პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"26 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ... დიდი კარიერული ზრდა შემეძლო, მაგრამ ვთქვი, რომ ახალგაზრდობა შვილებს უნდა ვაჩუქო-მეთქი" - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე
"26 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ... დიდი კარიერული ზრდა შემეძლო, მაგრამ ვთქვი, რომ ახალგაზრდობა შვილებს უნდა ვაჩუქო-მეთქი" - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე

"ამ წიგნ­ზე ხუთი თვე ვმუ­შა­ობ­დი. წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია ილია თო­ფუ­რი­ას დე­დის, ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რი­ას და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­დან იწყე­ბა და ილი­ას ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა. ეს არის ერ­თგვა­რი მოკ­ლე საგა დიდი და დრა­მა­ტუ­ლი ამ­ბე­ბით - სო­ხუ­მი-ჭუ­ბე­რი-რუს­თა­ვი-ჰალე-რუს­თა­ვი-ალი­კან­ტე-კა­ლი­ფორ­ნია...

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არ­და­ნე­ბე­ბის, ფსკე­რის მო­სინ­ჯვი­სა და მწვერ­ვალ­ზე ას­ვლის ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ერთი მხრივ ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას გა­აღ­ვი­ძებს და მე­ო­რე მხრივ, არა­ერთ ადა­მი­ანს მის­ცემს ძა­ლას," - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

  • 13 ოქ­ტომ­ბერს, Biblusi • ბიბ­ლუ­სი-ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­ჯა­რო წარ­დგე­ნა წიგ­ნი­სა #დე­და­და­ი­ლია და ასე­ვე შეხ­ვედ­რა წიგ­ნის მთა­ვარ გმირ­თან - ინგა ბენ­დე­ლი­ან-თო­ფუ­რი­ას­თან... „დედა და ილია” SMH Sports-ის პრო­ექ­ტია, რომ­ლის მთა­ვა­რი სპონ­სო­რია aPeople, სპონ­სო­რი - Gzavnili და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი SEU. მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - La Gazzeta Dello Sport Georgia, veli.store და ბიბ­ლუ­სი. წიგ­ნი ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ი­ყი­დე­ბა ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ებ­ში.

მა­ნამ­დე კი, AMBEBI.GE ეც­დე­ბა, გა­გაც­ნოთ ამ ძლი­ე­რი ქა­ლის სა­ო­ცა­რი პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ფონ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის, კარ­გი მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მია.

ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია:

- ახლა 53 წლის ვარ, მაგ­რამ 21 წლის ვი­ყა­ვი, აფხა­ზე­თი­დან რომ წა­მო­ვე­დი. მა­შინ მარ­თლა არ ვი­ცო­დი, რომ ადა­მი­ან­ში უდი­დე­სი რე­სურ­სი არ­სე­ბობ­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თვი­თო­ნაც არა­ფე­რი იცის. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­ნა­ი­რად ხალ­ხი იმ უდი­დეს ტკი­ვილს ვერ გა­უძ­ლებ­და... დე­და­ჩემს 19 წლის ბიჭი აფხა­ზე­თის ომში და­ე­ღუ­პა, მე ორ­სუ­ლი და დაქვრი­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი... მის­თვის ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო, მაგ­რამ მთე­ლი ძალა მო­იკ­რი­ბა და წინ გაგ­ვი­ძღვა. როცა დე­დას ვუ­ყუ­რებ­დი, ისეთ სიმ­ტკი­ცეს ავ­ლენ­და, მრცხვე­ნო­და, რომ მე­ტი­რა. ასე ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მით, ან­გა­რი­შის გა­წე­ვით დე­და­ჩემ­შიც ის სა­ო­ცა­რი ძალა მო­ვი­და, თო­რემ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ეს ხომ სა­ში­ნე­ლე­ბაა?! მი­ნა­ხავს სიმ­წრის­გან ია­ტაკ­ზე გა­წო­ლი­ლი დედა, ად­გო­მაც რომ არ უნ­დო­და და არც ის, ვინ­მეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ენა­ხა, მაგ­რამ დგე­ბო­და, ძა­ლას მო­იკ­რებ­და და დე­დო­ბას აგ­რძე­ლებ­და...

სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­ო­სა­ნი დე­დე­ბი უდი­დეს ტკი­ვილს უძ­ლე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ომში და­ღუ­პუ­ლი შვი­ლე­ბის. ეს კი­დევ სხვა მას­შტა­ბის ტკი­ვი­ლია, მით უფრო, რომ ამის შემ­დეგ ქვე­ყა­ნას დღემ­დე და­კარ­გუ­ლი აქვს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მა­ინც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია... ასეთ დე­დებს, ოჯა­ხებს სამ­მა­გად მე­ტად სტკი­ვათ. ამას­თან, ჩემი ძმის საფ­ლა­ვიც და­კარ­გუ­ლია... დედა ახლა 70 წლი­საა, მაგ­რამ 8 თვეა, რაც დე­მენ­ცია და­ე­მარ­თა, 6-ჯერ ნა­ინ­სულ­ტა­რია და ხვა­ლაც რომ დაბ­რუნ­დეს სო­ხუ­მი, ალ­ბათ ამის აღ­ქმას ვე­ღარც შეძ­ლებს. მას­ში ჩუმ­მა და და­ფა­რულ­მა ტკი­ვილ­მა ეს შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა... 31 წლის წინ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი ახალ­გაზ­რდა იყო... ჩემი ძმა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა. მე­უღ­ლე 24 წლის გახ­ლდათ... ისი­ნი ერ­თად დაკ­რძა­ლეს... რო­დე­საც ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან სპაზ­მე­ბი მე­წყე­ბა, რაც აფხა­ზეთ­მა და­მი­ტო­ვა... 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ გა­მი­ახ­ლდა. იმ ეპი­ზო­დე­ბის, დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა ჩემ­თვის სა­ოც­რად მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმას, რა­საც სა­კუ­თარ თავ­ში ვბლო­კავ და ვცდი­ლობ, სიღ­რმე­ებ­ში არ ჩა­ვი­დე, წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მო­მი­წია.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი, ილია თო­ფუ­რია

- რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით?

- აფხა­ზეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კუ­მი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია-სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ დიპ­ლომს ვე­ღარ მო­ვეს­წა­რი... შემ­დეგ ცხოვ­რე­ბამ სხვა­ნა­ი­რად გან­მა­ვი­თა­რა, სხვა პრო­ფე­სი­ე­ბი შე­ვი­ძი­ნე (რამ­დე­ნი­მე ენა­ზე თა­ვი­სუფ­ლად ვლა­პა­რა­კობ), თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი­ას მა­ინც მივ­ყე­ვი და შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, რომ შტატ­გა­რე­შე ფსი­ქო­ლო­გი ვარ. თან, რო­დე­საც, სახ­ლში 2 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი გყავს, 4 შვი­ლის დედა ხარ, გა­მოვ­ლი­ლი გაქვს ტრა­გე­დია, ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­მი­წია ბევრ სა­კი­თხში ჩაწ­ვდო­მამ.

- ომის დროს აფხა­ზეთ­ში იყა­ვით?

- 1992 წლის აგ­ვის­ტო­ში ომი რომ და­ი­წყო, 5 დე­კემ­ბერს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, ამ ტრა­გე­დი­ამ ფეხ­მძი­მე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მაგ­დო - საჭ­მელს არ ვჭამ­დი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ცუ­დად ვი­ყა­ვი. გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­კარ­გეთ, იმ ად­გი­ლას ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იბომ­ბე­ბო­და, ურ­თუ­ლე­სი იყო. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვა­კუ­უმ­ში აღ­მოვ­ჩნდი მეც და ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა... ექი­მებ­მა დე­დას უთხრეს, - პრაქ­ტი­კუ­ლად გან­წი­რუ­ლია, ვერ გა­დარ­ჩე­ბა... იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, დე­კემ­ბერ­ში ქუ­თის­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც თქვეს, - თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნე­თო... მა­რი­ა­მი თბი­ლის­ში, 1993 წლის მარ­ტში და­ი­ბა­და... უფ­რო­სი შვი­ლი მა­შინ 2 წლის მყავ­და... მა­რი­ა­მი სამი თვის იყო, რო­დე­საც 1993 წლის ზა­ფხულ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო, ე.წ. „პე­რე­მი­რიე“ (შე­რი­გე­ბა). სო­ხუმ­ში დავ­ბრუნ­დით, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ომის კოშ­მა­რი დას­რულ­და.

თან ჩემი და სექ­ტემ­ბერ­ში პირ­ველ კლას­ში მი­დი­ო­და. მოკ­ლედ, გვე­გო­ნა, იმ ტკი­ვილ­თან ერ­თად აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­დით, მაგ­რამ ჩას­ვლის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში ისევ სა­ში­ნე­ლე­ბა და­ი­წყო, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­კე­ტა. ბო­ლოს სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­შიც, რომ­ლებ­საც დაჭ­რი­ლე­ბი გა­დაჰ­ყავ­დათ, ვერც შე­ვაღ­წი­ეთ... 27-ში სო­ხუ­მი­დან 20 კი­ლო­მეტრში, ჩვენს აგა­რაკ­ზე ვი­ყა­ვით. რუ­სებ­მა სამ­ხედ­რო ჭა­ღე­ბი გა­მო­კი­დეს, რომ­ლე­ბიც ისე იშ­ლე­ბო­და, რომ დიდ მან­ძილს სა­ოც­რად ანა­თებ­და... მამა სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში ერ­კვე­ო­და, ის გა­ნა­თე­ბუ­ლი სივ­რცე რომ და­ი­ნა­ხა, თქვა, - სო­ხუ­მი აი­ღეს!.. ვი­ნა­ი­დან ოჩამ­ჩი­რი­და­ნაც ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით, გა­ირ­კვა, რომ ჩა­ვი­კე­ტეთ. ერ­თა­დერ­თი გზა აფხა­ზე­თის სვა­ნეთ­ზე წას­ვლა იყო, ამას­თან სა­ხი­ფა­თოც, რად­გან მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის გავ­ლა გვი­წევ­და, სა­ი­და­ნაც სამ­ხედ­რო ჭურ­ვებს ის­როდ­ნენ... მოკ­ლედ, ვა­ბანკზე წა­ვე­დით... მივ­დი­ო­დით, მაგ­რამ არა­ვინ იცო­და, გა­დავ­რჩე­ბო­დით თუ არა, თუმ­ცა ეს იყო გა­დარ­ჩე­ნის მა­ინც ბოლო შან­სი...

