პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მეუღლე, დიდი წარმატება UFC-ში და გზა სასულიერო გიმნაზიიდან ოდესის უნივერსიტეტამდე -  რომან დოლიძის ისტორია: "თანამდებობაზე ვმუშაობდი და მასზე დედა ზრუნავდა"
ამერიკელი მეუღლე, დიდი წარმატება UFC-ში და გზა სასულიერო გიმნაზიიდან ოდესის უნივერსიტეტამდე -  რომან დოლიძის ისტორია: "თანამდებობაზე ვმუშაობდი და მასზე დედა ზრუნავდა"

UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა რო­მან დო­ლი­ძემ მო­რი­გი ბრძო­ლა ჩა­ა­ტა­რა და კე­ვინ ჰო­ლან­დი ტექ­ნი­კუ­რი ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა. "რო­მას დედა მის შეხ­ვედ­რებს ვერ ეს­წრე­ბო­და, არ შე­ეძ­ლო, შვი­ლის ბრძო­ლა ენა­ხა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნელა მე­უღ­ლის ნერ­ვი­უ­ლო­ბა მეც გად­მო­მე­დო და ბოლო ბრძო­ლე­ბის ნახ­ვა მეც ვე­ღარ შევ­ძე­ლი", - მე­უბ­ნე­ბა რო­მან დო­ლი­ძის მამა, ბა­ტო­ნი ნო­და­რი და მა­შინ, როცა მისი შვი­ლი ამე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში მო­ემ­გზავ­რე­ბა, მის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, წარ­მა­ტე­ბებ­სა და პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, გი­ლო­ცავთ რო­მას მო­რიგ წარ­მა­ტე­ბას. ემო­ცია გა­მი­ზი­ა­რეთ, თქვენ­თვის ეს რა გან­ცდაა? მი­ამ­ბეთ, რო­მას ბრძო­ლის დროს რა ხდე­ბო­და თქვენს ოჯახ­ში?

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც რო­მამ შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში და­ი­წყო ას­პა­რე­ზო­ბა, მის ყვე­ლა ბრძო­ლას ვეს­წრე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სად იმარ­თე­ბო­და. ეს ხში­რად იყო კი­ევ­ში, პან­დე­მი­ის დროს ამე­რი­კა­შიც ჩა­ვე­დი. მე­გო­ნა, რო­მას გვერ­დით თუ ვიქ­ნე­ბო­დი, მას ამით რა­ღაც ფორ­მით და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მის ემო­ცი­ას პირ­ვე­ლი გა­ვი­ზი­ა­რებ­დი. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. რო­მას დედა მის შეხ­ვედ­რებს ვერ ეს­წრე­ბო­და, არ შე­ეძ­ლო, შვი­ლის ბრძო­ლა ენა­ხა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ნელ-ნელა მეც გად­მო­მე­დო მე­უღ­ლის ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ბოლო ბრძო­ლე­ბის ნახ­ვა მეც ვე­ღარ შევ­ძე­ლი. რო­დე­საც ბრძო­ლა აქვს, ამ დროს ოჯა­ხი ვცდი­ლობთ მო­ვე­რი­დოთ ზედ­მეტ ურ­თი­ერ­თო­ბებს, წყნა­რად ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებთ. ახ­ლაც ყვე­ლა­ნი სა­ირ­მე­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, რო­მას შვი­ლიც გვახ­ლდა, მე­უღ­ლეც. გვე­გო­ნა ხალ­ხს გა­ვე­რი­დეთ, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თმა იქაც გვიც­ნო, გაგ­ვამ­ხნე­ვა. რა თქმა უნდა, ოჯახ­ში იმ ღა­მეს არც ერთს არ გვი­ძი­ნია. გამ­თე­ნი­ი­სას ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა მამ­ცნო რო­მას წარ­მა­ტე­ბა და მას შემ­დეგ მო­ლოც­ვებს ვი­ღებ და ვი­ღებ. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ის ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა გა­მო­ვი­ა­რეთ, რო­მამ თა­ვი­სი გა­მარ­ჯვე­ბით გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, ყვე­ლა­ნი გაგ­ვაძ­ლი­ე­რა და გაგ­ვა­ხა­რა.

- რო­მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა მო­ა­ხერ­ხეთ?

- თა­ვად დაგ­ვი­რე­კა, ცოტა ხანს გვე­ლა­პა­რა­კა. ამ დი­ლით კი უკვე ნიუ-იორკში იყო, თვითმფრი­ნავ­ში ჯდე­ბო­და, ის ახლა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მოფ­რი­ნავს. ტრა­დი­ცია აქვს, ყო­ვე­ლი ბრძო­ლის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­დის.

- რო­გო­რია აქ მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა? ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვუს­მენ­დი, თქვა, რომ მშობ­ლი­ურ სო­ფელს ყო­ველ­თვის სტუმ­რობს.

- ეს ის სო­ფე­ლია, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე. თა­ვად ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ სო­ფე­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს, ბავ­შვო­ბა­ში იქ ყვე­ლა ხეზე ერთხელ მა­ინც არის ამძვრა­ლი. მდი­ნა­რე ჩა­მო­დის, სა­დაც ბა­ნა­ო­ბა­ზე გიჟ­დე­ბა. რო­მას უყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში გან­მარ­ტო­ე­ბა, ტყე­ში კო­ცონ­თან ღა­მის მარ­ტო გა­ტა­რე­ბა, ხი­ფათ­საც არ უფრთხის, სა­ა­მი­სოდ ხში­რად ლას-ვე­გა­სის გარ­შე­მო მთებ­ში გა­დის. იქ ვერ ვა­კონ­ტრო­ლებთ და როცა აქ არის, რა თქმა უნდა, სულ ვცდი­ლობ, ის მარ­ტო არ იყოს. მახ­სოვს, ერთხელ სვა­ნეთ­ში ერ­თად წა­ვე­დით, უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ახ­ლდნენ, შხა­რა­ზე მი­მა­ვალ გზა­ზე, მყინ­ვა­რის ძირ­ში, იქ, სა­დაც მდი­ნა­რე ენ­გუ­რი "იბა­დე­ბა", იმ დამ­დნარ ყი­ნულ­ში იბა­ნა­ვა, ვერც ერ­თმა მის­მა მე­გო­ბარ­მა ეს ვერ შეძ­ლო.

- რო­მას მე­უღ­ლე­ზე, შვი­ლებ­ზე მი­ამ­ბეთ.

- ორი ბიჭი ჰყავს, ამი­რა­ნი და დევი. ამი­რა­ნი და დევი რომ შე­ებ­მე­ბი­ან, მერე ბა­ბუა აშ­ვე­ლებს ხოლ­მე (იცი­ნის). რო­მას ძა­ლი­ან უნდა, 4 შვი­ლი ჰყავ­დეს, ერთი კი გო­გო­ნა იყოს.

- რო­მას მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლია?

- არა, მე­უღ­ლე ამე­რი­კე­ლია. მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ბა­თუ­მი, აქე­დან წას­ვლა არ უნდა. მა­ში­ნაც კი ბა­თუმ­ში რჩე­ბა, როცა რომა ამე­რი­კა­ში მი­დის. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნაა, კარ­გი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე, ბავ­შვებს ჯან­სა­ღად ზრდის....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ჯერ უკრაინელი ცოლი,, მერე ამერიკელი და შვილები--სულით ქართველი არცერთი

ქართველი ვაჟკაცი
1

რომან,სულ ქართულ ტრადიციებზე ლაპარაკობ და სხვებს აკრიტიკებ და შენ რატომ არ შექმენი ნამდვილი,ქართული,ტრადიციული ოჯახი?!🤷სხვებისთვის მიგეცა მაგალითი!!!ადმინ არ დამბლოკო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

ამერიკელი მეუღლე, დიდი წარმატება UFC-ში და გზა სასულიერო გიმნაზიიდან ოდესის უნივერსიტეტამდე -  რომან დოლიძის ისტორია: "თანამდებობაზე ვმუშაობდი და მასზე დედა ზრუნავდა"

ამერიკელი მეუღლე, დიდი წარმატება UFC-ში და გზა სასულიერო გიმნაზიიდან ოდესის უნივერსიტეტამდე -  რომან დოლიძის ისტორია: "თანამდებობაზე ვმუშაობდი და მასზე დედა ზრუნავდა"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მორიგი ბრძოლა ჩაატარა და კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. "რომას დედა მის შეხვედრებს ვერ ესწრებოდა, არ შეეძლო, შვილის ბრძოლა ენახა. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მეუღლის ნერვიულობა მეც გადმომედო და ბოლო ბრძოლების ნახვა მეც ვეღარ შევძელი", - მეუბნება რომან დოლიძის მამა, ბატონი ნოდარი და მაშინ, როცა მისი შვილი ამერიკიდან სამშობლოში მოემგზავრება, მის განვლილ ცხოვრების გზაზე, წარმატებებსა და პიროვნულ თვისებებზე გვესაუბრება.

- ბატონო ნოდარ, გილოცავთ რომას მორიგ წარმატებას. ემოცია გამიზიარეთ, თქვენთვის ეს რა განცდაა? მიამბეთ, რომას ბრძოლის დროს რა ხდებოდა თქვენს ოჯახში?

- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თავდაპირველად, როდესაც რომამ შერეულ ორთაბრძოლებში დაიწყო ასპარეზობა, მის ყველა ბრძოლას ვესწრებოდი, მიუხედავად იმისა, სად იმართებოდა. ეს ხშირად იყო კიევში, პანდემიის დროს ამერიკაშიც ჩავედი. მეგონა, რომას გვერდით თუ ვიქნებოდი, მას ამით რაღაც ფორმით დავეხმარებოდი, მის ემოციას პირველი გავიზიარებდი. ყველა შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. რომას დედა მის შეხვედრებს ვერ ესწრებოდა, არ შეეძლო, შვილის ბრძოლა ენახა. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა მეც გადმომედო მეუღლის ნერვიულობა, ბოლო ბრძოლების ნახვა მეც ვეღარ შევძელი. როდესაც ბრძოლა აქვს, ამ დროს ოჯახი ვცდილობთ მოვერიდოთ ზედმეტ ურთიერთობებს, წყნარად ყოფნას ვამჯობინებთ. ახლაც ყველანი საირმეში ვიმყოფებოდით, რომას შვილიც გვახლდა, მეუღლეც. გვეგონა ხალხს გავერიდეთ, მაგრამ ზოგიერთმა იქაც გვიცნო, გაგვამხნევა. რა თქმა უნდა, ოჯახში იმ ღამეს არც ერთს არ გვიძინია. გამთენიისას ჩემმა ბიძაშვილმა მამცნო რომას წარმატება და მას შემდეგ მოლოცვებს ვიღებ და ვიღებ. ძალიან გახარებულები ვართ. ის ნერვიულობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიარეთ, რომამ თავისი გამარჯვებით გაანეიტრალა, ყველანი გაგვაძლიერა და გაგვახარა.

- რომასთან დალაპარაკება მოახერხეთ?

- თავად დაგვირეკა, ცოტა ხანს გველაპარაკა. ამ დილით კი უკვე ნიუ-იორკში იყო, თვითმფრინავში ჯდებოდა, ის ახლა საქართველოსკენ მოფრინავს. ტრადიცია აქვს, ყოველი ბრძოლის შემდეგ სამშობლოში ჩამოდის.

- როგორია აქ მისი ყოველდღიურობა? ერთ-ერთ ინტერვიუში ვუსმენდი, თქვა, რომ მშობლიურ სოფელს ყოველთვის სტუმრობს.

- ეს ის სოფელია, სადაც მე დავიბადე. თავად ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ სოფელი ძალიან უყვარს, ბავშვობაში იქ ყველა ხეზე ერთხელ მაინც არის ამძვრალი. მდინარე ჩამოდის, სადაც ბანაობაზე გიჟდება. რომას უყვარს ბუნებაში განმარტოება, ტყეში კოცონთან ღამის მარტო გატარება, ხიფათსაც არ უფრთხის, საამისოდ ხშირად ლას-ვეგასის გარშემო მთებში გადის. იქ ვერ ვაკონტროლებთ და როცა აქ არის, რა თქმა უნდა, სულ ვცდილობ, ის მარტო არ იყოს. მახსოვს, ერთხელ სვანეთში ერთად წავედით, უკრაინელი მეგობრები ახლდნენ, შხარაზე მიმავალ გზაზე, მყინვარის ძირში, იქ, სადაც მდინარე ენგური "იბადება", იმ დამდნარ ყინულში იბანავა, ვერც ერთმა მისმა მეგობარმა ეს ვერ შეძლო.

- რომას მეუღლეზე, შვილებზე მიამბეთ.

- ორი ბიჭი ჰყავს, ამირანი და დევი. ამირანი და დევი რომ შეებმებიან, მერე ბაბუა აშველებს ხოლმე (იცინის). რომას ძალიან უნდა, 4 შვილი ჰყავდეს, ერთი კი გოგონა იყოს.

- რომას მეუღლე ქართველია?

- არა, მეუღლე ამერიკელია. მას ძალიან უყვარს ბათუმი, აქედან წასვლა არ უნდა. მაშინაც კი ბათუმში რჩება, როცა რომა ამერიკაში მიდის. ძალიან კარგი გოგონაა, კარგი თვისებების მქონე, ბავშვებს ჯანსაღად ზრდის....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: