პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში?
რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში?

"სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის რეკ­ლა­მე­ბი ახალ­გაზ­რდა აფ­რი­კელ ქა­ლებს თვითმფრი­ნა­ვის უფა­სო ბი­ლეთს, ფულს და ევ­რო­პა­ში შო­რე­ულ თავ­გა­და­სა­ვალს ჰპირ­დე­ბო­და.

თუმ­ცა სა­მუ­შაო სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ნაც­ვლად, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა მხო­ლოდ რუ­სე­თის თა­თარ­სტა­ნის რე­გი­ო­ნის სტე­პებ­ზე ჩას­ვლის შემ­დეგ შე­ი­ტყო, რომ ისი­ნი ქარ­ხა­ნა­ში საბ­რძო­ლო ია­რა­ღის და­სამ­ზა­დებ­ლად ჩა­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ Associated Press მოგ­ვი­თხრობს, რო­მელ­მაც მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ჩა­წე­რა, თუმ­ცა მათ ვი­ნა­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს.

  • მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ისი­ნი მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­პი­რე­ბუ­ლი სწავ­ლი­სა და ხელ­ფა­სის ნაც­ვლად კი ქი­მი­კა­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა უწევ­დათ, რაც მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც ახ­დენ­და გავ­ლე­ნას.

Associated Press -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომის წარ­მო­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, რუ­სეთ­ში მუ­შა­ხე­ლის დე­ფი­ცი­ტის შე­სავ­სე­ბად, კრემ­ლი უგან­და­დან, რუ­ან­დი­დან, კე­ნი­ი­დან, სამ­ხრეთ სუ­და­ნი­დან, სი­ე­რა ლე­ო­ნე­დან და ნი­გე­რი­ი­დან, ასე­ვე შრი - ლან­კი­დან სა­მუ­შა­ოდ იწ­ვევ­და 18-22 წლის ქა­ლებს და მათ სა­უ­ცხოო პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობ­და.

სწო­რედ ამ და­პი­რე­ბებს გაჰ­ყვა 200-მდე აფ­რი­კე­ლი ქალი, რომ­ლე­ბიც თა­თარ­სტა­ნის, და ალა­ბუ­გას სპე­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში, ქარ­ხა­ნა­ში 16 წლის რუს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ობ­დნენ.

  • AP ესა­უბ­რა აფ­რი­კელ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც იქ რეკ­რუ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის - "Alabuga Start"-ის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­მოჩ­ნდნენ.

“ქალი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მუ­შა­ო­ბას და­თან­ხმდა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბით. თუმ­ცა, რო­დე­საც ის ალა­ბუ­გა­ში ჩა­ვი­და, მა­ლე­ვე გა­ი­გო, სი­ნამ­დვი­ლე­ში რისი გა­კე­თე­ბა მო­უ­წევ­და და მიხ­ვდა, რომ ეს იყო "ხა­ფან­გი",“ - წერს გა­მო­ცე­მა.

"ვნა­ნობ და ვწყევ­ლი იმ დღეს, როცა ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა და­ვი­წყე" - აცხა­დებს მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მიგ­რან­ტი.

მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყოფ მუ­შებს ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა და გრძე­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი დახ­ვდათ. ქარ­ხნის მე­ნე­ჯმენ­ტი კი ქა­ლებს ხელს უშ­ლის, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვიდ­ნენ.

  • თა­თარ­სტან­ში დრო­ნე­ბის ქარ­ხა­ნა იზ­რდე­ბა

რუ­სეთ­მა და ირან­მა 2022 წელს ხელი მო­ა­წე­რეს 1,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის შე­თან­ხმე­ბას. თა­თარ­სტან­ში, ალა­ბუ­გას სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზონა 2006 წელს ბიზ­ნე­სი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად შე­იქ­მნა. უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ, ის სწრა­ფად გა­ფარ­თოვ­და და ქარ­ხნე­ბი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

ალა­ბუ­გა ახლა “კა­მი­კა­ძე“ დრო­ნე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, რუ­სე­თის მთა­ვარ ქარ­ხა­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

გა­ჟო­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ ლო­კა­ცი­ა­ზე 2025 წლის­თვის წე­ლი­წად­ში 6000 დრო­ნის წარ­მო­ე­ბა იგეგ­მე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცინიკოსი
6

აქსიომაა რომ იაფი და თვინიერი სამუშაო ძალა არიან ფილიპინელები და ჩინელები. ხოლო ის კონტიგენტი ვინც სტატიატიაში დასახელებული, ყველაზე პრობლემატურ სამუშაოს ძალას წარმოადგენენ და არა მართვადები არიან, ზოგიერთ შემთხვევაში აგრესიულებიც. დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

Marvel
37

მორიგი ჭორაობა :) უკაინელ ქალებს რას უშვებიან ევროპაში და უკრაინელ კაცებს უკრაინაში,ეგ გადაამოწმოთ ჯობია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში?

რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში?

"სოციალური მედიის რეკლამები ახალგაზრდა აფრიკელ ქალებს თვითმფრინავის უფასო ბილეთს, ფულს და ევროპაში შორეულ თავგადასავალს ჰპირდებოდა.

თუმცა სამუშაო სასწავლო პროგრამის ნაცვლად, ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ რუსეთის თათარსტანის რეგიონის სტეპებზე ჩასვლის შემდეგ შეიტყო, რომ ისინი ქარხანაში საბრძოლო იარაღის დასამზადებლად ჩაიყვანეს, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება" - ამის შესახებ Associated Press მოგვითხრობს, რომელმაც მოტყუებული ემიგრანტები ჩაწერა, თუმცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.

  • მედიის ინფორმაციით, ქალები ჩივიან, რომ ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაპირებული სწავლისა და ხელფასის ნაცვლად კი ქიმიკატებთან მუშაობა უწევდათ, რაც მათ ჯანმრთელობაზეც ახდენდა გავლენას.

Associated Press -ის ინფორმაციით, ომის წარმოების პირობებში, რუსეთში მუშახელის დეფიციტის შესავსებად, კრემლი უგანდადან, რუანდიდან, კენიიდან, სამხრეთ სუდანიდან, სიერა ლეონედან და ნიგერიიდან, ასევე შრი - ლანკიდან სამუშაოდ იწვევდა 18-22 წლის ქალებს და მათ საუცხოო პირობებს სთავაზობდა.

სწორედ ამ დაპირებებს გაჰყვა 200-მდე აფრიკელი ქალი, რომლებიც თათარსტანის, და ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, ქარხანაში 16 წლის რუს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან მუშაობდნენ.

  • AP ესაუბრა აფრიკელ ქალებს, რომლებიც იქ რეკრუტირების პროგრამის - "Alabuga Start"-ის საშუალებით აღმოჩნდნენ.

“ქალი, რომელიც რუსეთში მუშაობას დათანხმდა, აღფრთოვანებული იყო შემოთავაზებით. თუმცა, როდესაც ის ალაბუგაში ჩავიდა, მალევე გაიგო, სინამდვილეში რისი გაკეთება მოუწევდა და მიხვდა, რომ ეს იყო "ხაფანგი",“ - წერს გამოცემა.

"ვნანობ და ვწყევლი იმ დღეს, როცა ამ ყველაფრის კეთება დავიწყე" - აცხადებს მოტყუებული მიგრანტი.

მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მუშებს ნაკლები ანაზღაურება და გრძელი სამუშაო საათები დახვდათ. ქარხნის მენეჯმენტი კი ქალებს ხელს უშლის, რომ სამსახურიდან წავიდნენ.

  • თათარსტანში დრონების ქარხანა იზრდება

რუსეთმა და ირანმა 2022 წელს ხელი მოაწერეს 1,7 მილიარდი დოლარის შეთანხმებას. თათარსტანში, ალაბუგას სპეციალური ეკონომიკური ზონა 2006 წელს ბიზნესისა და ინვესტიციების მოსაზიდად შეიქმნა. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ის სწრაფად გაფართოვდა და ქარხნები სამხედრო წარმოებაზე გადავიდნენ.

ალაბუგა ახლა “კამიკაძე“ დრონების დასამზადებლად, რუსეთის მთავარ ქარხანად მიიჩნევა.

გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ ლოკაციაზე 2025 წლისთვის წელიწადში 6000 დრონის წარმოება იგეგმება.