პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ოპერაცია “მონანიების დღეები“ დასრულდა“ - მძიმე ღამე ირანისთვის: ისრაელმა სარაკეტო ქარხნები, სამხედრო ობიექტები და სარაკეტო სისტემები დაბომბა
“ოპერაცია “მონანიების დღეები“ დასრულდა“ - მძიმე ღამე ირანისთვის: ისრაელმა სარაკეტო ქარხნები, სამხედრო ობიექტები და სარაკეტო სისტემები დაბომბა

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბიs ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­თე­ნი­ი­სას, ის­რა­ელ­მა ირან­ში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და­ბომ­ბა. სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის თქმით, მათ ირან­ში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე, “ზუს­ტი დარ­ტყმე­ბი“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. და­ი­ბომ­ბა სა­რა­კე­ტო ქარ­ხნე­ბი და სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი - “მიწა-ჰა­ე­რი“.

ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ათო­ბით გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა იე­რი­ში ირა­ნის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მი­ი­ტა­ნა.

ირა­ნულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ Fars-მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ თე­ი­რა­ნის და­სავ­ლე­თით და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო ბაზა და­ი­ბომ­ბა.

“ირა­ნის რე­ჟი­მის მიერ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე უწყვე­ტი თავ­დას­ხმე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ირან­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე ზუსტ დარ­ტყმებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

  • ოპე­რა­ცია “მო­ნა­ნი­ე­ბის დღე­ე­ბი“ სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის სამი ტალ­ღის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ დას­რულ­და. სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და და მი­სია შეს­რულ­და. ჩვე­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი სახ­ლში უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დნენ“, - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კე­რის, და­ნი­ელ ჰა­გა­რის თქმით, “ირა­ნი ის­რა­ელს თავს ორ­ჯერ და­ეს­ხა და ამის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და“.

“სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმა დას­რულ­და, მისი მიზ­ნე­ბი მიღ­წე­უ­ლია. ის­რა­ელს ახლა მოქ­მე­დე­ბის უფრო დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. ირა­ნი ის­რა­ელს თავს ორ­ჯერ და­ეს­ხა და ამის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ ჰა­გა­რიმ.

  • მი­სი­ვე თქმით, ის­რა­ე­ლი ღა­ზა­სა და ლი­ბან­ში ომის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

“ჩვენ ღა­ზა­სა და ლი­ბან­ში ომის მიზ­ნებ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ირა­ნია, რო­მე­ლიც ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვას აგ­რძე­ლებს. ვი­ცით, რო­გორ ავირ­ჩი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი სა­მიზ­ნე­ე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ და­ვარ­ტყათ. ეს მკა­ფიო სიგ­ნა­ლია: მას ვინც ის­რა­ელს და­ე­მუქ­რე­ბა, ეს ძვი­რი და­უჯ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა.

  • ირა­ნი მზად არის უპა­სუ­ხოს ის­რა­ე­ლის "აგ­რე­სი­ას"

ირა­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დას­ხმე­ბი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რი­ეს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი სამ­ხედ­რო პო­ზი­ცია და­ზი­ან­და. ირა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tasnim წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ირა­ნი მზად არის უპა­სუ­ხოს ის­რა­ე­ლის "აგ­რე­სი­ას".

ირა­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლის სა­მიზ­ნე თე­ი­რა­ნის, ხუ­ზის­ტა­ნი­სა და ილა­მის პრო­ვინ­ცი­ებ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი იყო რო­გორც Reuters ირა­ნის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, შე­საძ­ლოა აფეთ­ქე­ბე­ბი “ირა­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს“.

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მო­უ­წო­და ირანს "შე­წყვი­ტოს თავ­დას­ხმე­ბი" ის­რა­ელ­ზე, რათა და­არ­ღვი­ოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მან­კი­ე­რი წრე.

რო­გორც BBC წერს, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის პა­სუ­ხი ირან­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო მას შემ­დეგ, რაც თე­ი­რან­მა 1 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე მა­სი­უ­რი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და და­ახ­ლო­ე­ბით 200 ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა.

მა­შინ, ოპე­რა­ცია ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ლი­ბა­ნის ში­ი­ტუ­რი ჯგუ­ფის “ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რის ჰა­სან ნას­რა­ლას მკვლე­ლო­ბის სა­პა­სუ­ხოდ გან­ხორ­ცი­ელ­და. ნას­რა­ლა ბე­ი­რუთ­ში, “ჰეზ­ბო­ლას“ შტაბ-ბი­ნა­ზე ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ოპერაცია “მონანიების დღეები“ დასრულდა“ - მძიმე ღამე ირანისთვის: ისრაელმა სარაკეტო ქარხნები, სამხედრო ობიექტები და სარაკეტო სისტემები დაბომბა

“ოპერაცია “მონანიების დღეები“ დასრულდა“ - მძიმე ღამე ირანისთვის: ისრაელმა სარაკეტო ქარხნები, სამხედრო ობიექტები და სარაკეტო სისტემები დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებიs ინფორმაციით, გამთენიისას, ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბა. სამხედრო ძალების თქმით, მათ ირანში სამხედრო ობიექტებზე, “ზუსტი დარტყმები“ განახორციელეს. დაიბომბა სარაკეტო ქარხნები და სარაკეტო სისტემები - “მიწა-ჰაერი“.

ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ათობით გამანადგურებელმა იერიში ირანის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა.

ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ Fars-მა დაადასტურა, რომ თეირანის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რამდენიმე სამხედრო ბაზა დაიბომბა.

“ირანის რეჟიმის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თვეების განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მდებარე სამხედრო ობიექტებზე ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ.

  • ოპერაცია “მონანიების დღეები“ სარაკეტო დარტყმების სამი ტალღის განხორციელების შემდეგ დასრულდა. საპასუხო დარტყმა განხორციელდა და მისია შესრულდა. ჩვენი თვითმფრინავები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, “ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა“.

“საპასუხო დარტყმა დასრულდა, მისი მიზნები მიღწეულია. ისრაელს ახლა მოქმედების უფრო დიდი თავისუფლება აქვს. ირანი ისრაელს თავს ორჯერ დაესხა და ამის საფასური გადაიხადა“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

  • მისივე თქმით, ისრაელი ღაზასა და ლიბანში ომის მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.

“ჩვენ ღაზასა და ლიბანში ომის მიზნებზე ვართ ორიენტირებული. სწორედ ირანია, რომელიც ფართო რეგიონული ესკალაციისკენ სწრაფვას აგრძელებს. ვიცით, როგორ ავირჩიოთ დამატებითი სამიზნეები და საჭიროების შემთხვევაში მათ დავარტყათ. ეს მკაფიო სიგნალია: მას ვინც ისრაელს დაემუქრება, ეს ძვირი დაუჯდება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

  • ირანი მზად არის უპასუხოს ისრაელის "აგრესიას"

ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმები წარმატებით მოიგერიეს, მაგრამ ზოგიერთი სამხედრო პოზიცია დაზიანდა. ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი მზად არის უპასუხოს ისრაელის "აგრესიას".

ირანის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამიზნე თეირანის, ხუზისტანისა და ილამის პროვინციებში მდებარე სამხედრო ობიექტები იყო როგორც Reuters ირანის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა აფეთქებები “ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურებას უკავშირდებოდეს“.

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ირანს "შეწყვიტოს თავდასხმები" ისრაელზე, რათა დაარღვიოს საომარი მოქმედებების მანკიერი წრე.

როგორც BBC წერს, ისრაელის სამხედროების პასუხი ირანზე მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც თეირანმა 1 ოქტომბერს ისრაელზე მასიური შეტევა განახორციელა და დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.

მაშინ, ოპერაცია ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის შიიტური ჯგუფის “ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა. ნასრალა ბეირუთში, “ჰეზბოლას“ შტაბ-ბინაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

იხილეთ ასევე: