მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი
“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი

“ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც დღეს ჩემს წინ დგას, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოა“, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე მარ­შზე სა­ხელ­წო­დე­ბით - “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს აქ­ცი­ა­ზე ის ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნად, ღირ­სე­უ­ლად და ქარ­თუ­ლად შე­დი­ან ევ­რო­პა­ში.

  • “დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და ემო­ცი­ით მინ­და მო­გე­სალ­მოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისე­თი დღე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დღეს და­ი­ბა­და - გაბ­რი­ე­ლი. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი ნი­შა­ნია იმი­სა, რომ ახა­ლი მო­მა­ვა­ლი და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­დის. ის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც დღეს ჩემს წინ დგას, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოა. აქ არა­ვინ არ არის ძა­ლით მო­სუ­ლი, არა­ვინ არ არის მო­სუ­ლი იმი­ტომ რომ უთხრეს:“თუ არა­და სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვო“. არ­ცერ­თი სტუ­დენ­ტი არ არის მო­სუ­ლი, იმი­ტომ რომ უთხრეს: “თუ არა­და სტი­პენ­დია არ გექ­ნე­ბა“.

არა­ფე­რი არ არის უფრო ძვირ­ფა­სი, ვიდ­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა. არა­ფე­რია უფრო ძვირ­ფა­სი, ვიდ­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მშვი­დო­ბა. დღეს აქ ის ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნად, ღირ­სე­უ­ლად და ქარ­თუ­ლად შე­დი­ან ევ­რო­პა­ში. დღეს, აქ ხვა­ლინ­დე­ლი და გუ­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დგას. გუ­შინ­დელს რომ ვამ­ბობ, არა ის, რო­მე­ლიც ჩა­ძი­რუ­ლი იყო საბ­ჭო­თა კლან­ჭებ­ში, არა­მედ ის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლი ის­ტო­რი­ი­სა. ის სა­ქარ­თვე­ლო და ეს სა­ქარ­თვე­ლო ერ­თია და ორი­ვე ერ­თად შევ­ლენ ევ­რო­პა­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, სა­ქარ­თვე­ლო და მისი მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

“მინ­და მივ­მარ­თო პარტნი­ო­რებს, ევ­რო­პე­ლებს, თუ ამე­რი­კე­ლებს. მინ­და ვუ­თხრა, რომ ჩვენ ვიქ­ნე­ბით ისე­თი პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რე, რო­გო­რიც არც და­ე­სიზ­მრე­ბათ, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში შე­ვალთ და შე­ვალთ ევ­რო­პა­ში!

არ მინ­და ამ დღე­ებ­ში თქვენ­გან გა­ვი­გო “რა­ი­მე თუ“ ან “რომ“. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, აქ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო და მისი მო­მა­ვა­ლი. მად­ლო­ბა თქვენ“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, მარ­შის “სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლებს შე­უ­ერ­თდნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი

“ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი! ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის“ - სალომე ზურაბიშვილი

“ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აქციაზე ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.

  • “დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ რომ უთხრეს:“თუ არადა სამსახურს დაკარგავო“. არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ რომ უთხრეს: “თუ არადა სტიპენდია არ გექნება“.

არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია.

“მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ და შევალთ ევროპაში!

არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო “რაიმე თუ“ ან “რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი. მადლობა თქვენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მარშის “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

იხილეთ ასევე: