სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში..." - ორბანის პასუხი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ: ფოტო და ვიდეოკადრები მთავრობის ადმინისტრაციიდან
"რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში..." - ორბანის პასუხი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ: ფოტო და ვიდეოკადრები მთავრობის ადმინისტრაციიდან

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თსა­ხარ­ბი­ე­ლო და პო­ზი­ტი­უ­რია - ალ­ბათ, ამის მი­ზე­ზი ის­ტო­რი­აა, რად­გან თქვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხართ და ჩვენც ასე­თი­ვე ნა­ტუ­რის ხალ­ხი ვართ, - ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • ორ­ბან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და­ე­ლო­და, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მისი ჩა­მოს­ვლა ჩა­რე­ვად არ აღ­ქმუ­ლი­ყო.

"არ მინ­დო­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბად აღ­ქმუ­ლი. ჩვენ და­ვე­ლო­დეთ შე­დე­გებს და მერე გა­დავ­წყვი­ტეთ თბი­ლის­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, ამი­ტომ მად­ლო­ბა მოწ­ვე­ვის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თსა­ხარ­ბი­ე­ლო და პო­ზი­ტი­უ­რია. არ ვიცი, რის გამო ხდე­ბა - ალ­ბათ, ამის მი­ზე­ზი ის­ტო­რი­აა, რად­გან თქვენ ხართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხალ­ხი, ჩვენც ასე­თი­ვე ნა­ტუ­რის ხალ­ხი ვართ. ჩვენს ირ­გვლივ დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან და ჩვენ ყო­ველ­თვის ვიბ­რძვით სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია, რაც აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს პო­ზი­ტი­უ­რი სახე აქვს. ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს აკ­ვირ­დე­ბა და ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის მომ­ცე­მია. ამი­ტომ, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.

რო­გორც ორ­ბან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აკ­ვირ­დნენ უნ­გრე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სეს, რო­გორც "პო­ზი­ტი­უ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი".

'ვაკ­ვირ­დე­ბი იმ კა­მათს, რაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­საც ვეც­ნო­ბი. შე­მიძ­ლია ვთქვა, არა­ვის გა­უ­ბე­დავს იმის თქმა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ან მისი შე­დე­გე­ბი რა­ი­მე სა­ხით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა, იმ კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გარ­და რაც გა­მო­ით­ქვა. ეს ასეა. ჩვენ, უნ­გრე­ლე­ბი, ასე­ვე, ვაგ­ზავ­ნით ხოლ­მე ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასე იყო. შე­ვის­წავ­ლე ის ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც უნ­გრელ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს. ყვე­ლა ას­პექ­ტით იყო პო­ზი­ტი­უ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ამი­ტომ, მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­ვუ­ლო­ცო“,- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ორ­ბან­მა.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გიწ­ვევთ ბუ­და­პეშ­ტში..." - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა უნ­გრე­თის პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მას კვლავ კი­თხვებს უს­ვამ­დნენ.

"თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მი­გუ­ლეთ, რა მა­გა­რი ქა­ლე­ბი ჰყო­ლი­ათ ქვე­ყა­ნა­ში" - თქვა ორ­ბან­მა.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში..." - ორბანის პასუხი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ: ფოტო და ვიდეოკადრები მთავრობის ადმინისტრაციიდან

"რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში..." - ორბანის პასუხი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ: ფოტო და ვიდეოკადრები მთავრობის ადმინისტრაციიდან

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთსახარბიელო და პოზიტიურია - ალბათ, ამის მიზეზი ისტორიაა, რადგან თქვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხართ და ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ორბანმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტისთვის არჩევნების შედეგებს დაელოდა, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს მისი ჩამოსვლა ჩარევად არ აღქმულიყო.

"არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოვსულიყავით, ამიტომ მადლობა მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთსახარბიელო და პოზიტიურია. არ ვიცი, რის გამო ხდება - ალბათ, ამის მიზეზი ისტორიაა, რადგან თქვენ ხართ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, ჩვენც ასეთივე ნატურის ხალხი ვართ. ჩვენს ირგვლივ დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოები არიან და ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის. ეს ისტორიული ფაქტია, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ურთიერთობებს პოზიტიური სახე აქვს. ხალხი ერთმანეთს აკვირდება და ეს განსაკუთრებული სიხარულის მომცემია. ამიტომ, მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება“,- განაცხადა ორბანმა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში დააკვირდნენ უნგრელი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნები შეაფასეს, როგორც "პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული".

'ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის. საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი. შემიძლია ვთქვა, არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა, იმ კრიტიკული აზრის გარდა რაც გამოითქვა. ეს ასეა. ჩვენ, უნგრელები, ასევე, ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს. ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული. ამიტომ, მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცო“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

"ბედნიერი ვარ და დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ ბუდაპეშტში..." - ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერმა ჟურნალისტებს, რომლებიც პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მას კვლავ კითხვებს უსვამდნენ.

"თქვენს განკარგულებაში მიგულეთ, რა მაგარი ქალები ჰყოლიათ ქვეყანაში" - თქვა ორბანმა.

ნახეთ ვიდეოკადრები მთავრობის ადმინისტრაციიდან