საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეზოში ავი ძაღლია!" - ტრამპის რეზიდენციას რობოტი ძაღლები იცავენ
"ეზოში ავი ძაღლია!" - ტრამპის რეზიდენციას რობოტი ძაღლები იცავენ

Boston Dynamics-ის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი რო­ბო­ტი სა­პატ­რუ­ლო ძაღ­ლე­ბი აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­ში გა­მოჩ­ნდნენ.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი - ოთხფე­ხა პატ­რუ­ლი, მეტ­სა­ხე­ლით, Spot-ი ფლო­რი­და­ში, პალმ ბიჩ­ში, ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის "მარ-ა-ლა­გოს" რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს.

ელექტრო­ნუ­ლი ძაღ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მარ­შრუ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ან იმარ­თე­ბო­დეს დის­ტან­ცი­უ­რად, ხე­ლით. მე­ტა­ლის ფე­ხებ­ზე წარ­წე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლებს: "ნუ მო­ე­ფე­რე­ბით!"

"ვერ ვხვდე­ბი, ვის შე­იძ­ლე­ბა მო­უნ­დეს ასე­თი ძაღ­ლის მო­ფე­რე­ბა, ის სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა საყ­ვარ­ლად", - აღ­ნიშ­ნავს კა­ლი­ფორ­ნი­ის კერ­ძო კო­ლე­ჯის პო­ლი­ტო­ლო­გი, მე­ლი­სა მი­შელ­სო­ნი.

ვი­დეო, რო­მელ­შიც "სპო­თი“ კუ­რორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რუ­ლი­რებს, TikTok-ზე ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რე ნა­წი­ლის­თვის კი - "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი“.

ვი­დე­ო­ზე იხუმ­რეს ყვე­ლა ამე­რი­კულ კო­მე­დი­ურ შო­უ­ში, თუმ­ცა რო­ბო­ტის მი­სია ხუმ­რო­ბის სა­ფუძ­ველს არ ტო­ვებს.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა, - ნათ­ქვა­მია აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ენ­ტო­ნი გუ­ლელ­მის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც BBC-სთან გა­ა­კე­თა.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ტრამპს სა­ჯა­როდ ორ­ჯერ და­ესხნენ თავს.

რო­დის გა­მოჩ­ნდა რო­ბო­ტი-ძაღ­ლი ტრამ­პის კერ­ძო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში? - BBC-ის ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის­გან თავი "სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­ში "ოპე­რა­ტი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის“ დაც­ვის მო­ტი­ვით შე­ი­კა­ვეს.

კომ­პა­ნია Boston Dynamics-მა კი მხო­ლოდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ "სპოტს“ სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რი უკვე იყე­ნებს, თუმ­ცა და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

  • რა გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა რო­ბო­ტი ძაღ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში?

უსაფრ­თხო­ე­ბის და რის­კე­ბის მარ­თვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე Talon Companies-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ყო­ფილი აგენ­ტი რონ უი­ლი­ამ­სი მი­იჩ­ნევს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა თავ­დას­ხმებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. Mar-a-Lago-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლი ღია ცის ქვეშ მდე­ბა­რე­ობს, რო­ბო­ტი-პატ­რუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დიდი ხნის წინ გაჩ­ნდა, აღ­ნიშ­ნავს უი­ლი­ამ­სი.

"ისი­ნი ბევ­რად უფრო დიდ ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტრო­ლე­ბენ, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი", - გან­მარ­ტავს იგი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ბო­ტი ძაღ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა... და არა მხო­ლოდ სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­ში.

უი­ლი­ამ­სის თქმით, Boston Dynamics-ის რო­ბო­ტებს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ სამ­ხედ­რო და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ამ წლის გა­ზა­ფხულ­ზე "სპო­ტი“ შე­ი­ძი­ნა პენ­სილ­ვა­ნი­ის გა­ნაღმვის სამ­სა­ხურ­მა, რო­მე­ლიც რო­ბოტს სა­ეჭ­ვო პა­კე­ტე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად იყე­ნებს, რათა მათ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

გა­სულ წელს, ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რო­ბო­ტი ძაღ­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა თა­ვის აპა­რატ­ში, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ეს ნა­ბი­ჯი გა­აკ­რი­ტი­კა, "ან­ტი­უ­ტო­პი­ურ დო­ნე­ზე ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის“ საფრ­თხის გამო.

გა­მო­ცე­მა Kyiv Post-ის ცნო­ბით, Boston Dynamics-ის ძაღ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის ომ­შიც: ისი­ნი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს დაზ­ვერ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ.

მოძ­რა­ვი და მოქ­ნი­ლი პატ­რუ­ლი "სპო­ტი“ ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მოქ­ნი­ლო­ბი­თა და მო­ბი­ლუ­რო­ბით.

რო­ბო­ტი ად­ვი­ლად ადის და ჩა­მო­დის კი­ბე­ებ­ზე, გა­და­ად­გილ­დე­ბა ვიწ­რო სივ­რცე­ებ­ში და შე­უძ­ლია კა­რის გა­ღე­ბაც კი.

თუმ­ცა "სპო­ტის“ პო­პუ­ლა­რო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მისი უნა­რით, დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნოს პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბი. მისი ფასი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - და­ახ­ლო­ე­ბით 75 000 დო­ლა­რი.

Boston Dynamics-ის ვებ­სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "სპოტს“ აქვს რამ­დე­ნი­მე კა­მე­რა, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს სკა­ნი­რე­ბა­სა და მის "გო­ნე­ბა­ში“ სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი რუ­კის შექ­მნას უზ­რუნ­ველ­ყოფს. და­მა­ტე­ბი­თი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, რო­ბოტს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს სენ­სო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, თერ­მუ­ლი კა­მე­რა, რაც მას ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "სპო­ტი“ თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ახერ­ხებს.

ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სო­რის, მისი კა­მინგსის, თქმით, რო­მე­ლიც ჯორჯ მე­ი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ი­სა და რო­ბო­ტექ­ნი­კის ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, "რო­ბო­ტი ძაღ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჯო­ის­ტი­კით იმარ­თე­ბა".

მარ­თა­ლია, "სპო­ტი“ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბა წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ მარ­შრუტ­ზე, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მისი როლი სიმ­ბო­ლუ­რი და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბაა. "სპო­ტის“ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­თიშ­ვა რთუ­ლი არ არის.

"საკ­მა­რი­სია თმის სპრეი მის კა­მე­რა­ზე მი­ას­ხათ... ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, რომ კა­მე­რე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ფერ­ხდეს", - ,“ - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი კა­მინგსი.

"სპო­ტი,“ რო­მე­ლიც Mar-a-Lago-ში და­ა­ფიქ­სი­რეს, არ არის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა კა­მინგსის თქმით, Boston Dynamics-ის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რე­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მო­დე­ლებ­ზე.

სხვა­თა შო­რის გა­სულ კვი­რა­ში რო­ბო­ტექ­ნი­კის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რეს ჩი­ნუ­რი მო­დე­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ია­რა­ღით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი, თუმ­ცა ეს ტექ­ნო­ლო­გია ადა­მი­ა­ნე­ბის სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბას ვერ ახერ­ხებს.

"Mar-a-Lago-ს“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "სპოტ­თან“ ერ­თად სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტე­ბიც მუ­შა­ო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ტიტუუუ დევიღუპეთ ახლა ბიძინა ბაობაბების მერე ასეთ ძაღლებს შემოიყვანს საქართველოში და მხოლოდ ეგღა აკლია ამ ჩამოფხავებულ და გაუბედურებულ ქვეყანს. ნეტა ასე როდემდე გასტანს, ნეტა როდემდე აპამპულავებენ მოსახლეობას. ყოველ მეორეს რომ თურმე ბიძინა აკერია ენაზე.. ჰოო ისე მართალია აკერიათ, აბა რაა, ოღონდ როგორ? საკითხავი აი ეს არის.

ჯიმშიტა
1

"ეზოში ავი ძაღლია" კი არა, "ეზოში AI ძაღლია" ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეზოში ავი ძაღლია!" - ტრამპის რეზიდენციას რობოტი ძაღლები იცავენ

"ეზოში ავი ძაღლია!" - ტრამპის რეზიდენციას რობოტი ძაღლები იცავენ

Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი პირველი რობოტი საპატრულო ძაღლები აშშ-ის საიდუმლო სამსახურში გამოჩნდნენ.

ერთ-ერთი მათგანი - ოთხფეხა პატრული, მეტსახელით, Spot-ი ფლორიდაში, პალმ ბიჩში, ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის "მარ-ა-ლაგოს" რეზიდენციის ტერიტორიაზე პატრულირებისას დააფიქსირეს.

ელექტრონული ძაღლი შეიძლება იყოს სრულად ავტომატიზებული, წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის შემთხვევაში, ან იმართებოდეს დისტანციურად, ხელით. მეტალის ფეხებზე წარწერები გვაფრთხილებს: "ნუ მოეფერებით!"

"ვერ ვხვდები, ვის შეიძლება მოუნდეს ასეთი ძაღლის მოფერება, ის საერთოდ არ გამოიყურება საყვარლად", - აღნიშნავს კალიფორნიის კერძო კოლეჯის პოლიტოლოგი, მელისა მიშელსონი.

ვიდეო, რომელშიც "სპოთი“ კურორტის ტერიტორიაზე პატრულირებს, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილისთვის საყვარელი აღმოჩნდა, მეორე ნაწილისთვის კი - "შემაშფოთებელი“.

ვიდეოზე იხუმრეს ყველა ამერიკულ კომედიურ შოუში, თუმცა რობოტის მისია ხუმრობის საფუძველს არ ტოვებს.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია არჩეული პრეზიდენტის უსაფრთხოება, - ნათქვამია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ენტონი გულელმის განცხადებაში, რომელიც BBC-სთან გააკეთა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ტრამპს საჯაროდ ორჯერ დაესხნენ თავს.

როდის გამოჩნდა რობოტი-ძაღლი ტრამპის კერძო რეზიდენციაში? - BBC-ის ამ კითხვაზე პასუხისგან თავი "საიდუმლო სამსახურში "ოპერატიული უსაფრთხოების“ დაცვის მოტივით შეიკავეს.

კომპანია Boston Dynamics-მა კი მხოლოდ დაადასტურა, რომ "სპოტს“ საიდუმლო სამსახური უკვე იყენებს, თუმცა დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • რა გახდა იმის მიზეზი, რომ საიდუმლო სამსახურმა რობოტი ძაღლები აიყვანა შეიარაღებაში?

უსაფრთხოების და რისკების მართვის სფეროში მომუშავე Talon Companies-ის ხელმძღვანელი, ყოფილი აგენტი რონ უილიამსი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა განაპირობა. Mar-a-Lago-ს ტერიტორიაზე, რომლის დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ მდებარეობს, რობოტი-პატრულების საჭიროება დიდი ხნის წინ გაჩნდა, აღნიშნავს უილიამსი.

"ისინი ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ, ვიდრე ადამიანები", - განმარტავს იგი და დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში, რობოტი ძაღლების გამოყენება კიდევ უფრო გაიზრდება... და არა მხოლოდ საიდუმლო სამსახურში.

უილიამსის თქმით, Boston Dynamics-ის რობოტებს აქტიურად იყენებენ სამხედრო და სამართალდამცავი უწყებები მთელ მსოფლიოში.

კომპანიის სარეკლამო მასალების მიხედვით, ამ წლის გაზაფხულზე "სპოტი“ შეიძინა პენსილვანიის განაღმვის სამსახურმა, რომელიც რობოტს საეჭვო პაკეტების გასაკონტროლებლად იყენებს, რათა მათში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინოს.

გასულ წელს, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა რობოტი ძაღლები შეიყვანა თავის აპარატში, თუმცა ზოგიერთმა მოქალაქემ ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, "ანტიუტოპიურ დონეზე ძალის გადამეტების“ საფრთხის გამო.

გამოცემა Kyiv Post-ის ცნობით, Boston Dynamics-ის ძაღლები გამოიყენება უკრაინის ომშიც: ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაზვერვაში დახმარებას უწევენ.

მოძრავი და მოქნილი პატრული "სპოტი“ ცნობილია თავისი მოქნილობითა და მობილურობით.

რობოტი ადვილად ადის და ჩამოდის კიბეებზე, გადაადგილდება ვიწრო სივრცეებში და შეუძლია კარის გაღებაც კი.

თუმცა "სპოტის“ პოპულარობა სპეციალური სამსახურებისთვის განპირობებულია მისი უნარით, დროულად აღმოაჩინოს პოტენციური საფრთხეები. მისი ფასი საკმაოდ მაღალია - დაახლოებით 75 000 დოლარი.

Boston Dynamics-ის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ "სპოტს“ აქვს რამდენიმე კამერა, რომლებიც გარემოს სკანირებასა და მის "გონებაში“ სამგანზომილებიანი რუკის შექმნას უზრუნველყოფს. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, რობოტს შეიძლება დაემატოს სენსორები, მაგალითად, თერმული კამერა, რაც მას ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

მიუხედავად ამისა, "სპოტი“ თავისი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ადამიანის ზედამხედველობით ახერხებს.

ინჟინერიის პროფესორის, მისი კამინგსის, თქმით, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ავტონომიისა და რობოტექნიკის ცენტრს ხელმძღვანელობს, "რობოტი ძაღლი, ფაქტობრივად, ჯოისტიკით იმართება".

მართალია, "სპოტი“ ავტომატურად გადაადგილდება წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისი როლი სიმბოლური და, გარკვეულწილად, შემაშფოთებელი ფუნქციის შესრულებაა. "სპოტის“ მრავალფეროვანი შესაძლებლობების მიუხედავად, მისი გათიშვა რთული არ არის.

"საკმარისია თმის სპრეი მის კამერაზე მიასხათ... ეს საკმარისი იქნება, რომ კამერების მუშაობა შეფერხდეს", - ,“ - ამბობს პროფესორი კამინგსი.

"სპოტი,“ რომელიც Mar-a-Lago-ში დააფიქსირეს, არ არის შეიარაღებული, თუმცა კამინგსის თქმით, Boston Dynamics-ის კონკურენტები ექსპერიმენტებს ატარებენ შეიარაღებულ მოდელებზე.

სხვათა შორის გასულ კვირაში რობოტექნიკის კონფერენციაზე ისაუბრეს ჩინური მოდელის შესახებ, რომელიც იარაღით იყო აღჭურვილი, თუმცა ეს ტექნოლოგია ადამიანების სრულად ჩანაცვლებას ვერ ახერხებს.

"Mar-a-Lago-ს“ ტერიტორიაზე "სპოტთან“ ერთად საიდუმლო სამსახურის აგენტებიც მუშაობენ.