- ჭუ­ბე­რის "გოლ­გო­თაც" გა­ი­ა­რეთ?

- ჭუ­ბერ­ზე 12 დღე ვი­ა­რეთ. რა სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა არ დაგ­ვჭირ­და. კარ­ვებ­ში, მე­ცხვა­რე­ებ­თა­ნაც მოგ­ვწია ღა­მის გა­თე­ნე­ბამ. ეს­პად­რე­ლე­ბით ვი­ყა­ვი, 2-3 დღე რო­გორ­ღაც ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, თუმ­ცა მერე ტა­ლახ­მა ისე ჩა­ი­ტა­ნა, ლა­მის ფე­ხე­ბიც მო­მაძ­რო. შემ­დეგ იმ გზას ფე­ხებ­ზე ცე­ლო­ფან­შე­მოხ­ვე­უ­ლი მო­ვუყ­ვე­ბო­დი. მად­ლო­ბა აფხა­ზე­თის სვა­ნეთს, ჭუ­ბე­რის მა­ცხოვ­რებ­ლებს, რომ გზა­დაგ­ზა გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... ეს წიგ­ნი არ არის რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მხა­რის­თვის და­წე­რი­ლი, ეს წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საა, ვინც ეს გა­ჭირ­ვე­ბა გა­და­ი­ტა­ნა, გა­ი­თა­ვი­სა... მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ უნდა იცო­დეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი. სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ქარ­თვე­ლი უნდა შევ­თან­ხმდეთ იმა­ზე, რომ კრემ­ლი მტე­რია!

- და სა­კუ­თა­რი, ასე­თი ტკი­ვი­ლი­ა­ნი ამ­ბე­ბი ან­დეთ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი წიგ­ნად აქ­ცია...

- 26 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვი­ცო­დი. რომ მწე­რა­ლი იყო, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი და რო­გორც მწერ­ლის, ადა­მი­ა­ნის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი მქონ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ილი­ას­თან ერ­თად ქამ­რით რომ ჩა­ვე­დით, დედა თი­ნა­თინ­თან, ბერი ან­დრი­ას ფონდში მი­ვე­დით. დედა თი­ნა­თი­ნი ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლია. გი­ორ­გიც იქ იყო... მი­თხრა, ილი­ა­ზე წიგ­ნის და­წე­რა მინ­დაო. იმის გამო, რომ ვიცი ილი­ას დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი და რე­ჟი­მი, მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი, რომ ის ახლა წიგნ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად ვერ იმუ­შა­ვებ­და.

შე­იძ­ლე­ბა კვი­რე­ბი ისე გა­ვი­დეს, ილი­ას ტე­ლე­ფონ­ზეც ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კო. ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზე, თუ გინ­დათ, წიგნ­ში ბევ­რი რამ გა­შა­ლოთ და არ იყოს მხო­ლოდ სპორ­ტი, მა­შინ არც ისე ცოტა სათ­ქმე­ლი მაქვს-მეთ­ქი. ილია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნიც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი ის­ტო­რია მა­ინც უნდა და­წე­რი­ლი­ყო. სწო­რად გა­მი­გეთ, ეს ამ­ბი­ცია არ არის. აფხა­ზე­თი­დან რო­გორ წა­მო­ვე­დი, რა დაბ­რკო­ლე­ბა­საც ცხოვ­რე­ბა­ში შევ­ხვდი, რისი გა­და­ლახ­ვაც მო­მი­წია, სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ხალ­ხს უნდა სცოდ­ნო­და. ჩემს ტკი­ვილ­თან ერ­თად, ამით ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სათ­ქმე­ლიც მინ­დო­და მეთ­ქვა...მოკ­ლედ, შევ­თან­ხმდით და გა­და­წყდა, რომ გი­ორ­გის­თვის ჩემი ის­ტო­რია მენ­დო. მას­თან არა­ერ­თი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ მივხდი, რომ ეს ის ადა­მი­ა­ნი იყო, ჩემს ნათ­ქვამს სწო­რად რომ გად­მოს­ცემ­და. მე წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი ვარ, მაგ­რამ არა მწე­რა­ლი...

- აფხა­ზე­თის შემ­დეგ, რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა და რო­გორ ზრდი­დით შვი­ლებს?

