პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქაჯებს“, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს“ - კახა კალაძე პრეზიდენტზე
“ქაჯებს“, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს“ - კახა კალაძე პრეზიდენტზე

“სულ ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ქვეყ­ნის მტრე­ბი, აგენ­ტე­ბი და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი - ასეთ ადა­მი­ანს, “ქა­ჯებს“ რო­გორც თვი­თონ იტყო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მერი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე მარშს სა­ხელ­წო­დე­ბით “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ “სა­ქარ­თვე­ლო და მისი მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია“.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ყვე­ლა­ფე­რი ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა, მათ შო­რის კა­ნო­ნე­ბი და კონ­სტი­ტუ­ცია.

“რო­გო­რი გა­მარ­ჯვე­ბაც არის, სულ ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ქვეყ­ნის მტრე­ბი, აგენ­ტე­ბი და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი. ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს, შე­იკ­რი­ბოს. ადრე იყო შე­ზღუ­დუ­ლი და ცდი­ლობ­დნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ჩა­ეხ­შოთ. დღეს სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა.

ამ ყვე­ლა­ფერს, ვერც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ვერც აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­შე­ბი ვერ შე­ა­ჩე­რებს, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა გვექ­ნე­ბა, რაც არ უნდა აგენ­ტე­ბი და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი შე­იკ­რი­ბონ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, რომ მე­ო­რე ფრონ­ტი გა­იხ­სნას და ის მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­დეს, რაც სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა­შია, ეს არ მოხ­დე­ბა.

ეს ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ ცნობს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ყვე­ლა­ფე­რი ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა კა­ნო­ნე­ბი და კონ­სტი­ტუ­ცია. პირ­ვე­ლი უნდა იცავ­დეს, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, ასეთ ადა­მი­ანს, “ქა­ჯებს“ რო­გორც თვი­თონ იტყო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს. ყვე­ლა რა­დი­კა­ლი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ამ ე.წ. ოპო­ზი­ცი­ით, ვი­ცით რომ აგენ­ტე­ბი არი­ან, გარე და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ. მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში არი­ან შემ­ჩნე­უ­ლე­ბი. ყვე­ლას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა თა­ვის ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელ­ზე, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნეს ქვე­ყა­ნა 2008 წელს. სა­ტე­ლი­ტებ­თან ერ­თად ყვე­ლას გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი!“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე მარ­შზე სა­ხელ­წო­დე­ბით - “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო და მისი მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ამას­თან, მან ევ­რო­პელ და ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებს მი­მარ­თა, რომ “სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ისე­თი პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რე, რო­გო­რიც არც და­ე­სიზ­მრე­ბათ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში შე­ვალთ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ქაჯებს“, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს“ - კახა კალაძე პრეზიდენტზე

“ქაჯებს“, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს“ - კახა კალაძე პრეზიდენტზე

“სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები - ასეთ ადამიანს, “ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და პრეზიდენტის განცხადებას, რომ “საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია“.

ამასთან, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია.

“როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.

ამ ყველაფერს, ვერც ზურაბიშვილი და ვერც აღნიშნული მარშები ვერ შეაჩერებს, ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას და ის მდგომარეობა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, ეს არ მოხდება.

ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ყველაფერი ფეხქვეშ გათელა კანონები და კონსტიტუცია. პირველი უნდა იცავდეს, თუმცა სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს, ასეთ ადამიანს, “ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს. ყველა რადიკალი, რომელიც წარმოდგენილია ამ ე.წ. ოპოზიციით, ვიცით რომ აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ. მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეულები. ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს. სატელიტებთან ერთად ყველას გაეცემა პასუხი!“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია. ამასთან, მან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიმართა, რომ “საქართველო იქნება ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ“.