პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავენ ბილბორდებს ქალაქში" - ვაშაძე
"მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავენ ბილბორდებს ქალაქში" - ვაშაძე

მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნია „ვი­სო­ლი“ „ოც­ნე­ბის“ და­ვა­ლე­ბით არ გვიკ­რავს ბილ­ბორ­დებს ქა­ლაქ­ში - მივ­მარ­თავ „ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რისი გე­ში­ნი­ათ? რა­ტომ მი­მარ­თავთ ასეთ ხრი­კებს? - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის, რომ „ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, კომ­პა­ნია „ვი­სო­ლი“ მათი პარ­ტი­ის ბილ­ბორ­დებს ქა­ლაქ­ში არ ათავ­სებს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მარ­ცხს ვერ უშ­ვე­ლის“.

„დღეს მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნია „ვი­სო­ლი“ „ოც­ნე­ბის“ და­ვა­ლე­ბით არ გვიკ­რავს ბილ­ბორ­დებს ქა­ლაქ­ში, რო­მელ­ზეც არის ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ბილ­ბორ­დე­ბის ში­ნა­არ­სი არის, რომ „ერ­თი­ა­ნო­ბამ“ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, იმის­თვის, რომ წა­ვი­დეთ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ. ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა გვაქვს, რომ მო­ვი­შო­როთ „ოც­ნე­ბა“ და ივა­ნიშ­ვი­ლი.

მივ­მარ­თავ „ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რისი გე­ში­ნი­ათ? რა­ტომ მი­მარ­თავთ ასეთ ხრი­კებს? მივ­მარ­თავ კომ­პა­ნია „ვი­სოლს“, გა­მო­დით და თქვით, არის თუ არა კონ­ტრაქ­ტი და­დე­ბუ­ლი? არის თუ არა თან­ხა ჩა­რი­ცხუ­ლი თქვენს ან­გა­რიშ­ზე და რა უფ­ლე­ბით არ აკ­რავთ ამ ბილ­ბორ­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?! ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის­გან, ბილ­ბორ­დე­ბის არ გაკ­ვრა ვერ გიშ­ვე­ლით.

ეს ხრი­კე­ბი „ოც­ნე­ბას“ ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ უშ­ვე­ლის. მივ­მარ­თავ ივა­ნიშ­ვილს, კო­ბა­ხი­ძეს - თქვენ მარ­ცხდე­ბით და ახლა ცდი­ლობთ, ასე­თი გზით, ასე­თი ხრი­კე­ბით, რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­ას­წო­როთ მდგო­მა­რე­ო­ბა? თქვენ რა უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ა­კა­რით ამ ბილ­ბორ­დებ­ზე, მთე­ლი მსოფ­ლიო აღ­შფო­თე­ბუ­ლია. ჩვენ კი ვამ­ბობთ იმას, რაც სი­მარ­თლეა. დიახ, იმის­თვის, რომ გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, უნდა მო­ვი­შო­როთ ივა­ნიშ­ვი­ლი და „ოც­ნე­ბა“. უნდა მო­ვი­შო­როთ იმის­თვის, რომ გავ­ხდეთ ევ­რო­პის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი, მი­ვი­ღოთ 14 მი­ლი­არ­დი, გან­ვა­ვი­თა­როთ ეკო­ნო­მი­კა, ავა­შე­ნოთ ქვე­ყა­ნა და ამას წინ ეღო­ბე­ბით თქვენ. ამი­ტომ, ნუ გე­ში­ნი­ათ, მო­ემ­ზა­დეთ და­მარ­ცხე­ბის­თვის, ეს ხრი­კე­ბი თქვენ ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გიშ­ვე­ლით“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ავტორი:

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავენ ბილბორდებს ქალაქში" - ვაშაძე

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავენ ბილბორდებს ქალაქში" - ვაშაძე

მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში - მივმართავ „ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ „ივანიშვილის დავალებით, კომპანია „ვისოლი“ მათი პარტიის ბილბორდებს ქალაქში არ ათავსებს, „ქართული ოცნების“ მარცხს ვერ უშველის“.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ „ერთიანობამ“ უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ. ნომერ პირველი ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ „ოცნება“ და ივანიშვილი.

მივმართავ „ოცნების” წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია „ვისოლს“, გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული? არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისგან, ბილბორდების არ გაკვრა ვერ გიშველით.

ეს ხრიკები „ოცნებას“ ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის. მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა. დიახ, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და „ოცნება“. უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მივიღოთ 14 მილიარდი, განვავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ქვეყანა და ამას წინ ეღობებით თქვენ. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით“,- განაცხადა ვაშაძემ.