- 1993 წელს აფხა­ზე­თი რომ დავ­ტო­ვეთ, 1995 წლის დე­კემ­ბერ­ში გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლამ­დე ილი­ას და ალექ­სან­დრეს მა­მა­ზე დავ­ქორ­წინ­დი... ოჯახ­ში რაც მეტი შვი­ლია, ბავ­შვე­ბი მით უკე­თე­სად იზ­რდე­ბი­ან. გერ­მა­ნი­ა­ში ერთ ოთახ­ში 4 შვილს ვზრდი­დით. ანა 5 წლის იყო, მა­რი­ა­მი - 3-ის, ალექ­სან­დრე 1996 წლის იან­ვარ­ში და­ი­ბა­და, 1997 წლის იან­ვარ­ში კი ილია შეგ­ვე­ძი­ნა... გერ­მა­ნი­ა­ში დიდი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა შე­მეძ­ლო და ცხოვ­რე­ბის სხვა­ნა­ი­რად მო­წყო­ბა, მაგ­რამ ვთქვი, რომ შვი­ლებს ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა უნდა ვა­ჩუ­ქო-მეთ­ქი. თი­თო­ე­უ­ლის უნა­რებს კარ­გად ვხე­დავ­დი და ვი­ცო­დი, მათ­თვის რაც უნდა მი­მე­ცა, რა­ზეც უკან არ და­მი­ხე­ვია. მი­მაჩ­ნია, რომ ბავ­შვებ­მა უმე­ტე­სი დრო მშობ­ლებ­თან ერ­თად უნდა გა­ა­ტა­რონ. შვილს, რაც შე­გიძ­ლია ცხოვ­რე­ბა­ში გა­უ­კე­თო, შენი დრო უნდა აჩუ­ქო. მას ამის შემ­დეგ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უმუ­შავ­დე­ბა. ჩემი შვი­ლე­ბი სკო­ლი­დან რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სახ­ლში ვხდე­ბო­დი. დი­ლა­საც მათ­თან ერ­თად ვი­წყებ­დი, ერ­თად ვე­წე­ო­დით, კარ­გი გა­გე­ბით, დღის რუ­ტი­ნას. სა­ერ­თოდ, მთე­ლი ოჯა­ხი ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით...

ანა, მა­რი­ა­მი, ალექ­სან­დრე და ილია

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მეს­მო­და, რომ შვი­ლებ­მა მშობ­ლებს მად­ლო­ბა უნდა გა­და­უ­ხა­დონ. ადა­მი­ა­ნებ­ში ეს აზრი ახ­ლაც მყა­რა­დაა გამ­ჯდა­რი. არა­და, დგე­ბა დრო, როცა სულ რომ ისე არ იყოს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ჩვენ გვინ­და, მშობ­ლებ­მაც უნდა ის­წავ­ლონ, შვი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­და. მად­ლო­ბა ჩემს შვი­ლებს, რად­გან, რაც მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მათ­თვის გა­ვა­კე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი ას­მა­გად სი­კე­თით დაგ­ვიბ­რუ­ნეს.

- რო­გო­რია იყო ჩემ­პი­ო­ნის დედა?

- ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამას ვი­ღა­ცას თავს ვახ­ვევ. სი­ა­მა­ყეა ის, რომ სამ­ყა­როს ვა­ჩუ­ქე პა­ტი­ო­სა­ნი შვი­ლე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი კი ჩემი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პებ­ზე შევ­ძე­ლი - კარ­გი ცხოვ­რე­ბი­დან დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სამ­დე, დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი­დან ემიგ­რა­ცი­ამ­დე, ემიგ­რა­ცი­ი­დან ისევ სამ­შობ­ლო­ში და ისევ უცხო ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ამას ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­უძ­ლოს... ერთ დღეს, რო­დე­საც სკო­ლი­დან მო­სულ­მა ილი­ამ გა­მოგ­ვი­ცხა­და, მინ­და მეტი დრო ვარ­ჯიშს და­ვუთ­მოო და იქვე იგი­ვე გა­ი­მე­ო­რა ალექ­სან­დრე­მაც, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ვუ­თხა­რით, - თუ სპორ­ტში რა­ღაც არ გა­მო­გი­ვათ, არ დაგ­ვაბ­რა­ლოთ, რომ გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი დარ­ჩით და სკო­ლა­ში არ ია­რეთ. მი­აღ­წი­ეთ სპორ­ტში წარ­მა­ტე­ბას და ის გა­ნათ­ლე­ბაც თა­ვი­სით მოვა-თქო... რომ შევ­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით, შე­იძ­ლე­ბა იმ სკო­ლი­დან მა­ინც წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, არც სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ - ეს უკვე ცუდ შე­დეგს მო­ი­ტან­და.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- 18 წე­ლია ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობთ. რა მოგ­ცათ ამ ქვე­ყა­ნამ?

- ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც არა­ვინ გი­კირ­კი­ტებს, აქ არა­ვის უკი­თხავს, სა­ერ­თოდ ვინ ვარ და რა­ტომ ვცხოვ­რობ იქ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა. მით უმე­ტეს თუ ამ ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ კი­დევ ერთ ნა­ბიჯ­საც გა­დად­გამ, ხომ სა­ერ­თოდ, გულ­ში გი­ხუ­ტებს. ასეთ დროს ასე­თი ქვეყ­ნის მი­მართ თა­ვა­დაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გი­მუ­შავ­დე­ბა, მე­ტად გიყ­ვარ­დე­ბა და მო­ტი­ვა­ცია გეზ­რდე­ბა. ეს­პა­ნეთ­ში არა­ვინ არა­ფერ­ში გა­ფერ­ხებს, წინსვლა­ში ხელს არ გიშ­ლი­ან.

- რო­გო­რი ბე­ბია ხართ?

- ბე­ბი­აც და დე­დაც ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, თბი­ლი ვარ, მათ ჩემ­თან ყვე­ლა თე­მა­ზე შე­უძ­ლი­ათ სა­უ­ბა­რი. ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მკაც­რიც ვარ, უშე­ნიშ­ვნოდ არა­ფერს ვტო­ვებ... მე რო­გორც დე­დას და რო­გორც ბე­ბი­ას, მაქვს როლი, რო­მელ­საც არა­ფე­რი უნდა გა­მო­მე­პა­როს, რად­გან თუ რა­ი­მე გა­მო­მე­პა­რა, შე­იძ­ლე­ბა ეს მათ წინ დახ­ვდეს. ილია ჩემ­ზე მე­ტად ვის უყ­ვარს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვაკ­რი­ტი­კებ...

თვი­თონ ძა­ლი­ან თბი­ლი და მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რიც, თა­ვის ოჯახ­სა და ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზედ­მე­ტად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. არა­ვინ სძულს, არა­ვის არა­ფერს უმ­ტკი­ცებს. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც რა­ი­მეს უმ­ტკი­ცებს, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და მას­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მომ­წონს. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. ილი­ა­ზე არა­ნაკ­ლე­ბე­ბი არი­ან და­ნარ­ჩე­ნე­ბიც. გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი (გო­გო­ე­ბი გერ­მა­ნის­ტე­ბი), წე­სი­ე­რე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­კე­თის მომ­ტა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ­ში კო­დი­ვი­თაა ჩა­დე­ბუ­ლი. მინ­და, ისი­ნიც სამ­ყა­რომ გა­იც­ნოს... მალე ალექ­სან­დრეც იბ­რძო­ლებს. მან კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­დან ილი­ას გამო თქვა უარი. ცო­ტა­თი უკან და­ხია კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით კონ­ტრაქ­ტზე ხელი მო­წე­რი­ლი აქვს და ილი­ას აბუ-და­ბი­ში ბრძო­ლის შემ­დეგ, უკვე ალექ­სან­დრეს დე­ბი­უ­ტიც შედ­გე­ბა...

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"26 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ... დიდი კარიერული ზრდა შემეძლო, მაგრამ ვთქვი, რომ ახალგაზრდობა შვილებს უნდა ვაჩუქო-მეთქი" - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე

"26 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ... დიდი კარიერული ზრდა შემეძლო, მაგრამ ვთქვი, რომ ახალგაზრდობა შვილებს უნდა ვაჩუქო-მეთქი" - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე

"ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი-ჭუბერი-რუსთავი-ჰალე-რუსთავი-ალიკანტე-კალიფორნია...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არდანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას," - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

  • 13 ოქტომბერს, Biblusi • ბიბლუსი-ში გაიმართება საჯარო წარდგენა წიგნისა #დედადაილია და ასევე შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან - ინგა ბენდელიან-თოფურიასთან... „დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია aPeople, სპონსორი - Gzavnili და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. მხარდამჭერები - La Gazzeta Dello Sport Georgia, veli.store და ბიბლუსი. წიგნი ექსკლუზიურად გაიყიდება ბიბლუსის მაღაზიებში.

მანამდე კი, AMBEBI.GE ეცდება, გაგაცნოთ ამ ძლიერი ქალის საოცარი პორტრეტი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ფონზეა წარმოდგენილი და ახალი თაობისთვის და არა მხოლოდ მათთვის, კარგი მაგალითის მიმცემია.

ინგა ბენდელიანი-თოფურია:

- ახლა 53 წლის ვარ, მაგრამ 21 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. მაშინ მართლა არ ვიცოდი, რომ ადამიანში უდიდესი რესურსი არსებობდა, რომლის შესახებაც თვითონაც არაფერი იცის. ასე რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ხალხი იმ უდიდეს ტკივილს ვერ გაუძლებდა... დედაჩემს 19 წლის ბიჭი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მე ორსული და დაქვრივებული დავრჩი... მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მთელი ძალა მოიკრიბა და წინ გაგვიძღვა. როცა დედას ვუყურებდი, ისეთ სიმტკიცეს ავლენდა, მრცხვენოდა, რომ მეტირა. ასე ერთმანეთის პატივისცემით, ანგარიშის გაწევით დედაჩემშიც ის საოცარი ძალა მოვიდა, თორემ შვილის გარდაცვალება, ეს ხომ საშინელებაა?! მინახავს სიმწრისგან იატაკზე გაწოლილი დედა, ადგომაც რომ არ უნდოდა და არც ის, ვინმეს იმ მდგომარეობაში ენახა, მაგრამ დგებოდა, ძალას მოიკრებდა და დედობას აგრძელებდა...

საქართველოში შაოსანი დედები უდიდეს ტკივილს უძლებენ, განსაკუთრებით ომში დაღუპული შვილების. ეს კიდევ სხვა მასშტაბის ტკივილია, მით უფრო, რომ ამის შემდეგ ქვეყანას დღემდე დაკარგული აქვს ტერიტორიები და მაინც ოკუპირებულია... ასეთ დედებს, ოჯახებს სამმაგად მეტად სტკივათ. ამასთან, ჩემი ძმის საფლავიც დაკარგულია... დედა ახლა 70 წლისაა, მაგრამ 8 თვეა, რაც დემენცია დაემართა, 6-ჯერ ნაინსულტარია და ხვალაც რომ დაბრუნდეს სოხუმი, ალბათ ამის აღქმას ვეღარც შეძლებს. მასში ჩუმმა და დაფარულმა ტკივილმა ეს შედეგი მოიტანა... 31 წლის წინ, წარმოიდგინეთ როგორი ახალგაზრდა იყო... ჩემი ძმა სამხედრო ოპერაციის შესრულებისას ჩემს მეუღლესთან ერთად დაიღუპა. მეუღლე 24 წლის გახლდათ... ისინი ერთად დაკრძალეს... როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ნერვიულობისგან სპაზმები მეწყება, რაც აფხაზეთმა დამიტოვა... 5 თვის განმავლობაში გიორგი კეკელიძესთან წიგნზე მუშაობისას, ეს ყველაფერი სულ გამიახლდა. იმ ეპიზოდების, დეტალების გახსენება ჩემთვის საოცრად მტკივნეული აღმოჩნდა. იმას, რასაც საკუთარ თავში ვბლოკავ და ვცდილობ, სიღრმეებში არ ჩავიდე, წიგნზე მუშაობისას მომიწია.

გიორგი კეკელიძე, ინგა ბენდელიანი, ილია თოფურია

- რა პროფესიის ბრძანდებით?

- აფხაზეთში სამედიცინო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული, ფსიქოლოგია-სოციოლოგიაზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ამ დიპლომს ვეღარ მოვესწარი... შემდეგ ცხოვრებამ სხვანაირად განმავითარა, სხვა პროფესიები შევიძინე (რამდენიმე ენაზე თავისუფლად ვლაპარაკობ), თუმცა ფსიქოლოგიას მაინც მივყევი და შეიძლება ვთქვა, რომ შტატგარეშე ფსიქოლოგი ვარ. თან, როდესაც, სახლში 2 პროფესიონალი სპორტსმენი გყავს, 4 შვილის დედა ხარ, გამოვლილი გაქვს ტრაგედია, ავტომატურად მომიწია ბევრ საკითხში ჩაწვდომამ.

- ომის დროს აფხაზეთში იყავით?

- 1992 წლის აგვისტოში ომი რომ დაიწყო, 5 დეკემბერს ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ, ამ ტრაგედიამ ფეხმძიმე უმძიმეს მდგომარეობაში ჩამაგდო - საჭმელს არ ვჭამდი, ფსიქოლოგიურადაც ცუდად ვიყავი. გარდა იმისა, რომ ადამიანები დავკარგეთ, იმ ადგილას ცხოვრება, სადაც ყველაფერი იბომბებოდა, ურთულესი იყო. ყველანაირად ვაკუუმში აღმოვჩნდი მეც და ჩემ გარშემო ყველა... ექიმებმა დედას უთხრეს, - პრაქტიკულად განწირულია, ვერ გადარჩება... იძულებულები გავხდით, დეკემბერში ქუთისში წამოვსულიყავით, სადაც თქვეს, - თბილისში წაიყვანეთო... მარიამი თბილისში, 1993 წლის მარტში დაიბადა... უფროსი შვილი მაშინ 2 წლის მყავდა... მარიამი სამი თვის იყო, როდესაც 1993 წლის ზაფხულში ხელშეკრულება დაიდო, ე.წ. „პერემირიე“ (შერიგება). სოხუმში დავბრუნდით, ჩავთვალეთ, რომ ომის კოშმარი დასრულდა.

თან ჩემი და სექტემბერში პირველ კლასში მიდიოდა. მოკლედ, გვეგონა, იმ ტკივილთან ერთად აფხაზეთში ყველანი ერთად ცხოვრებას გავაგრძელებდით, მაგრამ ჩასვლის შემდეგ, სექტემბერში ისევ საშინელება დაიწყო, ყველაფერი ჩაიკეტა. ბოლოს სამხედრო თვითმფრინავებშიც, რომლებსაც დაჭრილები გადაჰყავდათ, ვერც შევაღწიეთ... 27-ში სოხუმიდან 20 კილომეტრში, ჩვენს აგარაკზე ვიყავით. რუსებმა სამხედრო ჭაღები გამოკიდეს, რომლებიც ისე იშლებოდა, რომ დიდ მანძილს საოცრად ანათებდა... მამა სამხედრო საკითხებში ერკვეოდა, ის განათებული სივრცე რომ დაინახა, თქვა, - სოხუმი აიღეს!.. ვინაიდან ოჩამჩირიდანაც ძალიან ახლოს ვიყავით, გაირკვა, რომ ჩავიკეტეთ. ერთადერთი გზა აფხაზეთის სვანეთზე წასვლა იყო, ამასთან სახიფათოც, რადგან მოწინააღმდეგეების პოზიციების გავლა გვიწევდა, საიდანაც სამხედრო ჭურვებს ისროდნენ... მოკლედ, ვაბანკზე წავედით... მივდიოდით, მაგრამ არავინ იცოდა, გადავრჩებოდით თუ არა, თუმცა ეს იყო გადარჩენის მაინც ბოლო შანსი...

- ჭუბერის "გოლგოთაც" გაიარეთ?

- ჭუბერზე 12 დღე ვიარეთ. რა სირთულის გადალახვა არ დაგვჭირდა. კარვებში, მეცხვარეებთანაც მოგვწია ღამის გათენებამ. ესპადრელებით ვიყავი, 2-3 დღე როგორღაც ვუფრთხილდებოდი, თუმცა მერე ტალახმა ისე ჩაიტანა, ლამის ფეხებიც მომაძრო. შემდეგ იმ გზას ფეხებზე ცელოფანშემოხვეული მოვუყვებოდი. მადლობა აფხაზეთის სვანეთს, ჭუბერის მაცხოვრებლებს, რომ გზადაგზა გვეხმარებოდნენ... ეს წიგნი არ არის რომელიმე კონკრეტული მხარისთვის დაწერილი, ეს წიგნი საქართველოსთვის და ქართველებისთვისაა, ვინც ეს გაჭირვება გადაიტანა, გაითავისა... მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ისტორიები. საერთოდ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კრემლი მტერია!

- და საკუთარი, ასეთი ტკივილიანი ამბები ანდეთ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც ეს ყველაფერი წიგნად აქცია...

- 26 წელია საქართველოში არ ვცხოვრობ, გიორგი კეკელიძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ სოციალური ქსელიდან ვიცოდი. რომ მწერალი იყო, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და როგორც მწერლის, ადამიანის მიმართ სიმპათიები მქონდა. საქართველოში ილიასთან ერთად ქამრით რომ ჩავედით, დედა თინათინთან, ბერი ანდრიას ფონდში მივედით. დედა თინათინი ჩემი თანაკლასელია. გიორგიც იქ იყო... მითხრა, ილიაზე წიგნის დაწერა მინდაო. იმის გამო, რომ ვიცი ილიას დატვირთული გრაფიკი და რეჟიმი, მაშინვე ვუთხარი, რომ ის ახლა წიგნზე ინტენსიურად ვერ იმუშავებდა.

შეიძლება კვირები ისე გავიდეს, ილიას ტელეფონზეც ვერ დაველაპარაკო. ამიტომ შევთავაზე, თუ გინდათ, წიგნში ბევრი რამ გაშალოთ და არ იყოს მხოლოდ სპორტი, მაშინ არც ისე ცოტა სათქმელი მაქვს-მეთქი. ილია მსოფლიო ჩემპიონიც რომ არ ყოფილიყო, მიმაჩნია, რომ ჩემი ისტორია მაინც უნდა დაწერილიყო. სწორად გამიგეთ, ეს ამბიცია არ არის. აფხაზეთიდან როგორ წამოვედი, რა დაბრკოლებასაც ცხოვრებაში შევხვდი, რისი გადალახვაც მომიწია, სულ ვფიქრობდი, რომ ეს ხალხს უნდა სცოდნოდა. ჩემს ტკივილთან ერთად, ამით ჩემნაირი ადამიანების სათქმელიც მინდოდა მეთქვა...მოკლედ, შევთანხმდით და გადაწყდა, რომ გიორგისთვის ჩემი ისტორია მენდო. მასთან არაერთი გასაუბრების შემდეგ მივხდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ჩემს ნათქვამს სწორად რომ გადმოსცემდა. მე წიგნის თანაავტორი ვარ, მაგრამ არა მწერალი...

- აფხაზეთის შემდეგ, როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება და როგორ ზრდიდით შვილებს?

- 1993 წელს აფხაზეთი რომ დავტოვეთ, 1995 წლის დეკემბერში გერმანიაში წავედი, თუმცა გერმანიაში წასვლამდე ილიას და ალექსანდრეს მამაზე დავქორწინდი... ოჯახში რაც მეტი შვილია, ბავშვები მით უკეთესად იზრდებიან. გერმანიაში ერთ ოთახში 4 შვილს ვზრდიდით. ანა 5 წლის იყო, მარიამი - 3-ის, ალექსანდრე 1996 წლის იანვარში დაიბადა, 1997 წლის იანვარში კი ილია შეგვეძინა... გერმანიაში დიდი კარიერული ზრდა შემეძლო და ცხოვრების სხვანაირად მოწყობა, მაგრამ ვთქვი, რომ შვილებს ჩემი ახალგაზრდობა უნდა ვაჩუქო-მეთქი. თითოეულის უნარებს კარგად ვხედავდი და ვიცოდი, მათთვის რაც უნდა მიმეცა, რაზეც უკან არ დამიხევია. მიმაჩნია, რომ ბავშვებმა უმეტესი დრო მშობლებთან ერთად უნდა გაატარონ. შვილს, რაც შეგიძლია ცხოვრებაში გაუკეთო, შენი დრო უნდა აჩუქო. მას ამის შემდეგ მეტი პასუხისმგებლობა უმუშავდება. ჩემი შვილები სკოლიდან რომ ბრუნდებოდნენ, სახლში ვხდებოდი. დილასაც მათთან ერთად ვიწყებდი, ერთად ვეწეოდით, კარგი გაგებით, დღის რუტინას. საერთოდ, მთელი ოჯახი ყველაფერს ერთად ვაკეთებდით...

ანა, მარიამი, ალექსანდრე და ილია

მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ შვილებმა მშობლებს მადლობა უნდა გადაუხადონ. ადამიანებში ეს აზრი ახლაც მყარადაა გამჯდარი. არადა, დგება დრო, როცა სულ რომ ისე არ იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა, მშობლებმაც უნდა ისწავლონ, შვილებისთვის მადლობის გადახდა. მადლობა ჩემს შვილებს, რადგან, რაც მე და ჩემმა მეუღლემ მათთვის გავაკეთეთ, ყველაფერი ასმაგად სიკეთით დაგვიბრუნეს.

- როგორია იყო ჩემპიონის დედა?

- ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვიღაცას თავს ვახვევ. სიამაყეა ის, რომ სამყაროს ვაჩუქე პატიოსანი შვილები... ყველაფერი კი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე შევძელი - კარგი ცხოვრებიდან დევნილის სტატუსამდე, დევნილის სტატუსიდან ემიგრაციამდე, ემიგრაციიდან ისევ სამშობლოში და ისევ უცხო ქვეყანაში. ძალიან რთული იყო, ამას ბევრმა შეიძლება ვერც გაუძლოს... ერთ დღეს, როდესაც სკოლიდან მოსულმა ილიამ გამოგვიცხადა, მინდა მეტი დრო ვარჯიშს დავუთმოო და იქვე იგივე გაიმეორა ალექსანდრემაც, მე და ჩემმა მეუღლემ მსჯელობის შემდეგ ვუთხარით, - თუ სპორტში რაღაც არ გამოგივათ, არ დაგვაბრალოთ, რომ გაუნათლებლები დარჩით და სკოლაში არ იარეთ. მიაღწიეთ სპორტში წარმატებას და ის განათლებაც თავისით მოვა-თქო... რომ შევწინააღმდეგებოდით, შეიძლება იმ სკოლიდან მაინც წამოსულიყვნენ, არც სპორტით დაკავებულიყვნენ - ეს უკვე ცუდ შედეგს მოიტანდა.

მეუღლესთან ერთად

- 18 წელია ესპანეთში ცხოვრობთ. რა მოგცათ ამ ქვეყანამ?

- ეს არის ქვეყანა, სადაც არავინ გიკირკიტებს, აქ არავის უკითხავს, საერთოდ ვინ ვარ და რატომ ვცხოვრობ იქ. თავისუფალი ქვეყანაა. მით უმეტეს თუ ამ ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ ერთ ნაბიჯსაც გადადგამ, ხომ საერთოდ, გულში გიხუტებს. ასეთ დროს ასეთი ქვეყნის მიმართ თავადაც პასუხისმგებლობა გიმუშავდება, მეტად გიყვარდება და მოტივაცია გეზრდება. ესპანეთში არავინ არაფერში გაფერხებს, წინსვლაში ხელს არ გიშლიან.

- როგორი ბებია ხართ?

- ბებიაც და დედაც ძალიან მეგობრული, თბილი ვარ, მათ ჩემთან ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი. ამავდროულად ძალიან მკაცრიც ვარ, უშენიშვნოდ არაფერს ვტოვებ... მე როგორც დედას და როგორც ბებიას, მაქვს როლი, რომელსაც არაფერი უნდა გამომეპაროს, რადგან თუ რაიმე გამომეპარა, შეიძლება ეს მათ წინ დახვდეს. ილია ჩემზე მეტად ვის უყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვაკრიტიკებ...

თვითონ ძალიან თბილი და მშრომელი ადამიანია, სენტიმენტალურიც, თავის ოჯახსა და ახლობელ ადამიანებზე ზედმეტად შეყვარებული. არავინ სძულს, არავის არაფერს უმტკიცებს. ერთადერთი, ვისაც რაიმეს უმტკიცებს, მხოლოდ საკუთარ თავს და მასში ყველაზე მეტად ეს მომწონს. საერთოდ, ძალიან მოწესრიგებულია. ილიაზე არანაკლებები არიან დანარჩენებიც. განათლებულები (გოგოები გერმანისტები), წესიერები. თითოეული ძალიან საყვარლი და საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანია. ეს ყველაფერი მათში კოდივითაა ჩადებული. მინდა, ისინიც სამყარომ გაიცნოს... მალე ალექსანდრეც იბრძოლებს. მან კარიერაზე თავიდან ილიას გამო თქვა უარი. ცოტათი უკან დახია კარიერული წინსვლა, მაგრამ დღესდღეობით კონტრაქტზე ხელი მოწერილი აქვს და ილიას აბუ-დაბიში ბრძოლის შემდეგ, უკვე ალექსანდრეს დებიუტიც შედგება...

- წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს.