სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის გარშემო: სად გაუჩინარდა უსპენსკაიას ქალიშვილი - "ან უკრაინაშია ან ეს უკავშირდება მის მეგობარს, რომელსაც ლუბას მოკვლა სურს"
სკანდალი კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის გარშემო: სად გაუჩინარდა უსპენსკაიას ქალიშვილი - "ან უკრაინაშია ან ეს უკავშირდება მის მეგობარს, რომელსაც ლუბას მოკვლა სურს"

ორი დღის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 34 წლის ტა­ტი­ა­ნა პლაქ­სი­ნა, რომ­ლის დე­დაც, ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი ლუბა უს­პენ­სკა­ი­აა, და­ი­კარ­გა. რო­დე­საც მომ­ღე­რა­ლი ბა­ქო­დან დაბ­რუნ­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ შვი­ლი სახ­ლში აღარ იყო, მაგ­რამ თან არ ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­ა­ნა ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნა­ხეს — სწო­რედ იმ დღეს, რო­დე­საც უს­პენ­სკა­ია ბა­ქო­ში გა­ემ­გზავ­რა. ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ შე­საძ­ლოა, ქალი დე­დის შან­ტა­ჟის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცეს. რუ­სუ­ლი მე­დია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პლაქ­სი­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ლუ­განსკში და დო­ნეცკ­ში დე­დას­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან იყოს კავ­შირ­ში.

რო­გორც მომ­ღერ­ლის ად­ვო­კატ­მა ელე­ნა სე­ნი­ნამ გა­ნა­ცხა­და, ტა­ტი­ა­ნა, რო­მელ­საც ადრე ნარ­კო­ტი­კებ­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, შე­საძ­ლოა კვლავ ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და და ის უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ასე­ვე უშ­ვებს ვა­რა­უდს, რომ შე­საძ­ლოა, ეს უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იყოს მო­წყო­ბი­ლი.

  • დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო წლებ­ში პლაქ­სი­ნა არ იღებ­და ნარ­კო­ტი­კებს, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი მე­გობ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა, რო­მელ­საც ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის მიზ­ნით ლუ­ბას მოკ­ვლა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი.

უს­პენ­სკა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის და­კარ­გვის ფაქტს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. მომ­ღერ­ლის ად­ვო­კა­ტი თვლის, რომ შე­საძ­ლოა შვი­ლი აი­ძუ­ლონ, რომ დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ ინ­ტერ­ვიუ მის­ცეს და მისი პრო­რუ­სუ­ლი პო­ზი­ცია გა­აკ­რი­ტი­კოს. ცნო­ბი­ლია, რომ უს­პენ­სკა­ია პუ­ტი­ნის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­დეო არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ უს­პენ­სკა­ი­ას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ელი­ან, რომ ეს მალე მოხ­დე­ბა.

"ლუ­ბას ქა­ლიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში არის ასე­თი გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ტა­ი­სია. ის, შე­საძ­ლოა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის გაქ­რო­ბას­თან. იმე­დი მაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ვი­გებთ, სად იმ­ყო­ფე­ბა ტა­ტი­ა­ნა. რო­გორც ახლა მი­თხრეს, ამ ტა­ი­სი­ას ლუ­ბას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი, წე­რი­ლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და მომ­ღერ­ლის მე­გო­ბარ­მა.

სე­ნი­ნა აცხა­დებს, რომ კრი­მი­ნა­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ არის უს­პენ­სკა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, არა­მედ მისი დე­დაა, „იმის გამო, რომ ლუბა კი­ე­ვი­დან არის და ღიად უჭერს მხარს რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას უკ­რა­ი­ნის მი­მართ“.

ავტორი:

სკანდალი კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის გარშემო: სად გაუჩინარდა უსპენსკაიას ქალიშვილი - "ან უკრაინაშია ან ეს უკავშირდება მის მეგობარს, რომელსაც ლუბას მოკვლა სურს"

სკანდალი კრემლის პროპაგანდისტი მომღერლის გარშემო: სად გაუჩინარდა უსპენსკაიას ქალიშვილი - "ან უკრაინაშია ან ეს უკავშირდება მის მეგობარს, რომელსაც ლუბას მოკვლა სურს"

ორი დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ტატიანა პლაქსინა, რომლის დედაც, ცნობილი რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაიაა, დაიკარგა. როდესაც მომღერალი ბაქოდან დაბრუნდა, სადაც რამდენიმე კონცერტი გამართა, აღმოაჩინა, რომ შვილი სახლში აღარ იყო, მაგრამ თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტატიანა ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს — სწორედ იმ დღეს, როდესაც უსპენსკაია ბაქოში გაემგზავრა. ახლობლები თვლიან, რომ შესაძლოა, ქალი დედის შანტაჟის მიზნით გაიტაცეს. რუსული მედია არ გამორიცხავს, რომ პლაქსინას გაუჩინარება ლუგანსკში და დონეცკში დედასთან ერთად მოგზაურობასთან იყოს კავშირში.

როგორც მომღერლის ადვოკატმა ელენა სენინამ განაცხადა, ტატიანა, რომელსაც ადრე ნარკოტიკებთან ჰქონდა პრობლემები, შესაძლოა კვლავ ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა და ის უკრაინაში გადაიყვანეს. ასევე უშვებს ვარაუდს, რომ შესაძლოა, ეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყოს მოწყობილი.

  • დედის ინფორმაციით, ბოლო წლებში პლაქსინა არ იღებდა ნარკოტიკებს, მაგრამ შესაძლოა ყოფილი მეგობრის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც ქონების მითვისების მიზნით ლუბას მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

უსპენსკაიას ქალიშვილის დაკარგვის ფაქტს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იძიებს. მომღერლის ადვოკატი თვლის, რომ შესაძლოა შვილი აიძულონ, რომ დედის წინააღმდეგ ინტერვიუ მისცეს და მისი პრორუსული პოზიცია გააკრიტიკოს. ცნობილია, რომ უსპენსკაია პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ჯერჯერობით ვიდეო არ გავრცელებულა, მაგრამ უსპენსკაიას წარმომადგენლები ელიან, რომ ეს მალე მოხდება.

"ლუბას ქალიშვილის გარემოცვაში არის ასეთი გოგონა, სახელად ტაისია. ის, შესაძლოა, დაკავშირებულია მის გაქრობასთან. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გავიგებთ, სად იმყოფება ტატიანა. როგორც ახლა მითხრეს, ამ ტაისიას ლუბას მკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ამის დამადასტურებელი ფაქტები, წერილები, ფოტოები და ვიდეოები გვაქვს“, - განაცხადა მომღერლის მეგობარმა.

სენინა აცხადებს, რომ კრიმინალების მთავარი მიზანი არ არის უსპენსკაიას ქალიშვილი, არამედ მისი დედაა, „იმის გამო, რომ ლუბა კიევიდან არის და ღიად უჭერს მხარს რუსეთის პოლიტიკას უკრაინის მიმართ“.