პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -                              „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

21 ნო­ემ­ბერს, თე­ლავ­ში, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს პირ­ვე­ლად ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ეს­წრონ თი­ბი­სის ESG აკა­დე­მი­ის ტრე­ნინგს - „ ბიზ­ნე­სის გზა მდგრა­დო­ბის­კენ - შექ­მე­ნი მწვა­ნე მო­მა­ვა­ლი“.

ტრე­ნინ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რად ბიზ­ნე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის შე­იქ­მნა და მიზ­ნად ისა­ხავს ზო­გა­დი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას და ბიზ­ნე­სის­თვის სა­სარ­გებ­ლო და რე­ლე­ვან­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ტრე­ნინ­გის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ექ­ნე­ბათ ცოდ­ნა მდგრა­დი ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბის, მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სარ­გებ­ლის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე, კურ­სი და­ეხ­მა­რე­ბა ბიზ­ნე­სებს მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მდგრა­დო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ში.

თი­ბი­სის ESG აკა­დე­მი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის არა­მარ­ტო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა­ზე, არა­მედ მას­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ტრე­ნინ­გის პირ­ველ ნა­წილ­ში, შე­მეც­ნე­ბი­თი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის, ვი­დე­ო­ე­ბის, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა და თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა და ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, სათ­ბუ­რი აი­რე­ბი, მდგრა­დი ურ­ბა­ნი­ზა­ცია, მდგრა­დი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და მისი შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ზე და სხვა. ტრე­ნინ­გის მე­ო­რე ნა­წი­ლი კი და­ეთ­მო­ბა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის კონ­კრე­ტულ ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტო­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას.

ESG აკა­დე­მი­ის კურ­სზე დას­წრე­ბის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა თი­ბი­სის ბიზ­ნეს­მომ­ხმა­რებ­ლებს აქვთ, რის­თვი­საც მათ რე­გის­ტრა­ცია უნდა გა­ი­ა­რონ შემ­დეგ ბმულ­ზე: სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა

ESG აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი კურ­სის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, თი­ბი­სიმ მხარ­და­ჭე­რა ორი ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მო­ი­პო­ვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრე­ნინგ პროგ­რა­მა კი, თი­ბი­სი­სა და „დე­ვე­ლო­რის“ აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იქ­მნა. პროგ­რა­მა ეფუძ­ნე­ბა მდგრა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თი­ბი­სი­ში არ­სე­ბულ ცოდ­ნა­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ას, რომ­ლე­ბიც ტრე­ნინ­გში გად­მო­ტა­ნი­ლია „დე­ვე­ლო­რის“ გა­მოც­დი­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

თი­ბი­სის ESG აკა­დე­მია პირ­ვე­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ებს ყვე­ლა ტრე­ნინგ პროგ­რა­მას სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, ქარ­თულ ენა­ზე სთა­ვა­ზობს.

R

თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -                              „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბიზნესისთვის სასარგებლო და რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.

თიბისის ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.

ტრენინგის პირველ ნაწილში, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების, ვიდეოების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასალების საშუალებით, ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა. ტრენინგის მეორე ნაწილი კი დაეთმობა მონაწილეებისთვის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე მორგებული ინფორმაციის მიწოდებას.

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ, რისთვისაც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და „დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით.

თიბისის ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.

R