კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს" - პრემიერი
"სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს" - პრემიერი

სამ­წუ­ხა­როა, რომ გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი ინ­სტი­ტუ­ცია იყო, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თეს - ეს არის იმის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ხით ვი­ხი­ლეთ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე რე­ზო­ლუ­ცი­ას - „სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის“ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ეს არის "სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში გარე ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბა".

"მგო­ნია, რომ ეს არის იმის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც ჩვენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ხით ვი­ხი­ლეთ. ჩვენ­თვის ყვე­ლა უსა­მარ­თლო რე­ზო­ლუ­ცი­ას, გან­ცხა­დე­ბას ჩა­ლის ფასი აქვს, ეს ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უნდა ით­ქვას. ეს არის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში გარე ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა ამას ვე­რა­ვი­თა­რი ეფექ­ტი ვერ ექ­ნე­ბა. თა­ვის­თა­ვად სამ­წუ­ხა­როა, რომ გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი ინ­სტი­ტუ­ცია იყო, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თეს. ეს უბ­რა­ლოდ სწო­რი არ არის. თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ასეთ აქ­ტებს ვერ ექ­ნე­ბა ვე­რა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე. ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა საკ­მა­რი­სად გა­მოც­დი­ლია იმი­სათ­ვის, რომ თა­ვად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე რე­ზო­ლუ­ცი­ას - "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“ მხა­რი და­უ­ჭი­რა. რე­ზო­ლუ­ცი­ას მმარ­თველ უმ­რავ­ლე­სო­ბის პარ­ტი­ებ­მა და­უ­ჭი­რეს მხა­რი - "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ", "მწვა­ნე­ებ­მა" და "ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ". ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი - "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი", ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის" და ულტრა­მე­მარ­ცხე­ნე "სარა ვა­გენკნეხ­ტის კავ­ში­რი" წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. "მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა" კი თავი შე­ი­კა­ვეს.

რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი და ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი კურ­სი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა და­ად­გა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს რის­კის ქვეშ გა­მიზ­ნუ­ლად აყე­ნებს. დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში შემ­დე­გი წინსვლა ვერ და არ იქ­ნე­ბა.

აქვე ხაზ­გას­მუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის როლი და ნათ­ქვა­მია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მაღ­ლაა და­ყე­ნე­ბუ­ლი.

ნინო
1

და მერე აქ რას მეჭორავები,ხალხის მანდატი ხომ გაგაჩნია,ხოდა გააძევე ეგ პერსონა საქართველოდან რა,რამდენი ხანი უნდა გვაყურებინო და გვასმენინო ამ სექსუალური აშლილობის მქონე ინდივიდის ტლიკინს !?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს" - პრემიერი

"სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს" - პრემიერი

სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის "საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა".

"მგონია, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. თავისთავად სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს. ეს უბრალოდ სწორი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართველი საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" კი თავი შეიკავეს.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

აქვე ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.