - მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ

“აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით. რუსები პირველ რიგში დაცარიელებულ გალში, ოჩამჩირეში და გულრიფში აპირებდნენ ჩასახლებას,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე...

“თუმცა აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ და ეს უბრალოდ გვავალდებულებს, ჩვენი ბრძოლა დანარჩენ საქართველოში მივიყვანოთ გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიულმა სამყარომ საქართველოს მთლიანობაში ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზების მიმართ გადაიხაროს, თუნდაც ეს არ გვიტოვებს უკანდახევის შანსს,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს “დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.