სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის ხელისუფლების პირველი კომენტარი სტუდენტ გოგონაზე, რომლის პროტესტმაც მსოფლიო შეძრა - "ის პრობლემური ინდივიდია"
ირანის ხელისუფლების პირველი კომენტარი სტუდენტ გოგონაზე, რომლის პროტესტმაც მსოფლიო შეძრა - "ის პრობლემური ინდივიდია"

სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ტან­საც­მე­ლი გა­ი­ხა­და პრობ­ლე­მუ­რი ინ­დი­ვი­დია, - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა, ფა­ტი­მე მო­ჰა­ჯე­რან­მა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ამ სა­კითხს უსაფრ­თხო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­დან და­ნახ­ვის ნაც­ვლად, სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ვუ­ყუ­რებთ და ვცდი­ლობთ ამ სტუ­დენ­ტის, რო­გორც პრობ­ლე­მუ­რი ინ­დი­ვი­დის, პრობ­ლე­მე­ბი მო­ვაგ­ვა­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც აჰუ დე­რი­ა­ია, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბას ეხე­ბა საქ­მე.

"ამ სტუ­დენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. მისი მე­უღ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, მას მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმამ­დე უნდა დას­რულ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ირა­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა თე­ი­რან­ში, ის­ლა­მუ­რი აზა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წინ ტან­საც­მე­ლი შა­ბათს გა­ი­ხა­და.

CNN-ის ცნო­ბით, ამ ფორ­მით გო­გო­ნამ ირან­ში მოქ­მე­დი მკაც­რი ჩაც­მუ­ლო­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მა­მა­კაც­თა ჯგუფ­მა გო­გო­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­იყ­ვა­ნა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-მა გო­გო­ნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ირანის ხელისუფლების პირველი კომენტარი სტუდენტ გოგონაზე, რომლის პროტესტმაც მსოფლიო შეძრა - "ის პრობლემური ინდივიდია"

ირანის ხელისუფლების პირველი კომენტარი სტუდენტ გოგონაზე, რომლის პროტესტმაც მსოფლიო შეძრა - "ის პრობლემური ინდივიდია"

სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა პრობლემური ინდივიდია, - ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ამ საკითხს უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახვის ნაცვლად, სოციალური თვალსაზრისით ვუყურებთ და ვცდილობთ ამ სტუდენტის, როგორც პრობლემური ინდივიდის, პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელებში იდენტიფიცირებულია, როგორც აჰუ დერიაია, პოლიციის განყოფილებიდან სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა სახის მკურნალობას ეხება საქმე.

"ამ სტუდენტის უნივერსიტეტში დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი მეუღლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მას მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალმა თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი შაბათს გაიხადა.

CNN-ის ცნობით, ამ ფორმით გოგონამ ირანში მოქმედი მკაცრი ჩაცმულობის კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა. ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცთა ჯგუფმა გოგონა ავტომობილით წაიყვანა.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გოგონას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

იხილეთ ასევე: