პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმი "გასტრო ბათუმს" უკვე მეორე უმასპინძლებს
ბათუმი "გასტრო ბათუმს" უკვე მეორე უმასპინძლებს

16-17-18 ნო­ემ­ბერს, ბა­თუ­მი მე­ო­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ნო­მი­ულ ფო­რუმს „გას­ტრო ბა­თუმს“ უმას­პინ­ძლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბა­თუმს მიშ­ლე­ნის ვარ­კვლა­ვის მქო­ნე რეს­ტორ­ნე­ბის შე­ფე­ბი და გას­ტრო­ნო­მი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი საფ­რან­გე­თი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან და შვე­ი­ცა­რი­ი­დან ეს­ტუმ­რე­ბი­ან. ფო­რუ­მის პირ­ველ დღეს, ისი­ნი ცნო­ბილ ქარ­თველ შე­ფებ­თან და ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად ავ­თენ­ტი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გას­ტრო­ნო­მი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ, მე­ო­რე-მე­სა­მე დღეს კი ჩა­ტარ­დე­ბა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი გას­ტრო ფო­რუმს რე­გი­ონ­ში გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის სა­რესტრო­ნო ქსე­ლებ­ში და­ნერგვის მიზ­ნით ატა­რებს.

წელს, „გას­ტრო ბა­თუ­მის“ მთა­ვა­რი სპი­კე­რე­ბი მიშ­ლე­ნის ვარ­კვლა­ვის მფლო­ბე­ლი რეს­ტორ­ნე­ბის შე­ფე­ბი და რეს­ტო­რა­ტო­რე­ბია. მათ შო­რი­საა გას­ტრო­ნო­მი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი სე­ბას­ტი­ან რი­პა­რი, საფ­რან­გე­თის კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის „FERRANDI Paris“ შეფ ინ­სტრუქ­ტო­რი სტე­ფან ია­კი­ჩი, ამა­ვე სკო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნი­კო­ლოს კა­ლი­არ­დი, ასე­ვე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი კონ­დი­ტე­რი ნი­კო­ლა გერ­სოი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კუ­ლი­ნა­რი­ის ექ­სპერ­ტი ბერტრან ვა­ლეჟა. ად­გი­ლობ­რივ სპი­კე­რებს შო­რის იქ­ნე­ბი­ან ბრენდ შეფი, მა­ნუ­ელ ფა­უნ­დეს ბა­რან­და, წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის ბრენდ შეფი ალექ­სან­დრე ნა­თა­ძე, სას­ტუმ­რო ბიზ­ნე­სის ექ­სპერ­ტი მაია წე­რე­თე­ლი, Gault&Millau სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მია კუპ­რა­ვა და რეს­ტო­რა­ნი ოცი-ს შეფ მზა­რე­უ­ლი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ნი­ნუა.

17-18 ნო­ემ­ბერს, მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე რეს­ტორ­ნე­ბის შე­ფე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის ჩა­ა­ტა­რე­ბენ თევ­ზის, ხორ­ცი­სა და კონ­დი­ტე­რი­ის მას­ტერკლა­სებს. ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში ასე­ვე იგეგ­მე­ბა ვი­დე­ო­რე­ცეპ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბაც. მათი ნახ­ვა მსურ­ვე­ლებს serviceajara.ge-ზე შე­ეძ­ლე­ბათ. ფო­რუმ­ზე დას­წრე­ბა ად­გი­ლობ­რივ შე­ფებს, მზა­რე­უ­ლებს, რეს­ტო­რა­ტო­რებს და ზო­გა­დად, გას­ტრო­ნო­მი­ულ ტუ­რიზ­მში ჩარ­თულ პი­რებს შე­უძ­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ბათუმი "გასტრო ბათუმს" უკვე მეორე უმასპინძლებს

ბათუმი "გასტრო ბათუმს" უკვე მეორე უმასპინძლებს

16-17-18 ნოემბერს, ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან. ფორუმის პირველ დღეს, ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, მეორე-მესამე დღეს კი ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივი მზარეულებისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი სებასტიან რიპარი, საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გერსოი და საერთაშორისო კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

17-18 ნოემბერს, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასებს. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

NS