სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
"ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია

VOLVO-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში Vista Competition 2024-ში „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ მე­ქა­ნი­კოს­მა გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და პრობ­ლე­მის უმოკ­ლეს დრო­ში აღ­მო­ფხვრა - ეს იყო და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც მე­ქა­ნი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან თავი წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა. გი­ორ­გის­თან ერ­თად, გუნდში “ვოლ­ვო ქარ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის“ მე­ქა­ნი­კო­სი რაუფ ხა­ლი­ლო­ვი იყო. ჯგუფს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და „ვოლ­ვო კავ­კა­სი­ის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სან­დრო დო­ი­ნი­ცი­ნი.

Vista Competition-ს „ვოლ­ვო ქარ­სი“ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ მარ­თავს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იწ­ვევს მე­ქა­ნი­კო­სებს. კონ­კურ­სი რამ­დე­ნი­მე ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და მო­ი­ცავს რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ სა­კი­თხებს.

გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლი, „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ მე­ქა­ნი­კო­სი: „ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა. ეს ჯილ­დო ჩემი მი­ზა­ნი იყო და მი­ხა­რია, რომ ამას მი­ვაღ­წიე და ჩემი შრო­მა, ცოდ­ნა კი­დევ უფრო და­ფას­და. თა­ვად კონ­კურ­სი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია და სი­მუ­ლა­ცი­უ­რი და­ვა­ლე­ბაც რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ზუს­ტე­სა და დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და. უნდა გვე­პო­ვა პრობ­ლე­მა, აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი. მხო­ლოდ ერთი ხარ­ვე­ზის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო, პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რად უნდა გაგ­ვერ­კვია. და­მა­ტე­ბით დაბ­რკო­ლე­ბას ქმნი­და დრო, რო­მე­ლიც მკაც­რად იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. სტრე­სის მი­უ­ხე­და­ვად, და­ვა­ლე­ბას თავი წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თვით. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც შევ­ძე­ლით, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა“.

Vista Competition-ის პირ­ვე­ლი, შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი, ონ­ლა­ინ ჩა­ტარ­და და სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან სა­უ­კე­თე­სო გუნ­დე­ბი შე­ირ­ჩა. მე­ო­რე ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც დუ­ბა­ი­ში გა­ი­მარ­თა, რე­გი­ო­ნის (ევ­რო­პა, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი, აფ­რი­კა) 30 ქვეყ­ნი­დან 18 გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ი­და­ნაც ფი­ნალ­ში მხო­ლოდ ოთხი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი გა­ვი­და.

ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­დას­ვლამ­დე გუნ­დებს სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უხ­დათ. თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი მო­ი­ცავ­და იმ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც მე­ქა­ნი­კო­სებს პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინ­გებ­ზე ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კულ ნა­წილს, კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ამო­ცა­ნა უნდა ამო­ეხ­სნათ. გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლის გუნ­დმა ორი­ვე ნა­წილ­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბა თბი­ლის­ში, „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში მი­უ­ლო­ცეს და სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რიც გა­დას­ცეს. „თე­გე­ტას“ მე­ნე­ჯმენ­ტის გუნ­დმა მას მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

გაგა კოხ­რე­ი­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ოფიც­რის მო­ად­გი­ლე: „ვოლ­ვოს“ კონ­კურ­სის პრი­ზი­ო­რო­ბა უკვე ნიშ­ნავს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას და იმას, რომ „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მა­ღალ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მე­ქა­ნი­კო­სე­ბი ჰყავს. Vista Competition აჯილ­დო­ებს მე­ქა­ნი­კო­სებს, რომ­ლებ­საც მოკ­ლე დრო­ში შე­უძ­ლი­ათ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა, სწო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მა და და­ზი­ა­ნე­ბის მოკ­ლე დრო­ში აღ­მო­ფხვრა. ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­კურ­სში ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რის გა­მარ­ჯვე­ბა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ შვე­დურ ბრენ­დს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში ჩვე­ნი სა­ხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი ჰყავს“.

Vista Competition-ის ბოლო ეტა­პი ტექ­ნი­კო­სე­ბის გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შვე­დეთ­ში 2025 წელს გა­ი­მარ­თე­ბა და ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან. გი­ორ­გი ბე­გი­აშ­ვი­ლი ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ წარ­მა­ტე­ბას ისევ მი­აღ­წევს, რად­გან დუ­ბა­ი­ში მო­პო­ვე­ბულ­მა გა­მარ­ჯვე­ბამ მას დიდი მო­ტი­ვა­ცია მის­ცა.

---

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია ,"ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სია“ 2019 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე და შვე­დუ­რი ბრენ­დის „ვოლ­ვოს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რია ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­სა და შუა აზი­ა­ში. კომ­პა­ნია პრე­მი­უმ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი მომ­წო­დე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, უზ­ბე­კეთ­ში, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

„ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სია“ მომ­ხმა­რე­ბელს SUV-ებს, სე­და­ნებ­სა და უნი­ვერ­სა­ლებს სთა­ვა­ზობს. მათ შო­რის არის რო­გორც და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დე­ბი, ისე ში­გაწ­ვის ძრა­ვი­ა­ნი უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი. შო­უ­რუ­მის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, კომ­პა­ნი­ის ციფ­რუ­ლი მა­ღა­ზი­ით ისარ­გებ­ლოს, ვებგ­ვერ­დზე ავ­ტო­მო­ბი­ლი 360-გრა­დუ­სი­ა­ნი სის­ტე­მით დის­ტან­ცი­უ­რად შე­ა­ფა­სოს და კონ­ფი­გუ­რა­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, სა­სურ­ვე­ლი კომ­პლექ­ტა­ცი­ის მო­დე­ლის აა­წყოს, რომ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სია“ უზ­რუნ­ველ­ყოფს.

NS

ავტორი:

"ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია

"ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია

VOLVO-ს საერთაშორისო კონკურსში Vista Competition 2024-ში „ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსმა გიორგი ბეგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიაგნოსტირება და პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრა - ეს იყო დავალება, რომელსაც მექანიკოსმა საქართველოდან თავი წარმატებით გაართვა. გიორგისთან ერთად, გუნდში “ვოლვო ქარ აზერბაიჯანის“ მექანიკოსი რაუფ ხალილოვი იყო. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა „ვოლვო კავკასიის“ წარმომადგენელი სანდრო დოინიცინი.

Vista Competition-ს „ვოლვო ქარსი“ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს მექანიკოსებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.

გიორგი ბეგიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მექანიკოსი: „ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება. ეს ჯილდო ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე და ჩემი შრომა, ცოდნა კიდევ უფრო დაფასდა. თავად კონკურსი საკმაოდ მასშტაბურია და სიმულაციური დავალებაც რთული და კომპლექსური იყო. შესაბამისად, სიზუსტესა და დაკვირვებას მოითხოვდა. უნდა გვეპოვა პრობლემა, აღმოგვეჩინა ავტომობილის დაზიანებული უბნები. მხოლოდ ერთი ხარვეზის იდენტიფიცირება საკმარისი არ იყო, პრობლემა კომპლექსურად უნდა გაგვერკვია. დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტრესის მიუხედავად, დავალებას თავი წარმატებით გავართვით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებშიც შევძელით, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა“.

Vista Competition-ის პირველი, შესარჩევი ეტაპი, ონლაინ ჩატარდა და სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო გუნდები შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რეგიონის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 30 ქვეყნიდან 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში მხოლოდ ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა.

ფინალურ ეტაპზე გადასვლამდე გუნდებს სხვადასხვა სირთულის თეორიული და პრაქტიკული დავალების შესრულება მოუხდათ. თეორიული ნაწილი მოიცავდა იმ მასალას, რომელიც მექანიკოსებს პროფესიულ ტრენინგებზე ჰქონდათ გავლილი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, კონკურსის მონაწილეებს სიმულაციური ამოცანა უნდა ამოეხსნათ. გიორგი ბეგიაშვილის გუნდმა ორივე ნაწილში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

გიორგი ბეგიაშვილს გამარჯვება თბილისში, „ვოლვო ქარ საქართველოს“ ოფისში მიულოცეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. „თეგეტას“ მენეჯმენტის გუნდმა მას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

გაგა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე: „ვოლვოს“ კონკურსის პრიზიორობა უკვე ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას და იმას, რომ „ვოლვო ქარ საქართველოს“ პროფესიონალი და მაღალ დონეზე მომზადებული მექანიკოსები ჰყავს. Vista Competition აჯილდოებს მექანიკოსებს, რომლებსაც მოკლე დროში შეუძლიათ პრობლემის აღმოჩენა, სწორი დიაგნოზის დასმა და დაზიანების მოკლე დროში აღმოფხვრა. ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში ჩვენი გუნდის წევრის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შვედურ ბრენდს საქართველოსა და რეგიონში ჩვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს“.

Vista Competition-ის ბოლო ეტაპი ტექნიკოსების გლობალური კონკურსი იქნება, რომელიც შვედეთში 2025 წელს გაიმართება და ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონიდან გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. გიორგი ბეგიაშვილი ფინალური ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და დარწმუნებულია, რომ წარმატებას ისევ მიაღწევს, რადგან დუბაიში მოპოვებულმა გამარჯვებამ მას დიდი მოტივაცია მისცა.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,"ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

NS