პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბრენდის ჩანთის ფლობა, სტატუსია..." - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვა... კიდევ რომელი ცნობილი ქართველი ქალები ფლობენ "ჰერმესის" უძვირეს ჩანთებს?
"ამ ბრენდის ჩანთის ფლობა, სტატუსია..." - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვა...  კიდევ რომელი ცნობილი ქართველი  ქალები ფლობენ "ჰერმესის" უძვირეს ჩანთებს?

Hermes-ის ჩან­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი ლე­გენ­და­რუ­ლი მო­დე­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა Birkin და Kelly, მო­დის სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და სა­სურ­ვე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია. ბრენ­დი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი­თა და ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბით, რაც "ჰერ­მესს" მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. Hermes-ის ჩან­თე­ბი არამ­ხო­ლოდ მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის ნა­წი­ლია, არა­მედ ხში­რად ინ­ვეს­ტი­ცი­ა­დაც ით­ვლე­ბა, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ იზ­რდე­ბა.

ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი hermes birkin-ის ჩან­თით

"ჰერ­მე­სის" ჩან­თე­ბის ის­ტო­რია 1837 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ბრენ­დი თავ­და­პირ­ვე­ლად ცხე­ნის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ჰერ­მეს­მა" გა­ფარ­თო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შექ­მნა და­ი­წყო. Birkin-ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია ბა­ზარ­ზე, 1980-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, რო­დე­საც ბრი­ტა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა ჯეინ ბირ­კინ­მა დი­ზა­ი­ნე­რის­გან ჩან­თის შექ­მნა მო­ი­თხო­ვა, რო­მე­ლიც ფუნ­ქცი­უ­რი და ამა­ვე დროს ელე­გან­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და.

"ჰერ­მე­სის" ჩან­თე­ბის ფა­სე­ბი იც­ვლე­ბა მო­დე­ლი­სა და მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჩან­თე­ბის ფასი იწყე­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი­დან და შე­იძ­ლე­ბა ასო­ბით ათას დო­ლარ­საც მი­აღ­წი­ოს, რაც მათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს.

ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი მო­დე­ლია Herbag Zip, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 2 600 დო­ლა­რი ღირს. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი Himalaya Birkin 30, რო­მე­ლიც ნი­ლო­სის თეთ­რი ნი­ან­გის ტყა­ვით მზად­დე­ბა და გა­ფორ­მე­ბუ­ლია ბრი­ლი­ან­ტე­ბი­თა და 18-კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს ელე­მენ­ტე­ბით. ამ ჩან­თის ფასი აუქ­ცი­ონ­ზე 380 000 დო­ლარ­საც აღ­წევს.

კიმ კარ­და­ში­ა­ნი ატა­რებს Himalaya Birkin 30-ს

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი, რი­ა­ნა და მე­გან მარ­კლი, ხში­რად ატა­რე­ბენ "ჰერ­მე­სის" ჩან­თებს, რაც მათ მო­დის ელი­ტის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ხდის. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ამა­ყობს "ჰერ­მე­სის" ჩან­თით. მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, რო­დე­საც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ყი­დუ­ლობს "ჰერ­მე­სის" მა­ღა­ზი­ა­ში ჩან­თას, ამას მკი­თხვე­ლე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. მათი ნა­წი­ლი წერ­და, რომ "ჰერ­მე­სის" კლი­ენ­ტი რომ გახ­დე, წლე­ბი უნდა იდგე რიგ­ში და იქ ჩან­თის შე­ძე­ნა ასე­თი მარ­ტი­ვი არ არის. "ჰერ­მე­სის" ჩან­თებს ხში­რად ატა­რებს ანუ­კი არე­ში­ძეც, ასე­ვე ქეთა თო­ფუ­რია, რომ­ლის მიერ შე­ძე­ნი­ლი ბოლო მო­დე­ლის ფასი 20 700 დო­ლა­რია.

კი­დევ რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის გარ­დე­რობ­შია "ჰერ­მე­სის" ჩან­თე­ბი, ამ კი­თხვით მო­დის ექ­სპერტ, დალი ჩი­ტა­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რს აქვს "ჰერ­მე­სის" ორი­გი­ნა­ლი ჩან­თე­ბი, მეც მაქვს, ორი ჩან­თა, 90-ია­ნებ­ში შე­ძე­ნი­ლი, ნინო ნა­დი­რა­ძეს აქვს უამ­რა­ვი, ასე­ვე ია ფა­რუ­ლა­ვას. მე რო­დე­საც შე­ვი­ძი­ნე 5 ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და, მა­შინ ესეც დიდი ფული იყო, შემ­დეგ კი­დევ გაძ­ვირ­და.

ზო­გა­დად "ჰერ­მესს" ჰყავს ვიპ კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რიგ­ში არი­ან და მათ­თვის 8-9 ათი ათა­სი დო­ლა­რი ღირს. რო­გორც კი ჩან­თა გა­რეთ გა­მო­დის 17 ათა­სი და მეტი ღირს. გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი კი­დევ უფრო ძვი­რად ყი­დი­ან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­მო­დის კო­ლექ­ცია და ერ­თა­დერ­თია. რაც შე­ე­ხე­ბა ქე­თას ჩან­თის ფასს, არ არის ისე­თი თან­ხა, რომ ვინ­მე გა­ოც­დეს.

- მახ­სოვს, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს უწერ­დნენ, რომ ხალ­ხი წლე­ბი დგას ჩან­თე­ბის რიგ­ში და მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩან­თა ორი­გი­ნა­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და.

- რა­ტომ, ბევ­რია გა­დამ­ყიდ­ვე­ლი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლებს ყი­დი­ან. მა­ღა­ზი­ა­ში, ვიტ­რი­ნა­ში ასე არ დევს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ რიგი და­უთ­მო. ჩვენ გვყავს ერთი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მი­ლი­ო­ნე­რის ცო­ლია და გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რომ რამ­დენ­ჯერ­მე რიგი ჩემს ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელს და­უთ­მო. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს აქვს თუ არა ორი­გი­ნა­ლი ჩან­თა, მე არ მი­ნა­ხავს, ვიცი, რომ ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბუ­ლი ქმა­რი ჰყავს, და, რა თქმა უნდა, უყიდ­და, რა არის გა­საკ­ვი­რი.

- ანუ­კი არე­ში­ძეს აქვს ასე­ვე ლა­მა­ზი კო­ლექ­ცია.

- რა­ტომ არ ექ­ნე­ბა, ანუ­კის ქმა­რი მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ­და იტა­ლი­ა­ში რომ თა­მა­შობ­და, აქვთ კა­პი­ტა­ლი და შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხია. თა­ვა­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი აქვს ძა­ლი­ან.

ზო­გა­დად, მე ფე­ი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. მსგავ­სი ბრენ­დის ჩან­თებს რომ ყი­დუ­ლობ, ეს უკვე შენი სტა­ტუ­სია. დღეს არ მაქვს იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი და ვერ ვი­ყიდ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, შემ­რჩა. ეს ჩან­თა ჩემი სტა­ტუ­სია, შე­იძ­ლე­ბა არ ვარ მი­ლი­ო­ნე­რი, მაგ­რამ ჩემი სამ­სა­ხუ­რი, სტა­ტუ­სი მაძ­ლევს უფ­ლე­ბას მქონ­დეს. სულ ვამ­ბობ, არ უნდა გინ­დო­დეს, რომ გქონ­დეს ეს ჩან­თა, რო­დე­საც მიხ­ვალ ამ სტა­ტუ­სამ­დე, მერე უნდა და­ი­კა­ვო და ორი­გი­ნა­ლი იყი­დო. ფე­ი­კე­ბის ტა­რე­ბა მარ­თლა სა­სა­ცი­ლოა.

- მო­და­ში არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი, კარ­გი "რეპ­ლი­კა,“ რაც ამ ბრენ­დის ჩან­თებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხში­რად გვეს­მის..

- ამი­სიც არ მწამს. კარ­გი "რეპ­ლი­კა" შე­იძ­ლე­ბა იყოს სათ­ვა­ლე ან ფეხ­საც­მე­ლი. მა­გა­ლი­თად, ტან­საც­მე­ლი "რეპ­ლი­კა" ძა­ლი­ან ცუდი ხა­რის­ხია. თუ არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ორი­გი­ნა­ლი "შა­ნე­ლი" ვი­ყი­დო, მერე რა რომ არ მაქვს, ჩა­ვიც­ვამ ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ტან­საც­მელს და უფრო ამა­ყი ვარ.

- რა ასა­კი­დან უნდა ატა­როს ქალ­მა ჰერ­მე­სის ჩან­თა?

- რო­გორც გი­თხა­რით, ეს არის სტა­ტუ­სი, შე­იძ­ლე­ბა 30 წლის ასაკ­ში გქონ­დეს იმ­დე­ნი ფული, რომ შე­ი­ძი­ნო. 20 წლის გო­გო­ნამ შე­იძ­ლე­ბა დე­დის ჩან­თა და­ი­კა­ვოს, მერე რა, ოჯახს აქვს ეს სტა­ტუ­სი. ეს არის შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბის დონე.

- "ჰერ­მე­სის" ვიპ კლი­ენ­ტე­ბი რო­გორ ხდე­ბი­ან?

- ვინც ბევ­რი ჩან­თა შე­ი­ძი­ნა, უკვე ვიპ კლი­ენ­ტი ხდე­ბა. წე­ლი­წად­ში ერთხელ ურე­კა­ვენ და ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ ახა­ლი კო­ლექ­ცია გა­მო­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ არ უნ­დო­დეს, მაგ­რამ მე­გო­ბარს გა­მო­უ­ტა­ნოს. გა­იხ­სე­ნეთ სე­რი­ა­ლი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში,“ რო­დე­საც მი­რან­და მივა და სხვი­სი სა­ხე­ლით შე­ი­ძენს "ჰერ­მე­სის" ჩან­თას და შემ­დეგ და­აბ­რუ­ნე­ბი­ნე­ბენ.

რო­გორც გი­თხა­რით, მე 1998 წელს მაქვს შე­ძე­ნი­ლი... მაგ­რამ მისი შე­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლია, მი­ი­ტან ცენ­ტრში გა­გი­ახ­ლე­ბენ და უკან და­გიბ­რუ­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კე­ტებს, მო­ოქ­რუ­ლია და ფერი არა­სო­დეს გა­და­დის.

- ბევ­რი ქარ­თვე­ლი ქა­ლია "ჰერ­მე­სის" ვიპ კლი­ენ­ტი?

- რა თქმა უნდა, ბევ­რია ისე­თი, ვინც არ ჩანს. არ არი­ან შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პო­პუ­ლა­რო­ბა არ სჭირ­დე­ბათ. ეს გვჭირ­დე­ბა ჩვენ, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის­თვის, რომ ჩვენ ამით შე­მო­სა­ვა­ლი გვქონ­დეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამ ბრენდის ჩანთის ფლობა, სტატუსია..." - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვა... კიდევ რომელი ცნობილი ქართველი ქალები ფლობენ "ჰერმესის" უძვირეს ჩანთებს?

"ამ ბრენდის ჩანთის ფლობა, სტატუსია..." - დალი ჩიტალაძე, შორენა ბეგაშვილი, ქეთა თოფურია და სხვა...  კიდევ რომელი ცნობილი ქართველი  ქალები ფლობენ "ჰერმესის" უძვირეს ჩანთებს?

Hermes-ის ჩანთა და განსაკუთრებით, მისი ლეგენდარული მოდელები, როგორიცაა Birkin და Kelly, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სასურველი აქსესუარია. ბრენდი ცნობილია თავისი დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ექსკლუზიურობით, რაც "ჰერმესს" მდიდრული ცხოვრების სიმბოლოდ აქცევს. Hermes-ის ჩანთები არამხოლოდ მოდის ტენდენციების ნაწილია, არამედ ხშირად ინვესტიციადაც ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში მათი ღირებულება მხოლოდ იზრდება.

ვიქტორია ბექჰემი hermes birkin-ის ჩანთით

"ჰერმესის" ჩანთების ისტორია 1837 წლიდან იწყება, როდესაც ბრენდი თავდაპირველად ცხენის აღჭურვილობას აწარმოებდა. მოგვიანებით "ჰერმესმა" გაფართოება გადაწყვიტა და აქსესუარების შექმნა დაიწყო. Birkin-ის მოდელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე, 1980-იან წლებში შეიქმნა, როდესაც ბრიტანელმა მსახიობმა ჯეინ ბირკინმა დიზაინერისგან ჩანთის შექმნა მოითხოვა, რომელიც ფუნქციური და ამავე დროს ელეგანტური იქნებოდა.

"ჰერმესის" ჩანთების ფასები იცვლება მოდელისა და მასალის მიხედვით, თუმცა ყველაზე პოპულარული ჩანთების ფასი იწყება რამდენიმე ათასიდან და შეიძლება ასობით ათას დოლარსაც მიაღწიოს, რაც მათ საზოგადოებრივი სტატუსის სიმბოლოდ აქცევს.

ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია Herbag Zip, რომელიც დაახლოებით 2 600 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირადღირებული კი Himalaya Birkin 30, რომელიც ნილოსის თეთრი ნიანგის ტყავით მზადდება და გაფორმებულია ბრილიანტებითა და 18-კარატიანი თეთრი ოქროს ელემენტებით. ამ ჩანთის ფასი აუქციონზე 380 000 დოლარსაც აღწევს.

კიმ კარდაშიანი ატარებს Himalaya Birkin 30-ს

მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ვიქტორია ბექჰემი, კიმ კარდაშიანი, რიანა და მეგან მარკლი, ხშირად ატარებენ "ჰერმესის" ჩანთებს, რაც მათ მოდის ელიტის განუყოფელ ნაწილად ხდის. საქართველოშიც არაერთი ცნობილი ადამიანი ამაყობს "ჰერმესის" ჩანთით. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როდესაც შორენა ბეგაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ყიდულობს "ჰერმესის" მაღაზიაში ჩანთას, ამას მკითხველების მხრიდან უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. მათი ნაწილი წერდა, რომ "ჰერმესის" კლიენტი რომ გახდე, წლები უნდა იდგე რიგში და იქ ჩანთის შეძენა ასეთი მარტივი არ არის. "ჰერმესის" ჩანთებს ხშირად ატარებს ანუკი არეშიძეც, ასევე ქეთა თოფურია, რომლის მიერ შეძენილი ბოლო მოდელის ფასი 20 700 დოლარია.

კიდევ რომელი ქართველი სელებრითების გარდერობშია "ჰერმესის" ჩანთები, ამ კითხვით მოდის ექსპერტ, დალი ჩიტალაძეს დავუკავშირდით:

- საქართველოში ძალიან ბევრს აქვს "ჰერმესის" ორიგინალი ჩანთები, მეც მაქვს, ორი ჩანთა, 90-იანებში შეძენილი, ნინო ნადირაძეს აქვს უამრავი, ასევე ია ფარულავას. მე როდესაც შევიძინე 5 ათასი დოლარი ღირდა, მაშინ ესეც დიდი ფული იყო, შემდეგ კიდევ გაძვირდა.

ზოგადად "ჰერმესს" ჰყავს ვიპ კლიენტები, რომლებიც რიგში არიან და მათთვის 8-9 ათი ათასი დოლარი ღირს. როგორც კი ჩანთა გარეთ გამოდის 17 ათასი და მეტი ღირს. გადამყიდველები კიდევ უფრო ძვირად ყიდიან. მოგეხსენებათ, წელიწადში რამდენიმეჯერ გამოდის კოლექცია და ერთადერთია. რაც შეეხება ქეთას ჩანთის ფასს, არ არის ისეთი თანხა, რომ ვინმე გაოცდეს.

- მახსოვს, შორენა ბეგაშვილს უწერდნენ, რომ ხალხი წლები დგას ჩანთების რიგში და მის მიერ გამოქვეყნებული ჩანთა ორიგინალი ვერ იქნებოდა.

- რატომ, ბევრია გადამყიდველი, რომლებიც ნამდვილებს ყიდიან. მაღაზიაში, ვიტრინაში ასე არ დევს, მაგრამ შეიძლება ვინმემ რიგი დაუთმო. ჩვენ გვყავს ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, მილიონერის ცოლია და გვქონდა შემთხვევა, რომ რამდენჯერმე რიგი ჩემს ძალიან ახლობელს დაუთმო. ასეთი რაღაცები ხდება. შორენა ბეგაშვილს აქვს თუ არა ორიგინალი ჩანთა, მე არ მინახავს, ვიცი, რომ ძალიან შეძლებული ქმარი ჰყავს, და, რა თქმა უნდა, უყიდდა, რა არის გასაკვირი.

- ანუკი არეშიძეს აქვს ასევე ლამაზი კოლექცია.

- რატომ არ ექნება, ანუკის ქმარი მილიონებს შოულობდა იტალიაში რომ თამაშობდა, აქვთ კაპიტალი და შეძლებული ოჯახია. თავადაც წარმატებული ბიზნესი აქვს ძალიან.

ზოგადად, მე ფეიკების წინააღმდეგი ვარ. მსგავსი ბრენდის ჩანთებს რომ ყიდულობ, ეს უკვე შენი სტატუსია. დღეს არ მაქვს იმდენი შემოსავალი და ვერ ვიყიდდი, მაგრამ როდესაც საშუალება მქონდა, შემრჩა. ეს ჩანთა ჩემი სტატუსია, შეიძლება არ ვარ მილიონერი, მაგრამ ჩემი სამსახური, სტატუსი მაძლევს უფლებას მქონდეს. სულ ვამბობ, არ უნდა გინდოდეს, რომ გქონდეს ეს ჩანთა, როდესაც მიხვალ ამ სტატუსამდე, მერე უნდა დაიკავო და ორიგინალი იყიდო. ფეიკების ტარება მართლა სასაცილოა.

- მოდაში არსებობს ტერმინი, კარგი "რეპლიკა,“ რაც ამ ბრენდის ჩანთებთან მიმართებაში ხშირად გვესმის..

- ამისიც არ მწამს. კარგი "რეპლიკა" შეიძლება იყოს სათვალე ან ფეხსაცმელი. მაგალითად, ტანსაცმელი "რეპლიკა" ძალიან ცუდი ხარისხია. თუ არ მაქვს საშუალება, რომ ორიგინალი "შანელი" ვიყიდო, მერე რა რომ არ მაქვს, ჩავიცვამ ქართველი დიზაინერის ტანსაცმელს და უფრო ამაყი ვარ.

- რა ასაკიდან უნდა ატაროს ქალმა ჰერმესის ჩანთა?

- როგორც გითხარით, ეს არის სტატუსი, შეიძლება 30 წლის ასაკში გქონდეს იმდენი ფული, რომ შეიძინო. 20 წლის გოგონამ შეიძლება დედის ჩანთა დაიკავოს, მერე რა, ოჯახს აქვს ეს სტატუსი. ეს არის შენი შესაძლებლობის დონე.

- "ჰერმესის" ვიპ კლიენტები როგორ ხდებიან?

- ვინც ბევრი ჩანთა შეიძინა, უკვე ვიპ კლიენტი ხდება. წელიწადში ერთხელ ურეკავენ და ატყობინებენ, რომ ახალი კოლექცია გამოვიდა, შეიძლება თვითონ არ უნდოდეს, მაგრამ მეგობარს გამოუტანოს. გაიხსენეთ სერიალი "სექსი დიდ ქალაქში,“ როდესაც მირანდა მივა და სხვისი სახელით შეიძენს "ჰერმესის" ჩანთას და შემდეგ დააბრუნებინებენ.

როგორც გითხარით, მე 1998 წელს მაქვს შეძენილი... მაგრამ მისი შეკეთებაც შეგიძლია, მიიტან ცენტრში გაგიახლებენ და უკან დაგიბრუნებენ. რაც შეეხება საკეტებს, მოოქრულია და ფერი არასოდეს გადადის.

- ბევრი ქართველი ქალია "ჰერმესის" ვიპ კლიენტი?

- რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, ვინც არ ჩანს. არ არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები და პოპულარობა არ სჭირდებათ. ეს გვჭირდება ჩვენ, ჩვენი ბიზნესისთვის, რომ ჩვენ ამით შემოსავალი გვქონდეს...