პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეიძენთ "თბილისის წიგნის დღეებზე" 50 ლარად? – "პალიტრა L-ის" შეთავაზებები
რას შეიძენთ "თბილისის წიგნის დღეებზე" 50 ლარად? – "პალიტრა L-ის" შეთავაზებები

წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა - „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ე­ბი“ დაბ­რუნ­და. ფეს­ტი­ვა­ლი 15,16 და 17 ნო­ემ­ბერს „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში გი­მას­პინ­ძლებთ.

„პა­ლიტ­რა L-ი“ სტუმ­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლად უამ­რავ სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს. გა­მომ­ცემ­ლო­ბის კუ­თხე­ში დაგ­ხვდე­ბათ აქ­ცი­ე­ბი, ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მო­ტო­ვოთ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა ფას­დაკ­ლე­ბას გთა­ვა­ზობთ ახალ თარ­გმა­ნებ­ზეც, რო­მე­ლიც რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ის“ სივ­რცე­ში, ისე მის აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და ვებგ­ვერ­დზეც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გთა­ვა­ზობთ ახალ, ფას­დაკ­ლე­ბულ თარ­გმა­ნებს, რო­მელ­საც ჯამ­ში 50-ლა­რი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით შე­ი­ძენთ:

„მძი­მე დრო­ე­ბა“ გა­მო­ი­ცა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. პრო­ექ­ტი გაგ­რძე­ლე­ბაა „პა­ლიტ­რა L-ის“ სა­ე­ტა­პო სე­რი­ის „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. 15 წლის შემ­დეგ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, სე­რი­ას კი­დევ 15 წიგ­ნი შე­მა­ტოს, რის­თვი­საც გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე მი­ი­ღო ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა. ხმის მი­ცე­მა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა გზით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სე­რია ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე გა­მო­კი­თხვა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„მძი­მე დრო­ე­ბა“ პირ­ვე­ლად სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ითარ­გმნა. მას­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და უტი­ლი­ტა­რიზ­მის გავ­ლე­ნე­ბით მო­ცუ­ლი ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ინ­გლი­სის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, გავ­ლე­ნას ახ­დენს პი­როვ­ნე­ბის ბედ­ზე, მისი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა-გან­მტკი­ცე­ბა­ზე, დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­სის გა­გე­ბა­ზე. ამ­ბა­ვი ხდე­ბა ქა­ლაქ­ში, „სა­დაც ფაქტს ისე ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორც სიწ­მინ­დეს, სა­დაც ფაქ­ტი გა­ნუ­კი­თხა­ვად ზე­ი­მობ­და და ბა­ტო­ნობ­და. იტყვით, წე­სით, ასე­თი ქა­ლა­ქი კე­თილ­დღე­ო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყოო, არა? რა გი­თხრათ... ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­ი­ო­ცებთ, მაგ­რამ არც მთლად ასე იყო საქ­მე.

აგა­ტა კრის­ტის „უტყვი მოწ­მე“ „პა­ლიტ­რა L-მა“ წელს პირ­ვე­ლად თარ­გმნა და გა­მოს­ცა. მის შე­ძე­ნას „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ებ­ზე“, ასე­ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დსა და აპ­ლი­კა­ცი­ა­ში შეძ­ლებთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „პა­ლიტ­რა L-ი“ აქ­ტი­უ­რად თარ­გმნის აგა­ტა კრის­ტის შე­მოქ­მე­დე­ბას და პე­რი­ო­დუ­ლად სთა­ვა­ზობს მკი­თხველს.

წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ზარ­დი მკი­თხვე­ლის­თვის შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტის, „ლი­ბერ­თინ­სის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. მისი სი­უ­ჟე­ტი მოგ­ვი­თხრობს პი­პის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც უც­ნა­უ­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნა და ამით გახ­და თა­ვის და­ბა­ში ცნო­ბი­ლი. ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მას უკვე შე­უძ­ლია, თავ­საც მი­ხე­დოს: სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლოს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­სას­ვლე­ლად მო­ემ­ზა­დოს, პოდ­კას­ტი ჩა­წე­როს. ასეც აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, პი­რო­ბაც დადო, რომ გა­მო­ძი­ე­ბას აღარ გა­ე­კა­რე­ბა, მაგ­რამ რა ქნას, თუკი მისი მე­გო­ბა­რი და­ი­კარ­გა, პო­ლი­ცია კი არა­ფერს აკე­თებს. სხვა გზა არ არის, პი­პიმ - უნდა მო­ძებ­ნოს მე­გო­ბა­რი და მის ძებ­ნა­ში და­ბის მცხოვ­რებ­თა არა­ერთ ბნელ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას გა­და­ეყ­რე­ბა. წა­ი­კი­თხეთ ჰოლი ჯექ­სო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბესტსე­ლე­რი, ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე წიგ­ნი, დე­ტექ­ტი­უ­რი თრი­ლე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თა და და­სას­რუ­ლით, რო­მე­ლიც უკვე 17 ენა­ზე ითარ­გმნა.

ანი ერნო თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რია, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს. მისი წიგ­ნე­ბი ერთი მხრივ, ეფუძ­ნე­ბა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას და მე­ო­რე მხრივ, წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მო­ძა­ხილს.

„ქალი“ „პა­ლიტ­რა L-მა“ პირ­ვე­ლად თარ­გმნა და გა­მოს­ცა ქარ­თულ ენა­ზე.

გრა­ამ გრი­ნის „ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლი“ მე-19 ტო­მია სე­რი­ი­სა „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „პა­ლიტ­რა L-ი“ ომის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნილ მთა­ვარ ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­მოს­ცემს.

„ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლის“ შექ­მნა გრა­ამ გრინს ინ­დო­ჩი­ნეთ­ში მი­ღე­ბულ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა შთა­ა­გო­ნა - ის იქ 1955-1956 წლებ­ში ჟურ­ნალ The New Republic-ის კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. 50-იანი წლე­ბის სამ­ხრე­თი ვი­ეტ­ნა­მი საფ­რან­გე­თის, ამე­რი­კი­სა და ავან­ტი­უ­რის­ტი გე­ნერ­ლე­ბის სა­თა­რე­შოდ გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. ხან­ში შე­სუ­ლი ინ­გლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის თო­მას ფა­უ­ლე­რის, მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა­სა და ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ოლ­დენ პა­ი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ბედი სწო­რედ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ­მა ამ­ბებ­მა გა­და­წყვი­ტა. ფა­უ­ლე­რი თით­ქოს დამ­კვირ­ვე­ბე­ლია, ის მხო­ლოდ ფაქ­ტებს აღ­ნუს­ხავს და ჟურ­ნალ­ში კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებს გზავ­ნის, მაგ­რამ, ადრე თუ გვი­ან, მო­უ­წევს რო­მე­ლი­მე მხა­რეს დად­გეს და ის ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას უპი­რის­პირ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ ფა­უ­ლე­რი ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლის - პა­ი­ლის მკვლე­ლო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი გახ­დე­ბა.

არ გა­მო­ტო­ვოთ შე­მოდ­გო­მის მთა­ვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ეს­ტუმ­რეთ „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ებს“ და შე­ავ­სეთ თქვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რას შეიძენთ "თბილისის წიგნის დღეებზე" 50 ლარად? – "პალიტრა L-ის" შეთავაზებები

რას შეიძენთ "თბილისის წიგნის დღეებზე" 50 ლარად? – "პალიტრა L-ის" შეთავაზებები

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - „თბილისის წიგნის დღეები“ დაბრუნდა. ფესტივალი 15,16 და 17 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გიმასპინძლებთ.

„პალიტრა L-ი“ სტუმრებს ტრადიციულად უამრავ სიურპრიზს უმზადებს. გამომცემლობის კუთხეში დაგხვდებათ აქციები, ფასდაკლებები და სიახლეები, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

სპეციალურად ღონისძიებისთვის გამომცემლობა ფასდაკლებას გთავაზობთ ახალ თარგმანებზეც, რომელიც როგორც „პალიტრა L-ის“ სივრცეში, ისე მის აპლიკაციასა და ვებგვერდზეც იქნება წარმოდგენილი.

გთავაზობთ ახალ, ფასდაკლებულ თარგმანებს, რომელსაც ჯამში 50-ლარიანი ბიუჯეტით შეიძენთ:

„მძიმე დროება“ გამოიცა პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. პროექტი გაგრძელებაა „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა უკვე მიიღო ათასობით ადამიანმა. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა. სერია ჯერ არ დასრულებულა და სხვადასხვა პლატფორმაზე გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს.

„მძიმე დროება“ პირველად სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ითარგმნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ... ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.

აგატა კრისტის „უტყვი მოწმე“ „პალიტრა L-მა“ წელს პირველად თარგმნა და გამოსცა. მის შეძენას „თბილისის წიგნის დღეებზე“, ასევე გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში შეძლებთ.

აღსანიშნავია, რომ „პალიტრა L-ი“ აქტიურად თარგმნის აგატა კრისტის შემოქმედებას და პერიოდულად სთავაზობს მკითხველს.

წიგნი სპეციალურად მოზარდი მკითხველისთვის შექმნილი პროექტის, „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოიცა. მისი სიუჟეტი მოგვითხრობს პიპის შესახებ, რომელმაც უცნაური მკვლელობა გახსნა და ამით გახდა თავის დაბაში ცნობილი. ასეთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულების შემდეგ კი მას უკვე შეუძლია, თავსაც მიხედოს: სწავლა გააგრძელოს, უნივერსიტეტში შესასვლელად მოემზადოს, პოდკასტი ჩაწეროს. ასეც აქვს გადაწყვეტილი, პირობაც დადო, რომ გამოძიებას აღარ გაეკარება, მაგრამ რა ქნას, თუკი მისი მეგობარი დაიკარგა, პოლიცია კი არაფერს აკეთებს. სხვა გზა არ არის, პიპიმ - უნდა მოძებნოს მეგობარი და მის ძებნაში დაბის მცხოვრებთა არაერთ ბნელ საიდუმლოებას გადაეყრება. წაიკითხეთ ჰოლი ჯექსონის საერთაშორისო ბესტსელერი, ტრილოგიის მეორე წიგნი, დეტექტიური თრილერი მოულოდნელი თავგადასავლებითა და დასასრულით, რომელიც უკვე 17 ენაზე ითარგმნა.

ანი ერნო თანამედროვე ავტორია, რომლის შემოქმედებაც ქალთა პრობლემების გარშემო ტრიალებს. მისი წიგნები ერთი მხრივ, ეფუძნება საკუთარ გამოცდილებას და მეორე მხრივ, წარმოადგენს თანამედროვეობის გამოძახილს.

„ქალი“ „პალიტრა L-მა“ პირველად თარგმნა და გამოსცა ქართულ ენაზე.

გრაამ გრინის „ჩუმჩუმა ამერიკელი“ მე-19 ტომია სერიისა „ომებსა და ადამიანებზე“. პროექტის ფარგლებში „პალიტრა L-ი“ ომის თემატიკაზე შექმნილ მთავარ ნაწარმოებებს გამოსცემს.

„ჩუმჩუმა ამერიკელის“ შექმნა გრაამ გრინს ინდოჩინეთში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთააგონა - ის იქ 1955-1956 წლებში ჟურნალ The New Republic-ის კორესპონდენტად მუშაობდა. 50-იანი წლების სამხრეთი ვიეტნამი საფრანგეთის, ამერიკისა და ავანტიურისტი გენერლების სათარეშოდ გადაქცეულიყო. ხანში შესული ინგლისელი ჟურნალისტის თომას ფაულერის, მისი მეგობარი გოგონასა და ახალგაზრდა ამერიკელი ოლდენ პაილის სასიყვარულო სამკუთხედის ბედი სწორედ ქვეყანაში განვითარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ამბებმა გადაწყვიტა. ფაულერი თითქოს დამკვირვებელია, ის მხოლოდ ფაქტებს აღნუსხავს და ჟურნალში კორესპონდენციებს გზავნის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევს რომელიმე მხარეს დადგეს და ის ამერიკის პოლიტიკას უპირისპირდება. საბოლოოდ ფაულერი ახალგაზრდა ამერიკელის - პაილის მკვლელობის ხელშემწყობი გახდება.

არ გამოტოვოთ შემოდგომის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, ესტუმრეთ „თბილისის წიგნის დღეებს“ და შეავსეთ თქვენი ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით.

R