პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ვუთხრა მოქალაქეებს: აიღონ, რასაც "ქართული ოცნება“ სთავაზობს - ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ არჩევნებზე "41“ არ გააფერადონ" - გია ჯაფარიძე
"მინდა ვუთხრა მოქალაქეებს: აიღონ, რასაც "ქართული ოცნება“ სთავაზობს - ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ არჩევნებზე "41“ არ გააფერადონ" - გია ჯაფარიძე

მინ­და ვუ­თხრა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს - აი­ღონ, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სთა­ვა­ზობს - ეს იქ­ნე­ბა ფული, კარ­ტო­ფი­ლი, ზეთი, ბრინ­ჯი, თუ წი­წი­ბუ­რა, მაგ­რამ რო­დე­საც 26 ოქ­ტომ­ბერს მივ­ლენ არ­ჩევ­ნებ­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვიდ­ნენ, გა­ა­ფე­რა­დონ ის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც მათ სურთ. გა­მო­არ­თვან, რად­გან, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არი­გებს, ეს ხომ მათი ჯი­ბე­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლია? - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გია ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით ჯა­ფა­რი­ძემ ისა­უბ­რა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის "ჩემი ხმა“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს მა­სი­უ­რად სთხო­ვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­სარ­გებ­ლოდ მათი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას. ჯა­ფა­რი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის გა­კოტ­რე­ბუ­ლი პარ­ტია და ახლა, რა­საც ის ცდი­ლობს, დარ­ღვე­ვა­ზე მე­ტია. მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვა­დაც მი­ა­წო­დეს.

"მინ­და ვუ­თხრა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, აი­ღონ, რა­საც სთა­ვა­ზობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს იქ­ნე­ბა ფული, კარ­ტო­ფი­ლი, ზეთი, ბრინ­ჯი, თუ წი­წი­ბუ­რა, მაგ­რამ, რო­დე­საც 26 ოქ­ტომ­ბერს მივ­ლენ არ­ჩევ­ნებ­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვიდ­ნენ, გა­ა­ფე­რა­დონ ის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც მათ სურთ. გა­მო­არ­თვან, რად­გან რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არი­გებს, ეს ხომ მათი ჯი­ბე­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლია, ეს ხომ ის სიმ­დიდ­რეა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წა­არ­თვა? გა­მო­არ­თვან, ოღონდ გა­ა­ფე­რა­დონ სხვა ნო­მე­რი და არ გა­ა­ფე­რა­დონ "41“, - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ.

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხვდე­ბა, რომ არ­ჩევ­ნებს აგებს და ამით ცდი­ლობს, რომ აქ­ტი­ვო­ბა და­წი­ოს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ­ჩევ­ნებ­ზე არ მი­ვიდ­ნენ.

"გა­მო­არ­თვით ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გაძ­ლე­ვენ. ჩვენ უკვე საქ­მე გვაქვს წა­გე­ბულ, გა­კოტ­რე­ბულ პარ­ტი­ას­თან, რო­მელ­საც აღარ ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. მისი მხარ­დამ­ჭე­რი არის მხო­ლოდ მოს­კო­ვი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს მხო­ლოდ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მან, ასე­ვე, ისა­უბ­რა, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მი­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ზე. გია ჯა­ფა­რი­ძის მო­საზ­რე­ბით, ლუქ­სემ­ბურ­გში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლი და მკაც­რი, ვიდ­რე ეს აქამ­დე ყო­ფი­ლა.

"უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ევ­რო­პის კავ­ში­რის, სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ რა­ტომ არის ეს პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი, ეს ვისი ბრა­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის კავ­შირს შო­რის ერ­თა­დერ­თი წი­ნა­ღო­ბა დღეს, არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ამას ამ­ბობს,რო­გორც ევ­რო­პის კავ­ში­რი, ასე­ვე "ევ­რო­პის კავ­ში­რის“ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. "ვა­ი­მა­რის სამ­კუ­თხე­დის“ გან­ცხა­დე­ბა იყო, ევ­რო­პის კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე ღიად ამ­ბო­ბენ, თუ რა მი­ზე­ზით არის შე­ჩე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სვლა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი, ურ­ყე­ვი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

"ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღარ აძ­ლევს და­პი­რე­ბებს მო­ქა­ლა­ქე­ებს. და­პი­რე­ბა,რო­მე­ლიც ის­მის, გა­ცე­მუ­ლია მოს­კო­ვის მი­სა­მარ­თით. ბო­დი­შის კამ­პა­ნია. ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის­თვის ნი­ა­და­გის შემ­ზა­დე­ბას. ბო­დი­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ ნიშ­ნავს შე­რი­გე­ბას, ბო­დი­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ნიშ­ნავს და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას. ჩვენ და­ნა­შა­უ­ლი არას­დროს ჩაგ­ვი­დე­ნია, ჩვენ ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი არ გვაქვს ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­შე. ბო­დი­შის კამ­პა­ნია არის ნი­ა­და­გის შემ­ზა­დე­ბა აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რა ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ევ­რო­პის კავ­შირს? ამ შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პის კავ­ში­რი ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მინდა ვუთხრა მოქალაქეებს: აიღონ, რასაც "ქართული ოცნება“ სთავაზობს - ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ არჩევნებზე "41“ არ გააფერადონ" - გია ჯაფარიძე

"მინდა ვუთხრა მოქალაქეებს: აიღონ, რასაც "ქართული ოცნება“ სთავაზობს - ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ არჩევნებზე "41“ არ გააფერადონ" - გია ჯაფარიძე

მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს - აიღონ, რასაც "ქართული ოცნება“ სთავაზობს - ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა მივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი, რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან, რასაც "ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია? - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით ჯაფარიძემ ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ "ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას. ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული პარტია და ახლა, რასაც ის ცდილობს, დარღვევაზე მეტია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტების შესახებ სადამკვირვებლო მისიებს ინფორმაცია თავადაც მიაწოდეს.

"მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, აიღონ, რასაც სთავაზობს "ქართული ოცნება“, ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ, როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა მივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი, რომელიც მათ სურთ. გამოართვან, რადგან რასაც "ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია, ეს ხომ ის სიმდიდრეა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს "ქართულმა ოცნებამ“ წაართვა? გამოართვან, ოღონდ გააფერადონ სხვა ნომერი და არ გააფერადონ "41“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება“ ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და ამით ცდილობს, რომ აქტივობა დაწიოს და მოქალაქეები არჩევნებზე არ მივიდნენ.

"გამოართვით ყველაფერი, რასაც გაძლევენ. ჩვენ უკვე საქმე გვაქვს წაგებულ, გაკოტრებულ პარტიასთან, რომელსაც აღარ ჰყავს მხარდამჭერები. მისი მხარდამჭერი არის მხოლოდ მოსკოვი და საქართველოში ჰყავს მხოლოდ ბენეფიციარები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილი საკითხის განხილვაზე. გია ჯაფარიძის მოსაზრებით, ლუქსემბურგში "ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთებული გზავნილები იქნება კრიტიკული და მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.

"უკვე რამდენიმე თვეა ევროპის კავშირის, სხვადასხვა ინსტიტუტები ამბობენ, თუ რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული, ეს ვისი ბრალია. საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ერთადერთი წინაღობა დღეს, არის "ქართული ოცნება“. ამას ამბობს,როგორც ევროპის კავშირი, ასევე "ევროპის კავშირის“ წევრი სახელმწიფოები. "ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადება იყო, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიებიც საქართველოში ასევე ღიად ამბობენ, თუ რა მიზეზით არის შეჩერებული საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ სვლა. "ქართული ოცნება“ არის ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური ხელისუფლება“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების ისტორიული, ურყევი ნების საწინააღმდეგოდ.

"ჩვენი ხელისუფლება აღარ აძლევს დაპირებებს მოქალაქეებს. დაპირება,რომელიც ისმის, გაცემულია მოსკოვის მისამართით. ბოდიშის კამპანია. ეს ემსახურება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის ნიადაგის შემზადებას. ბოდიში საერთაშორისო ურთიერთობებში არ ნიშნავს შერიგებას, ბოდიში საერთაშორისო ურთიერთობებში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას. ჩვენ დანაშაული არასდროს ჩაგვიდენია, ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს ოკუპანტების წინაშე. ბოდიშის კამპანია არის ნიადაგის შემზადება აფხაზეთი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ ხელისუფლებასთან, რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ევროპის კავშირს? ამ შემთხვევაში, ევროპის კავშირი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნოს ევროპული მომავალი,“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ.