პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მინი ფეხბურთის სტადიონი, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი, ხელოვნური ტბები და სხვა - ზღვისუბანში, 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა (ფოტოები)
“მინი ფეხბურთის სტადიონი, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი, ხელოვნური ტბები და სხვა - ზღვისუბანში, 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა (ფოტოები)

ზღვი­სუ­ბან­ში 25 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სა­ქა­ლა­ქო მნიშ­ვნე­ლო­ბის პარ­კი გა­იხ­სნა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ცნო­ბით, მსგავ­სი მას­შტა­ბის პარ­კი, რო­მე­ლიც 25 ჰექ­ტარ­ზე გა­შენ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მან­ძილ­ზე თბი­ლის­ში არ მო­წყო­ბი­ლა.

"პარ­კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, და­ჭა­ო­ბე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე მო­ე­წყო, რის­თვი­საც თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ას­რუ­ლა: პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბამ­დე ჩა­ტარ­და წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც გე­ო­დე­ზი­ურ კვლე­ვა­საც მო­ი­ცავ­და; გა­მო­იც­ვა­ლა 250 000 კუ­ბამ­დე და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი გრუნ­ტი ბა­ლას­ტით;

მო­ე­წყო სა­ნი­აღ­ვრე და სად­რე­ნა­ჟე ქსე­ლე­ბი, სარ­წყა­ვი, გა­ნა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის სის­ტე­მე­ბი, მინი ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ო­ნი, სა­მე­ურ­ნეო და დაც­ვის შე­ნო­ბე­ბი, კაფე, მე­დი­ა­თე­კა, კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნი, ბელ­ვე­დე­რი, ფან­ჩა­ტუ­რე­ბი, ძაღ­ლე­ბის მო­ე­და­ნი, სკე­იტ პარ­კი;

ასე­ვე მო­ე­წყო ორი ტბა და მათი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მდი­ნა­რე, სა­ფეხ­მავ­ლო და სა­მან­ქა­ნე გზე­ბი, პარ­კინ­გი, კო­ლექ­ტო­რი და სა­ტუმ­ბი სად­გუ­რე­ბი; ორი სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი, რომ­ლე­ბიც თემ­ქის ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ სხვა­დას­ხვა მიკ­რო­რა­ი­ო­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს.

გარ­და ამი­სა, თემ­ქის ხე­ვის ტე­რი­ტო­რია და­ყო­ფი­ლია ორ ნა­წი­ლად, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­თან სა­ფეხ­მავ­ლო გვი­რა­ბი აკავ­ში­რებს.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტარ­და გამ­წვა­ნე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და და­ირ­გო 75 000 ძირი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რე.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 39 280 534.68 ლარს შე­ად­გენს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

“მინი ფეხბურთის სტადიონი, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი, ხელოვნური ტბები და სხვა - ზღვისუბანში, 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა (ფოტოები)

“მინი ფეხბურთის სტადიონი, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი, ხელოვნური ტბები და სხვა - ზღვისუბანში, 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა (ფოტოები)

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა.

"პარკი, შეიძლება ითქვას, დაჭაობებულ ნაგავსაყრელზე მოეწყო, რისთვისაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები შეასრულა: პარკის მშენებლობამდე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევები, რომელიც გეოდეზიურ კვლევასაც მოიცავდა; გამოიცვალა 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით;

მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინი ფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტ პარკი;

ასევე მოეწყო ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები; ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს.

გარდა ამისა, თემქის ხევის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაწილად, რომლებსაც ერთმანეთთან საფეხმავლო გვირაბი აკავშირებს.

ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე.

სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.