პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება" - ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს: როგორია გეგმა?
"ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება" - ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს: როგორია გეგმა?

ოპო­ზი­ცია 4 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ას აა­ნონ­სებს. ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ რო­გორც დო­ლი­ძემ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სწო­რედ აქ­ცი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც.

  • ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რას "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის”, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"თქვენს წი­ნა­შეა ერ­თო­ბა სამი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, რო­მელ­მაც 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ხალ­ხის ნდო­ბა და მან­და­ტი მი­ი­ღო, რომ ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ი­ღოს. ჩვენ ვართ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, აქ და ჩვენს რე­გი­ო­ნულ ფი­ლი­ა­ლებ­ში, რომ შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი სის­ტე­მუ­რი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბა შევ­ქმე­ნით და ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აქ შტაბ­ში, რომ­ლის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს იმ ფაქტს, რა­საც გა­ყალ­ბე­ბა ჰქვია.

ამ მიზ­ნით ჩვენ მუდ­მი­ვად წარვმარ­თავთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თქვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თან. ვი­ცით, რომ არა­ვინ აპი­რებს, რომ რამ­დე­ნი­მე ჭინ­კას და კუდ­რა­ჭას გა­ა­ტა­ნოს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ კრი­მი­ნა­ლურ სქე­მა­ში, რი­თაც მო­პა­რუ­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ბრძო­ლა ამ არ­ჩევ­ნე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე და იქ მო­გახ­სე­ნებთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, თუ რო­გორ ვი­მოქ­მე­დებთ" - თქვა "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ.

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, პრო­ტეს­ტის ყო­ველ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ან­გა­რიშს ჩა­ა­ბა­რე­ბენ და აუხ­სნი­ან, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ესა თუ ის აქ­ცია და მისი ფორ­მა.

"ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში უნდა გა­ვი­დეთ და ქუჩა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გეგ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ვიბ­რძო­ლებთ ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ჩვენ ვართ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რად­გან ჩვენ გვაქვს თქვე­ნი ნდო­ბა და ეს გა­მარ­ჯვე­ბა გვა­კის­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ამ ბრძო­ლას გა­ვუ­ძღვეთ წინ. ორ­შა­ბათს 19:00 სა­ათ­ზე გვინ­და მთელ მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ არა უბ­რა­ლოდ არ ვა­ღი­ა­რებთ არ­ჩევ­ნებს, რომ ჩვენ ვი­ცით ის კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. იქვე წარ­ვად­გენთ იმ მე­ქა­ნიზ­მებს, რომ­ლი­თაც ამას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ვა­პი­რებთ " - აღ­ნიშ­ნა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება" - ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს: როგორია გეგმა?

"ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება" - ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს: როგორია გეგმა?

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ როგორც დოლიძემ, პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

  • ოპოზიციის შეხვედრას "ძლიერი საქართველოს" ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.

"თქვენს წინაშეა ერთობა სამი ოპოზიციური გაერთიანების, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხის ნდობა და მანდატი მიიღო, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში მიიღოს. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, აქ და ჩვენს რეგიონულ ფილიალებში, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული სისტემური და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო გამოძიებისთვის.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე სამუშაო მიმართულება შევქმენით და ეს ყველაფერი განხორციელდება აქ შტაბში, რომლის ამოცანა იქნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რასაც გაყალბება ჰქვია.

ამ მიზნით ჩვენ მუდმივად წარვმართავთ კომუნიკაციას თქვენთან, საქართველოს ამომრჩეველთან. ვიცით, რომ არავინ აპირებს, რომ რამდენიმე ჭინკას და კუდრაჭას გაატანოს ჩვენი არჩევანი. ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად იქნება დასჯილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურობის აღიარებისთვის. რაც მთავარია ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ ვიმოქმედებთ" - თქვა "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროტესტის ყოველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებენ და აუხსნიან, რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და მისი ფორმა.

"ამ გადამწყვეტ მომენტში უნდა გავიდეთ და ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვართ გამარჯვებულები, რადგან ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და ეს გამარჯვება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ორშაბათს 19:00 საათზე გვინდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩევნებს, რომ ჩვენ ვიცით ის კრიმინალი, რომელიც მათ განახორციელეს. იქვე წარვადგენთ იმ მექანიზმებს, რომლითაც ამასთან დაპირისპირებას ვაპირებთ " - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.