მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსვლელობა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით - ფოტო/ვიდეო კადრები აქციიდან, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ
მსვლელობა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით - ფოტო/ვიდეო კადრები აქციიდან, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან მსვლე­ლო­ბით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ხა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა.


ფოტო: ჟორჟ ჟა­მე­რაშ­ვი­ლი


აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.




  • “ახალ­გაზ­რდებ­თან“ - წერს პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია და მსვლე­ლო­ბა­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.


  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გაშ­ლი­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლო", სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს!".




  • რო­გორც მსვლე­ლო­ბა­ზე მი­სულ­მა “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, “არ­სე­ბობს ერთი, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მი­ზა­ნი - ეს არის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა“.

"დღეს ახალ­გაზ­რდე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა აქ­ცია, რო­მელ­საც ბუ­ნებ­რი­ვია, ვუ­ერ­თდე­ბით. ყვე­ლა აქ­ცი­ას შე­ვუ­ერ­თდე­ბით, ჩვენც და­ვა­ორ­გა­ნი­ზებთ, იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობს ერთი, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მი­ზა­ნი - ეს არის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­მა წაგ­ვარ­თვა, წა­არ­თვა ხალ­ხს და ახლა ცდი­ლობს ევ­რო­პუ­ლო მო­მა­ვა­ლი წაგ­ვარ­თვას. ყვე­ლა აქ­ცი­ის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა არის სწო­რედ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც უნდა ჩა­ტარ­დეს იმის­თვის, რომ ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი ხმა და არ­ჩე­ვა­ნი და­იბ­რუ­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.


  • გა­ნახ­ლე­ბა 20:12

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დღე­ი­დან “თბი­ლი­სის პა­რა­ლი­ზე­ბას“ იწყე­ბენ - ამ დრო­ის­თვის, გა­და­კე­ტი­ლია მტკვრის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო.




“დღეს ჩვენ იმ­დე­ნი ვართ ვფიქ­რობ­დით გუნდში, შევ­ძლებ­დით თუ არა ერთი სა­ნა­პი­როს მა­ინც გა­და­კეტ­ვას, მაგ­რამ ჩვენ დღეს იმ­დე­ნი ვართ, რომ ორი­ვე სა­ნა­პი­როს გა­დავ­კე­ტავთ. ერთი კო­ლო­ნა და­იძ­ვრე­ბა "პი­კა­პთან" ერ­თად, მე­ო­რე კო­ლო­ნა გაჰ­ყვე­ბა ჩვენს მო­ტო­ციკ­ლე­ტებს, წინ რომ მიგ­ვი­ძღვი­ან", - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა.


00:00 / 00:00


გა­და­კე­ტი­ლია ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დიც.



ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­აც.


21:40

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, რო­მელ­თაც მტკვრის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო გა­და­კე­ტეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.


სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აქ­ცი­ა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა არ არის შეკ­რე­ბი­ლი, რომ მათ გზა გა­და­კე­ტონ და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხონ.


სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს არის გაფრ­თხი­ლე­ბა, შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ზო­მე­ბი. იხი­ლეთ ვრცლად



22:30

ჯგუფ "და­ი­ტო­ვეს" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე დას­რულ­და.


  • აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია მხო­ლოდ ბრძო­ლის და­სა­წყი­სია. შეკ­რე­ბი­ლებ­მა ად­გილ­ზე სიმ­ბო­ლუ­რად ფან­რე­ბი აან­თეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ „ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ევ­რო­პის მო­ე­და­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნათ­დე­ბა”.

აქ­ცი­ა­ზე გაჟ­ღერ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნე­ბი. მა­ნამ­დე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მტკვრის ორი­ვე სა­ნა­პი­რო, ასე­ვე, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდი გა­და­კე­ტეს. ამას­თან, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა და ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს გა­ყალ­ბე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. ისი­ნი ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.


შე­გახ­სე­ნებთ, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ხმე­ბის 53.932% მო­ი­პო­ვა. სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა ოთხმა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ: კერ­ძოდ, ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ­მა “კო­ა­ლი­ცი­ამ ცვლი­ლე­ბის­თვის - გვა­რა­მია,მე­ლია, გირ­ჩი, დროა“ ხმე­ბის 11.034 % მი­ი­ღო; “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ – 10.17%, “ძლი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლო - ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ – 8.808 %; ხოლო “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ – 7.777 %.


ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს აცხა­დე­ბენ. 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს არ აღი­რებს არც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.


ფოტო/ ვი­დეო: ჯგუ­ფი “და­ი­ტო­ვე“.


00:00 / 00:00
ავტორი:

მსვლელობა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით - ფოტო/ვიდეო კადრები აქციიდან, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

მსვლელობა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით - ფოტო/ვიდეო კადრები აქციიდან, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.


ფოტო: ჟორჟ ჟამერაშვილი


აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.




  • “ახალგაზრდებთან“ - წერს პარტია “გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და მსვლელობაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


  • აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო", საქართველოს გაუმარჯოს!".




  • როგორც მსვლელობაზე მისულმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, “არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება“.

"დღეს ახალგაზრდების ორგანიზებით ტარდება აქცია, რომელსაც ბუნებრივია, ვუერთდებით. ყველა აქციას შევუერთდებით, ჩვენც დავაორგანიზებთ, იმიტომ, რომ არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება. არჩევნების, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა, წაართვა ხალხს და ახლა ცდილობს ევროპულო მომავალი წაგვართვას. ყველა აქციის ერთადერთი მოთხოვნა არის სწორედ ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ხალხმა საკუთარი ხმა და არჩევანი დაიბრუნოს", - განაცხადა ბოკუჩავამ.


  • განახლება 20:12

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან “თბილისის პარალიზებას“ იწყებენ - ამ დროისთვის, გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო.




“დღეს ჩვენ იმდენი ვართ ვფიქრობდით გუნდში, შევძლებდით თუ არა ერთი სანაპიროს მაინც გადაკეტვას, მაგრამ ჩვენ დღეს იმდენი ვართ, რომ ორივე სანაპიროს გადავკეტავთ. ერთი კოლონა დაიძვრება "პიკაპთან" ერთად, მეორე კოლონა გაჰყვება ჩვენს მოტოციკლეტებს, წინ რომ მიგვიძღვიან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.



გადაკეტილია ბარათაშვილის ხიდიც.



ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაადგილდებიან, მობილიზებულია პოლიციაც.


21:40

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.


სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.


სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდენტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები. იხილეთ ვრცლად



22:30

ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა.


  • აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია. შეკრებილებმა ადგილზე სიმბოლურად ფანრები აანთეს და აღნიშნეს, რომ „ჩაბნელებული ევროპის მოედანი აუცილებლად განათდება”.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო, ასევე, ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან. აქციის მონაწილეები საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.


შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა “კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია,მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; “ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, “ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.


ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.


ფოტო/ ვიდეო: ჯგუფი “დაიტოვე“.