მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია “წმინ­და დი­დე­ბულ­თა ათორ­მეტ­თა მო­ცი­ქულ­თა კრე­ბას" - სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, 14 ოქ­ტომ­ბერს და 13 ივ­ლისს აღი­ნიშ­ნე­ბა.

14 ოქ­ტომ­ბერს ეკ­ლე­სია ქრის­ტეს კვართს იხ­სე­ნი­ებს, 13 ივ­ლისს კი - ქრის­ტეს ყვე­ლა მო­ცი­ქულს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, იესო ქრის­ტემ 12 მო­ცი­ქუ­ლი გა­მო­არ­ჩია. მათ­გან ერ­თმა, იუდა ის­კა­რი­ო­ტელ­მა იგი გას­ცა. შემ­დგომ მის ნაც­ვლად უფალ­მა მა­ტა­თა მო­ცი­ქუ­ლი გა­მო­არ­ჩია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იქა­და­გა. ამ­დე­ნად, ამ დღეს ეკ­ლე­სია წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებს: პეტ­რეს და მის ძმას ან­დრი­ას, ია­კობ­სა და მის ძმას იო­ა­ნეს, ფი­ლი­პეს, ბარ­თლო­მეს, თო­მას, მა­თეს, ია­კობ ალ­ფესს, იუდა ია­კო­ბი­სას (თა­დე­ო­ზი­სა), სი­მონ მო­შურ­ნეს და მა­ტ­ა­თას იხ­სე­ნი­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა 14 ოქ­ტომ­ბერს, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, უფ­ლის ჯვარ­ცმის შემ­დეგ იე­სოს კვარ­თი წი­ლად მცხე­თა­ში მცხოვ­რებ ებ­რა­ე­ლებს - ელი­ოზ­სა და ლონ­გი­ნოზს ერ­გოთ, რომ­ლებ­მაც სიწ­მინ­დე მცხე­თა­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნეს. ელი­ო­ზის დამ, სი­დო­ნი­ამ კი უფ­ლის კვარ­თი გულ­ში ჩა­იკ­რა და სული გა­ნუ­ტე­ვა. იგი სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად დაკ­რძა­ლეს. სი­დო­ნი­ას საფ­ლავ­ზე კი კვი­პა­რო­სის ხე ამო­ვი­და.

მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში, წმინ­და მე­ფის მი­რი­ა­ნის და დე­დო­ფალ ნა­ნას მე­ფო­ბის ჟამს, კვი­პა­რო­სის ად­გილ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტეს. კვი­პა­რო­სის ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი სვე­ტი კი მშე­ნებ­ლებს არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწორ ნი­ნოს ლოც­ვე­ბით სვე­ტი ღვთის მიერ გაბრ­წყინ­და და ჰა­ერ­ში 12 წყრთის სი­მაღ­ლე­ზე გა­ჩერ­და. ნათ­ლის სვე­ტის თაყ­ვა­ნის სა­ცე­მად მთე­ლი მცხე­თა შე­იკ­რი­ბა. ნათ­ლის სვე­ტი სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და.

V სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში, წმინ­და ნი­ნოს რჩე­ვით აშე­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ხის ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვის შემ­დეგ, წმინ­და მე­ფემ ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტა­ძა­რი ააგო, XI სა­უ­კუ­ნე­ში კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ად­გილ­ზე ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა მელ­ქი­სე­დეკ­მა ახა­ლი ტა­ძა­რი - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, რომ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვა­რიც არ­სუ­კი­ძე იყო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­კა­თედ­რო ტაძ­რის გა­ლა­ვანს ულა­მა­ზე­სი სამ­რეკ­ლო ამ­შვე­ნებს, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის მისი მძი­მე ხვედ­რი და ის, თუ რო­გორ აღად­გი­ნეს 200 წლის შემ­დეგ. სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, რუსი ეგ­ზარ­ქო­სე­ბის უდი­ერ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ სვე­ტი­ცხო­ველ­ზე თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. 1826 წლის 1-ელ მა­ისს მცხე­თის სვე­ტი­ცხოვ­ლის გა­ლა­ვან­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­რეკ­ლო სრუ­ლად ჩა­მო­იქ­ცა. ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა გა­ლავ­ნის კე­დელ­თან მდგა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რა­საც ტრა­გე­დია მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ სვე­ტი­ცხო­ველს სამ­რეკ­ლო არ ჰქო­ნია. 200 წლის შემ­დეგ, 2004 წელს, ის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ძა­ლის­ხმე­ვით აღად­გი­ნეს, ისე­ვე რო­გორც სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კურ­თხევ­ლის ია­ტა­კი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

რაც შეეხება 14 ოქტომბერს, გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესოს კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანის საცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი ააგო, XI საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

მოგეხსენებათ, საკათედრო ტაძრის გალავანს ულამაზესი სამრეკლო ამშვენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მძიმე ხვედრი და ის, თუ როგორ აღადგინეს 200 წლის შემდეგ. საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსი ეგზარქოსების უდიერმა დამოკიდებულებამ სვეტიცხოველზე თავისი შედეგი გამოიღო. 1826 წლის 1-ელ მაისს მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო სრულად ჩამოიქცა. ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, რასაც ტრაგედია მოჰყვა. მას შემდეგ სვეტიცხოველს სამრეკლო არ ჰქონია. 200 წლის შემდეგ, 2004 წელს, ის მამუკა ხაზარაძის ძალისხმევით აღადგინეს, ისევე როგორც სვეტიცხოვლის საკურთხევლის იატაკი.

იხილეთ ასევე: