მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია"- რას წერს ლანა ღოღობერიძე
“თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია"- რას წერს ლანა ღოღობერიძე

“მივ­მარ­თავ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს: გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად რომ ვთქვათ, დღეს ზე­და­პირ­ზეა რამ­დე­ნი­მე, ჩემი აზ­რით, უტყუ­ა­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე წერს.

მისი თქმით, “თუ სა­ბო­ლო­ოდ მოვ­წყდე­ბით ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, გვე­ლო­დე­ბა სრუ­ლი იზო­ლა­ცია, რაც ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა და მწი­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის გა­ღა­ტა­კე­ბის ტოლ­ფა­სია.“

სა­ქარ­თვე­ლოს ნორ­მა­ლუ­რი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ამის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ბნელ წარ­სულ­ში - შე­ნიღ­ბულ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. დღეს ამ პრო­ცესს დიდი დარ­ტყმა მი­ად­გა, ტყუ­ი­ლია, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია გრძელ­დე­ბა. ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ის შე­ჩე­რე­ბუ­ლია - მას ბოლო ლახ­ვა­რი გა­ყალ­ბე­ბულ­მა არ­ჩევ­ნებ­მა ჩას­ცხო.

  • ლო­ზუნგს “ომი გინ­და’’ ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი აქვს: სწო­რედ ომი რომ არ გვინ­და, იმი­ტო­მაც ვირ­ჩევთ ევ­რო­პას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არის მშვი­დო­ბის გა­რან­ტი, - ევ­რო­კავ­ში­რის და­არ­სე­ბის დღი­დან მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ცერ­თი ომი არ ყო­ფი­ლა, ამ კონ­ტი­ნენტზე ომის გამ­ჩა­ღე­ბე­ლი მხო­ლოდ რუ­სე­თია.

თუ სა­ბო­ლო­ოდ მოვ­წყდე­ბით ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, გვე­ლო­დე­ბა სრუ­ლი იზო­ლა­ცია, რაც ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა და მწი­რი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის გა­ღა­ტა­კე­ბის ტოლ­ფა­სია.

უფრო პი­რა­დი გან­ცდე­ბი: ათე­უ­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნად ღრმად ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ჩვე­ნი სვლა ევ­რო­პის­კენ ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ამ­დე­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უქ­ცე­ვა­დია, რომ ეს - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი ნე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი - რწმე­ნა ასე ად­ვი­ლად ვერ შე­ირ­ყე­ვა.

ში­ნა­გა­ნად ვერ გავ­წი­რავ ვერც ჩე­მი­ა­ნებს და ვერც იმათ, ვინც დღეს სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს, იმი­სათ­ვის, რომ და­ვუშ­ვა: ისი­ნი გან­წი­რუ­ლი არი­ან იმი­სათ­ვის, რომ ჩემს მსგავ­სად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მსგავს ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რონ. უუფ­ლე­ბოდ, დამ­ცი­რე­ბუ­ლად. რო­გორც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, რუ­სე­თის ქუსლქვეშ მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფოს შვი­ლებს შე­ე­ფე­რე­ბათ.

გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ხე­ლის­გაწ­ვდე­ნა­ზეა ევ­რო­პა თა­ვი­სი კე­თილ­დღე­ო­ბით, მშვი­დო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბით, თა­ნას­წო­რო­ბით. სა­დაც პი­როვ­ნე­ბას ეხ­სნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სი­ხა­რუ­ლის, ცხოვ­რე­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბის სივ­რცე.ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­საც ჩვენს ხელ­თაა. იმი­ტომ რომ მარ­თლე­ბი ვართ. იმი­ტომ რომ ამას ჩვე­ნი ხალ­ხი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს.

მთა­ვა­რია - არ დავ­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი. გა­ვა­კე­თოთ, ვი­საც რა შეგ­ვიძ­ლია. ქუ­ჩა­ში დგო­მით, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტით - რისი დიდი კულ­ტუ­რა გა­მო­ვამ­ჟღავ­ნეთ ამ ბოლო ხანს, სი­ტყვით, ცვა­ლე­ბა­დი სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზით და სა­ერ­თო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბით. (ამ მხრივ ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს"ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რე­ბი, რაც ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თია).

და რაც ყვე­ლაფ­რის თავი და თა­ვია: ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ნდო­ბით და ურ­ყე­ვი რწმე­ნით: ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ!“, -წერს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია"- რას წერს ლანა ღოღობერიძე

“თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია"- რას წერს ლანა ღოღობერიძე

“მივმართავ თანამოაზრეებს: გამარტივებულად რომ ვთქვათ, დღეს ზედაპირზეა რამდენიმე, ჩემი აზრით, უტყუარი ჭეშმარიტება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი ლანა ღოღობერიძე წერს.

მისი თქმით, “თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია.“

საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში - შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება. ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ ის შეჩერებულია - მას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო.

  • ლოზუნგს “ომი გინდა’’ ერთადერთი პასუხი აქვს: სწორედ ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც ვირჩევთ ევროპას, რომელიც რეალურად არის მშვიდობის გარანტი, - ევროკავშირის დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე არცერთი ომი არ ყოფილა, ამ კონტინენტზე ომის გამჩაღებელი მხოლოდ რუსეთია.

თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია.

უფრო პირადი განცდები: ათეული წლების მანძილზე იმდენად ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი სვლა ევროპისკენ ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული და ამდენად აბსოლუტურად შეუქცევადია, რომ ეს - ქართველი ხალხის საუკუნეებით განმტკიცებული ნებით გამყარებული - რწმენა ასე ადვილად ვერ შეირყევა.

შინაგანად ვერ გავწირავ ვერც ჩემიანებს და ვერც იმათ, ვინც დღეს სხვანაირად ფიქრობს, იმისათვის, რომ დავუშვა: ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემს მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ. უუფლებოდ, დამცირებულად. როგორც მეორეხარისხოვანი, რუსეთის ქუსლქვეშ მყოფი სახელმწიფოს შვილებს შეეფერებათ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისგაწვდენაზეა ევროპა თავისი კეთილდღეობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით, თანასწორობით. სადაც პიროვნებას ეხსნება თავისუფლების, სიხარულის, ცხოვრების მშვენიერების შეგრძნების სივრცე.ეს ყველაფერი დღესაც ჩვენს ხელთაა. იმიტომ რომ მართლები ვართ. იმიტომ რომ ამას ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს.

მთავარია - არ დავყაროთ ფარ-ხმალი. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით - რისი დიდი კულტურა გამოვამჟღავნეთ ამ ბოლო ხანს, სიტყვით, ცვალებადი სიტუაციის ანალიზით და საერთო გეგმის შემუშავებით. (ამ მხრივ ძალიან დამაიმედებელია "ძლიერი საქართველოს''ოფისში მიმდინარე შეხვედრები, რაც ოპოზიციის ერთიანობის უტყუარი საბუთია).

და რაც ყველაფრის თავი და თავია: ერთმანეთისადმი ნდობით და ურყევი რწმენით: ჩვენ გავიმარჯვებთ!“, -წერს ლანა ღოღობერიძე.

იხილეთ ასევე: