პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ისრაელელებს გავაგიჟებთ!“ - ირანი და “ჰეზბოლა“ ისრაელს ემუქრებიან
“ისრაელელებს გავაგიჟებთ!“ - ირანი და “ჰეზბოლა“ ისრაელს ემუქრებიან

“ჩვენ არ გავ­ცემთ ცა­რი­ელ და­პი­რე­ბებს. პრაქ­ტი­კა­ში ვაჩ­ვე­ნეთ, რომ მტკი­ცედ ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით აგ­რე­სო­რებს, რო­მელ­თა მი­ზა­ნი ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვაა და ჩვე­ნი პა­სუ­ხი მათ­თვის სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, ნა­სერ ქა­ნა­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ირა­ნი ის­რა­ე­ლის არ­ცერთ აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბას უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს.

“ირა­ნი უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს სი­ო­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის არ­ცერთ აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბას, რომ­ლის სა­მიზ­ნე ირა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბია. ეს რე­ჟი­მი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის და სა­პა­სუ­ხოდ ირა­ნი შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ი­ღებს“, - აღ­ნიშ­ნა ირა­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

  • ის­რა­ე­ლის მიერ, ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­ი­ე­რი­შებს პა­სუ­ხობს “ჰეზ­ბო­ლაც“. დაჯ­გუ­ფე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი სა­კად­რის პა­სუ­ხის გას­ცე­მენ ის­რა­ელს.

“ჰეზ­ბო­ლას“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლის, ნაიმ ქა­სე­მის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი ლი­ბან­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტას აშშ-ს სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რით ახორ­ცი­ე­ლებს და “ჰეზ­ბო­ლა“ გა­აგ­რძე­ლებს ის­რა­ელ­თან ბრძო­ლას და გა­ი­მარ­ჯვებს.

“ის­რა­ე­ლი სჩა­დის და­ნა­შა­ულს და ახორ­ცი­ე­ლებს ხოც­ვა-ჟლე­ტას ლი­ბა­ნის ყვე­ლა კუ­თხე­ში. ის­რა­ელ­მა აირ­ჩია კონ­კრე­ტუ­ლი სოფ­ლე­ბი და ქა­ლა­ქე­ბი და სახ­ლე­ბი და ყვე­ლა სახ­ლს ამ­ჩნე­ვია ის­რა­ე­ლის აგ­რე­სი­ის კვა­ლი. ის­რა­ე­ლი უტევს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, მე­დი­კო­სებს. ის­რა­ე­ლი უტევს ყვე­ლას, ვინც ქუ­ჩა­ში და­დის და ყვე­ლას, ვინც სახ­ლებ­ში რჩე­ბა. ისი­ნი მებ­რძო­ლე­ბი არ არი­ან. ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბი კლა­ვენ, სჩა­დი­ან ხოც­ვა-ჟლე­ტას და და­ნა­შა­ულს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს უჭერს ის­რა­ელს და ამე­რი­კა არის ის­რა­ე­ლის პარტნი­ო­რი ყვე­ლა­ფერ­ში, შე­უ­ზღუ­და­ვი სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რით“, - აღ­ნიშ­ნა “ჰეზ­ბო­ლას” გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ.

მისი თქმით, მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად, “ჰეზ­ბო­ლა“ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

“ტკი­ვი­ლი არის, მსხვერ­პლი არის. მაგ­რამ ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ჩვენ გვიყ­ვარს მო­წა­მე­ო­ბა. ჩვენ დიდი მსხვერ­პლი გვქონ­და პე­ი­ჯე­რის ოპე­რა­ცი­ე­ბის და ლი­დე­რე­ბის მო­წა­მე­ობ­რი­ვი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ. ეს რომ სხვა­გან მომ­ხდა­რი­ყო, ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­იშ­ლე­ბო­და, ჩვენ არ და­ვი­შა­ლეთ. ვაგ­რძე­ლებთ ტან­ჯვი­სა და მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ის­ლა­მურ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ის­რა­ელ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას პა­ლეს­ტი­ნი­სა და ღა­ზას მხარ­და­სა­ჭე­რად და ჩვე­ნი ლი­ბა­ნე­ლი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად“, - აღ­ნიშ­ნა “ჰეზ­ბო­ლას” გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ.

მისი მტკი­ცე­ბით, “ჰეზ­ბო­ლა“ ამ­ჟა­მად მი­ნი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას იყე­ნებს.

“ჩვენ საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რე­ბი ვართ და ის­რა­ე­ლე­ლებს გა­ვა­გი­ჟებთ, რად­გან ისი­ნი ვე­რას­დროს შეძ­ლე­ბენ ჩვენს სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­აღ­წი­ონ, და­არ­ტყან და და­ა­ზა­რა­ლონ“, - აღ­ნიშ­ნა ნაიმ ქა­სემ­მა.

დღეს დი­ლით, ის­რა­ელ­მა ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ზე ავი­ა­დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ლი­ბან­ში არ­სე­ბულ­მა “პა­ლეს­ტი­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხალ­ხო ფრონტმა“ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად, მისი სამი წევ­რი და­ი­ღუ­პა.

“პა­ლეს­ტი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხალ­ხო ფრონტმა“ პი­რო­ბა დადო, რომ “გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გზას მა­ნამ, სა­ნამ ოკუ­პა­ცია არ შე­წყდე­ბა, რაც არ უნდა დიდი დრო დას­ჭირ­დეს და რამ­ხე­ლა მსხვერ­პლიც არ უნდა დას­ჭირ­დეს“.

ამას­თან, დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰა­მა­სმა“ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის მიერ ლი­ბა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ლი­ბან­ში მისი ლი­დე­რი, ფა­ტეჰ შე­რიფ აბუ ელ-ამი­ნი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 1000-ზე მეტი ლი­ბა­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 6000 და­იჭ­რა. მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა, მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­ხუ­თედ­მა და­ტო­ვა სახ­ლე­ბი.

ის­რა­ე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰეზ­ბო­ლას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი - მათ შო­რის მისი ლი­დე­რი სე­ი­ედ ჰა­სან ნას­რა­ლა და­ი­ღუპ­ნენ.

ის­რა­ელ­მა პი­რო­ბა დადო, რომ გა­აგ­რძე­ლებს ოპე­რა­ცი­ებს, რად­გან სურს, რომ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ჩრდი­ლო­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი კვლავ უსაფრ­თხო გა­ხა­დოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ისრაელელებს გავაგიჟებთ!“ - ირანი და “ჰეზბოლა“ ისრაელს ემუქრებიან

“ისრაელელებს გავაგიჟებთ!“ - ირანი და “ჰეზბოლა“ ისრაელს ემუქრებიან

“ჩვენ არ გავცემთ ცარიელ დაპირებებს. პრაქტიკაში ვაჩვენეთ, რომ მტკიცედ ვუპირისპირდებით აგრესორებს, რომელთა მიზანი ირანის ეროვნული უსაფრთხოების დარღვევაა და ჩვენი პასუხი მათთვის სამწუხარო იქნება“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანი ისრაელის არცერთ აგრესიულ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.

“ირანი უპასუხოდ არ დატოვებს სიონისტური რეჟიმის არცერთ აგრესიულ ქმედებას, რომლის სამიზნე ირანის ინტერესებია. ეს რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება ჩადენილი დანაშაულებისთვის და საპასუხოდ ირანი შესაბამის ზომებს მიიღებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

  • ისრაელის მიერ, ბოლო დროს განხორციელებულ ავიაიერიშებს პასუხობს “ჰეზბოლაც“. დაჯგუფების გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ისინი საკადრის პასუხის გასცემენ ისრაელს.

“ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილის, ნაიმ ქასემის განცხადებით, ისრაელი ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას აშშ-ს სრული მხარდაჭერით ახორციელებს და “ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელთან ბრძოლას და გაიმარჯვებს.

“ისრაელი სჩადის დანაშაულს და ახორციელებს ხოცვა-ჟლეტას ლიბანის ყველა კუთხეში. ისრაელმა აირჩია კონკრეტული სოფლები და ქალაქები და სახლები და ყველა სახლს ამჩნევია ისრაელის აგრესიის კვალი. ისრაელი უტევს მშვიდობიან მოსახლეობას, მედიკოსებს. ისრაელი უტევს ყველას, ვინც ქუჩაში დადის და ყველას, ვინც სახლებში რჩება. ისინი მებრძოლები არ არიან. ისრაელის ძალები კლავენ, სჩადიან ხოცვა-ჟლეტას და დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს უჭერს ისრაელს და ამერიკა არის ისრაელის პარტნიორი ყველაფერში, შეუზღუდავი სამხედრო მხარდაჭერით“, - აღნიშნა “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, მსხვერპლის მიუხედავად, “ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

“ტკივილი არის, მსხვერპლი არის. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვიყვარს მოწამეობა. ჩვენ დიდი მსხვერპლი გვქონდა პეიჯერის ოპერაციების და ლიდერების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ. ეს რომ სხვაგან მომხდარიყო, ნებისმიერი ორგანიზაცია დაიშლებოდა, ჩვენ არ დავიშალეთ. ვაგრძელებთ ტანჯვისა და მსხვერპლის მიუხედავად. ჩვენ გავაგრძელებთ ისლამურ წინააღმდეგობას. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან დაპირისპირებას პალესტინისა და ღაზას მხარდასაჭერად და ჩვენი ლიბანელი ხალხის დასაცავად“, - აღნიშნა “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილემ.

მისი მტკიცებით, “ჰეზბოლა“ ამჟამად მინიმალურ ძალისხმევას იყენებს.

“ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ და ისრაელელებს გავაგიჟებთ, რადგან ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს მიაღწიონ, დაარტყან და დააზარალონ“, - აღნიშნა ნაიმ ქასემმა.

დღეს დილით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ავიადარტყმები განახორციელა. ლიბანში არსებულმა “პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტმა“ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი სამი წევრი დაიღუპა.

“პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტმა“ პირობა დადო, რომ “გააგრძელებს ბრძოლისა და წინააღმდეგობის გზას მანამ, სანამ ოკუპაცია არ შეწყდება, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს და რამხელა მსხვერპლიც არ უნდა დასჭირდეს“.

ამასთან, დაჯგუფება “ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიბანში მისი ლიდერი, ფატეჰ შერიფ აბუ ელ-ამინი და მისი ოჯახის წევრები დაიღუპნენ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, განხორციელებული თავდასხმების შედეგად ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1000-ზე მეტი ლიბანელი დაიღუპა და 6000 დაიჭრა. მთავრობამ განაცხადა, რომ მილიონმა ადამიანმა, მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა დატოვა სახლები.

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰეზბოლას მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის მისი ლიდერი სეიედ ჰასან ნასრალა დაიღუპნენ.

ისრაელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ოპერაციებს, რადგან სურს, რომ მაცხოვრებლებისთვის ჩრდილოეთის ტერიტორიები კვლავ უსაფრთხო გახადოს.

იხილეთ ასევე: