პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტი იყო შემდეგი...“ - რას აცხადებს პირი, რომელიც მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრისას გადაიღეს
"ფაქტი იყო შემდეგი...“ - რას აცხადებს პირი, რომელიც მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრისას გადაიღეს

“ჩემი მი­ზა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა კი არ ყო­ფი­ლა, არა­მედ ეს იყო ოპო­ზი­ცი­ის მიერ კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია“, - ამის შე­სა­ხებ მარ­ნე­უ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, როვ­შან ისა­კან­და­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მარ­ნე­უ­ლის 69-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნებს სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნა­ში ყრის.

რო­გორც ის­კან­და­რო­ვი “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯილ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლე­ბენ.

“მინ­და სი­ცხა­დე შე­ვი­ტა­ნო და ნა­თე­ლი მოვ­ფი­ნო ჩემს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და სიც­რუ­ის კამ­პა­ნი­ას! ეს გახ­ლავთ ცი­ლის­წა­მე­ბა, თით­ქოს, მე არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბის მიზ­ნით, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ვყრი­დი ბი­უ­ლე­ტე­ნებს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში! რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად ამა­ხინ­ჯე­ბენ და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯილ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლე­ბენ.

ფაქ­ტი კი იყო შემ­დე­გი: რო­დე­საც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შევ­ნიშ­ნე ჩოჩ­ქო­ლი და აყალ-მა­ყა­ლი, მა­შინ­ვე შე­ვე­დი შიგ­ნით და ვცა­დე გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და აღ­მოჩ­ნდა, რომ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­უ­გო­ნა­რი სი­თავ­ხე­დით არ­ღვევ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო წე­სებს.

ისი­ნი ეწე­ოდ­ნენ აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ტენ­ცი­ურ ამომ­რჩევ­ლებს არ აძ­ლევ­დნენ ბი­უ­ლე­ტე­ნის ყუთ­ში მო­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და სწო­რედ ეს ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი ეჭი­რათ მათ (ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს) ხელ­ში, რისი მოწ­მეც არა ერთი ადა­მი­ა­ნია.

მე ემო­ცია ვერ მოვ­თო­კე და აღ­შფო­თე­ბულ­მა გა­მო­ვარ­თვი ხე­ლი­დან ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და მო­ვა­თავ­სე სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში. ასე რომ, ჩემი მი­ზა­ნი კი არ ყო­ფი­ლა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბა, არა­მედ ეს იყო ოპო­ზი­ცი­ის მიერ კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია", - წერს ის­კან­და­რო­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მარ­ნე­უ­ლის აღ­ნიშ­ნულ უბან­ზე შე­დე­გე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია, ხოლო დუ­შე­თის ერთი უბ­ნი­დან ოქმი არაა მი­ღე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ფაქტი იყო შემდეგი...“ - რას აცხადებს პირი, რომელიც მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრისას გადაიღეს

"ფაქტი იყო შემდეგი...“ - რას აცხადებს პირი, რომელიც მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრისას გადაიღეს

“ჩემი მიზანი არჩევნების გაყალბების მცდელობა კი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, - ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, როვშან ისაკანდაროვმა განაცხადა, რომელიც გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში ყრის.

როგორც ისკანდაროვი “ფეისბუქზე“ წერს, ოპოზიციის წარმომადგენლები კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

“მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება, თითქოს, მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, საარჩევნო უბანზე ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.

ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.

ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და “ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტენის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტენები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.

მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ, ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია", - წერს ისკანდაროვი.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მარნეულის აღნიშნულ უბანზე შედეგები გაუქმებულია, ხოლო დუშეთის ერთი უბნიდან ოქმი არაა მიღებული.

იხილეთ ასევე: