ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.
დეკლარაციაში აღნიშნულია დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებისგან საქართველოს გადახვევის რისკები.
“კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნებზე, რასაც თან ახლავს საზოგადოების გაზრდილი პოლარიზაცია და ისეთი კანონების ამოქმედება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ეს მოვლენები დაგმობილ იქნა კონგრესის პრეზიდენტის განცხადებებში, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონისა და ანტი-LGBT საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედებას ეხებოდა, ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
მეტიც, კონგრესის სამონიტორინგო კომიტეტმა 2024 წლის 2 ივლისის განცხადებაში ხაზი გაუსვა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტებისგან საქართველოს გადახვევის რისკს, რასაც ამწვავებს განსხვავებული მოსაზრებების გამომხატველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმები, დაშინება და სხვადასხვა ფორმის ზეწოლა”, - ნათქვამია განცხადებაში.
მე არ მინდა ისეთი ევროპა სადაც თავს გახვევენ უარი თქვა იმ სარწმუნოებაზე, რომლის სიწმინდეს ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრების, მე არ მინდა ისეთი ევროპა, სადაც ფექვეშ იქნება გათელილი ოჯახის სიწმნიდეები, სადაც ოჯახი არის არა ტრადიციულად ქალისა და კაცის ერთობა, არამედ გაუგებარი რაღაც, არ მინდა ისეთი ევროპა სადაც ბავშვებს ასწავლიან "უფლებებს: და არა პატივისცემას.....
საქართველომ უფლის წყალობით მრავალი ისეთი მტარვალი გადაძლია, რომლებსაც იმპერიაბმა ვერ გაუძლეს, მე დარწმუნებული ვარ უფლის წყალობით ამ განსაცდელსაც დავძლევთ
საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე იშვიათად ჰქონდა დალხენილი ცხოვრება ამიტომ გამოგვიმუშავდა იმუნიტეტი გადარჩენის.თქვენ კიდევ მართლა დიდებული ამერიკა და ევროპა ისე შეარყიეთ სხვა ქვეყნებზე "ზრუნვით" რომ დეპოში ხართ უკვე დიდი ხანია,რაც მართლა სამწუხაროა.