სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია? (ფოტო/ვიდეო)
ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია? (ფოტო/ვიდეო)

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე 24 სა­ა­თი­ა­ნი პრო­ტეს­ტი და­ი­წყე­ბა.


რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს არის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი, რო­მელ­ზეც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ლი­დე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან.


  • ად­გილ­ზე კარ­ვე­ბის გაშ­ლა უკვე და­ი­წყო.

00:00 / 00:00


მისი თქმით, ყო­ველ ერთ სა­ათ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა სი­ახ­ლე, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი და­გეგ­მა­ვენ.


karavi
თსუ-სთან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კა­რავს შლი­ან


“ჩვენ აქ ვდგა­ვართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩე­ბით. 24 სა­ა­თი, ეს აქ­ცია იდ­გე­ბა აქ - ნელ-ნელა, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, და­გეგ­მი­ლად, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვი­კა­ვებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას“, - ასე მი­მარ­თა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას.


  • “მორ­ჩა სე­ირ­ნო­ბა, სი­ა­რუ­ლი, ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა! ვიბ­რუ­ნებთ სამ­შობ­ლოს! ყვე­ლა­ფერს ვკე­ტავთ. აღა­რაფ­რის დრო აღარ გვაქვს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე, ის ხალ­ხი ვინც მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ზე მეტი ხმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­გან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში და დიახ, ჩვენ მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში.

მი­ვე­სალ­მე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფებს. ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში ყვე­ლას შე­წუ­ხე­ბის­თვის, მაგ­რამ ჩვენ აქ ვდგა­ვართ და ჩვენ აქ ვრჩე­ბით. 24 სა­ა­თი ეს აქ­ცია იდ­გე­ბა აქ, ვინ არის თა­ნახ­მა თქვენს შო­რის არ შე­უ­შინ­დეს და­ჭე­რას, სი­ცი­ვეს, რუ­სულ რე­ჟიმს? - იმი­ტომ, რომ ეს სამ­შობ­ლო ჩვე­ნია, მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნია და ჩვენ მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში!


ამ მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ო­ბა არ იქ­ნე­ბა. არც სხვა მა­გის­ტრა­ლებ­ზე. ნელ-ნელა, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, და­გეგ­მი­ლად, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვი­კა­ვებთ ჩვენს ქვე­ყა­ნას. ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია. ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში შე­წუ­ხე­ბის­თვის, დის­კომ­ფორ­ტის­თვის. იმის­თვის, რომ ეს დღე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლად ვერ ივ­ლით, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვა­კე­თებთ იმას, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია მო­მა­ვა­ლი ის­ტო­რია ვი­ა­როთ თა­ვი­სუფ­ლად ევ­რო­პის­კენ.


ჩვენ მზად ვართ, ყვე­ლაფ­რის­თვის. კვლავ ვი­მე­ო­რებ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ­ზეა - ლი­დე­რებ­ზე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ­ზეა, მაგ­რამ ჩვე­ნი ძალა თქვენ­შია. თქვენს გა­რე­შე არა­ფე­რი არ გა­მო­სუ­ლა, არც გა­მო­ვა არას­დროს, თქვე­ნი ხმე­ბი ჩვენ გვაძ­ლი­ე­რებს. თქვენ მო­პა­რუ­ლი ხმე­ბი ჩვენ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, რომ ეს ქვე­ყა­ნა, ხმე­ბი და­ვიბ­რუ­ნოთ და ჩვე­ნი სა­ერ­თო წი­ნაპ­რე­ბი, შვი­ლე­ბი გვა­ვალ­დე­ბუ­ლე­ბენ, რომ დავ­დგეთ და არ წა­ვი­დეთ, ვიდ­რე ამ ქვეყ­ნი­დან არ წავ­ლენ “ქო­ცე­ბი”.


მაშ ასე, წერ­ტი­ლი პირ­ვე­ლი. 1918 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს და ამ წელს გახ­სნი­ლი მთა­ვა­რი ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო, დღეს სა­მარ­ცხვი­ნო ელექ­ტო­რა­ტის ხელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვდგა­ვართ, ვრჩე­ბით, ვე­ლო­დე­ბით “ქო­ცე­ბის” წას­ვლას", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.


karavi
კად­რი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან


  • “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია:

00:00 / 00:00


“წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია - ჩვენ გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. ჩვენ არ ვა­პი­რებთ “ოც­ნე­ბის“ დღის წეს­რი­გით სი­ა­რულს. ასე­ვე ჩვენ არ ვა­პი­რეთ მათი ძა­ლა­დობ­რი­ვი გეგ­მე­ბით სი­ა­რულს. ჩვენ ვართ არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი, მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა. ჩვენ დღეს მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, მათ შო­რის, რუს­თა­ველ­ზე მდგომ ხალ­ხს, თსუ- სთან ვჩერ­დე­ბით, დღეს გა­ვა­თევთ ღა­მეს, 24-სა­ა­თი აქ ვიქ­ნე­ბით, გა­გაც­ნობთ ყვე­ლა შემ­დგომ გეგ­მას და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ იქ­ნე­ბა ახა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. ჩვენ ახლა აქ მო­ვა­წყობთ ყვე­ლა­ფერს, ეს ქა­ო­ტუ­რი პრო­ცე­სი არ არის. ეს და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­სია, რო­მელ­საც ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­მარ­თე­ბა სჭირ­დე­ბა და რო­მე­ლიც ყვე­ლა თქვენ­განს ყვე­ლა­ზე მე­ტად გაქვთ, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს და პარ­ტი­ას. მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა თქვენ ხართ“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.


rustaveli
რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია

პა­რა­ლე­ლუ­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც, მათი თქმით, თა­ვად და­ი­ნა­ხეს.


მათ სტუ­დენ­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.


  • გა­ნახ­ლე­ბა 21:32

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გად­მო­ვიდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ.


ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი: “სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს“.


ამ წუ­თებ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე სამი კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი. ად­გილ­ზე მო­ი­ტა­ნეს პლე­დე­ბი და “პა­რა­ლო­ნე­ბი“. რო­გორც “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ა­ცხა­და, წამ­ზო­მი ჩა­ირ­თო და მომ­დევ­ნო 24 სა­ა­თი სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე ისი­ნი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე იქ­ნე­ბი­ან.


იხი­ლეთ ასე­ვე:



00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია? (ფოტო/ვიდეო)

ქალაქში პირველი კარავი გაიშალა - 24 საათიანი გამაფრთხილებელი პროტესტი და გადაკეტილი მაგისტრალი: რას გეგმავს ოპოზიცია? (ფოტო/ვიდეო)

ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე 24 საათიანი პროტესტი დაიწყება.


როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ეს არის გამაფრთხილებელი და მშვიდობიანი პროტესტი, რომელზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და ლიდერები იქნებიან.


  • ადგილზე კარვების გაშლა უკვე დაიწყო.


მისი თქმით, ყოველ ერთ საათში გამოცხადდება სიახლე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაგეგმავენ.


karavi
თსუ-სთან აქციის მონაწილეები კარავს შლიან


“ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩებით. 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ - ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას“, - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე შეკრების საზოგადოებას.


  • “მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ. აღარაფრის დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი ვინც მიიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში.

მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს. ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენს შორის არ შეუშინდეს დაჭერას, სიცივეს, რუსულ რეჟიმს? - იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში!


ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის. იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია მომავალი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ.


ჩვენ მზად ვართ, ყველაფრისთვის. კვლავ ვიმეორებ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა - ლიდერებზე. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია. თქვენს გარეშე არაფერი არ გამოსულა, არც გამოვა არასდროს, თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს. თქვენ მოპარული ხმები ჩვენ გვავალდებულებს, რომ ეს ქვეყანა, ხმები დავიბრუნოთ და ჩვენი საერთო წინაპრები, შვილები გვავალდებულებენ, რომ დავდგეთ და არ წავიდეთ, ვიდრე ამ ქვეყნიდან არ წავლენ “ქოცები”.


მაშ ასე, წერტილი პირველი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წელს გახსნილი მთავარი ეროვნული სიმბოლო, დღეს სამარცხვინო ელექტორატის ხელში ჩავარდნილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით “ქოცების” წასვლას", - განაცხადა გვარამიამ.


karavi
კადრი მელიქიშვილის გამზირიდან


  • “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია:


“წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ “ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს. ასევე ჩვენ არ ვაპირეთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მდგომ ხალხს, თსუ- სთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24-საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს, ეს ქაოტური პროცესი არ არის. ეს დაგეგმილი პროცესია, რომელსაც ელემენტარული შემართება სჭირდება და რომელიც ყველა თქვენგანს ყველაზე მეტად გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს და პარტიას. მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენ ხართ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


rustaveli
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია

პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, სადაც დამკვირვებლები ჰყვებიან არჩევნებზე დაფიქსირებული გაყალბების ფაქტებს, რომლებიც, მათი თქმით, თავად დაინახეს.


მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.


  • განახლება 21:32

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.


ისმოდა შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს“.


ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და “პარალონები“. როგორც “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის გამზირზე იქნებიან.


იხილეთ ასევე: