პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამფითეატრი, ფანჩატურები, პარკინგი - რისი მოწყობა იგეგმება საბადურისა და ზედაზნის ტყეებში?
ამფითეატრი, ფანჩატურები, პარკინგი - რისი მოწყობა იგეგმება საბადურისა და ზედაზნის ტყეებში?

თბი­ლი­სის ეროვ­ნულ პარკში, კერ­ძოდ, სა­ბა­დუ­რი­სა და ზე­დაზ­ნის ტყე­ებ­ში ახა­ლი ეკო­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ად­გილ­ზე ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ფან­ჩა­ტუ­რე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი სივ­რცე­ე­ბი, ამ­ფი­თე­ატ­რი, ლაშ­ქრო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბი, ახა­ლი ეკო ბი­ლი­კე­ბი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და ველო პარ­კინ­გი, ასე­ვე, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლი მო­ე­წყო­ბა.

"და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას. ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ხელს უწყობს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ჩე­ნას, ახა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას,“ - გან­გვი­ცხა­დეს სა­ა­გენ­ტო­ში.

რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ სა­ა­გენ­ტო­ში უთხრეს, პრო­ექ­ტის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7.5 მი­ლი­ონ ლარს უტოლ­დე­ბა.

"ამ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი და სა­ა­გენ­ტოს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბია. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბი­სათ­ვის დას­რულ­დე­ბა,“ - დაგ­ვი­ზუს­ტეს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი თბი­ლი­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 23 კმ-ითაა და­შო­რე­ბუ­ლი და თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის გარ­შე­მო მდე­ბა­რე­ობს. და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ამფითეატრი, ფანჩატურები, პარკინგი - რისი მოწყობა იგეგმება საბადურისა და ზედაზნის ტყეებში?

ამფითეატრი, ფანჩატურები, პარკინგი - რისი მოწყობა იგეგმება საბადურისა და ზედაზნის ტყეებში?

თბილისის ეროვნულ პარკში, კერძოდ, საბადურისა და ზედაზნის ტყეებში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი ხორციელდება, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.

პროექტის ფარგლებში ადგილზე ვიზიტორთა ცენტრი, დასასვენებელი ფანჩატურები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ამფითეატრი, ლაშქრობის მოყვარულთათვის საპიკნიკე ადგილები, ახალი ეკო ბილიკები, საავტომობილო და ველო პარკინგი, ასევე, წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა.

"დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განაპირობებს ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას. ტურიზმის განვითარება, ტურისტების რაოდენობის ზრდა, ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მნიშვნელოვან ზრდას,“ - განგვიცხადეს სააგენტოში.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში უთხრეს, პროექტის სავარაუდო ღირებულება 7.5 მილიონ ლარს უტოლდება.

"ამ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი და სააგენტოს საკუთარი სახსრებია. სამუშაოების დიდი ნაწილი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისათვის დასრულდება,“ - დაგვიზუსტეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისის ეროვნული პარკი თბილისიდან დაახლოებით 23 კმ-ითაა დაშორებული და თბილისისა და მცხეთის გარშემო მდებარეობს. დაათვალიერეთ ფოტოებო