სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიული არჩევნები რუსული აქცენტით - ჰერბერტ კიკლი, რომელიც ჰიტლერივით "სახალხო კანცლერობას" აპირებდა, იმარჯვებს, თუმცა ქვეყანას ვერ მართავს
ავსტრიული არჩევნები რუსული აქცენტით - ჰერბერტ კიკლი, რომელიც ჰიტლერივით "სახალხო კანცლერობას" აპირებდა, იმარჯვებს, თუმცა ქვეყანას ვერ მართავს

ავ­სტრი­ის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე, პო­პუ­ლის­ტუ­რი პარ­ტია "თა­ვი­სუფ­ლე­ბა", რო­მელ­საც ჰერ­ბერტ კიკ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში უფრო მეტ ად­გილს იკა­ვებს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, მაგ­რამ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას ვერ შექ­მნის.

“დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ცნო­ბით, ავ­სტრი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 29.2 %-ი მო­ი­პო­ვა.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა მმარ­თვე­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი „ავ­სტრი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტია“, რო­მელ­საც კან­ცლე­რი არლ ნე­ჰა­მე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს და რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 26.5% მი­ი­ღო. ავ­სტრი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ - 21.1%, პარ­ტი­ამ "ახა­ლი ავ­სტრია და ლი­ბე­რა­ლუ­რი ფო­რუ­მი“ - 9%, მწვა­ნე­ებ­მა კი - 8%.

მცი­რე პარ­ტი­ებ­მა, რო­გო­რი­ცაა "ავ­სტრი­ის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია“ და "ლუ­დის პარ­ტია“, ავ­სტრი­ის პარ­ლა­მენ­ტში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო ხმე­ბის 4%-ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბი მი­ი­ღეს.

ხმე­ბის დათ­ვლი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ფოს­ტით გაგ­ზავ­ნი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. დარ­ჩე­ნი­ლი ხმე­ბის დათ­ვლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 3 ოქ­ტომ­ბრამ­დე მოხ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­სტრი­ის პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ იმ იდე­ის გარ­შე­მო, რომ კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა შე­უძ­ლე­ბე­ლია ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" (FPO) ლი­დერ­თან, ჰერ­ბერტ კიკლთან.

FPO-ს კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა დას­ჭირ­დე­ბა ერთ ან ორ პარ­ტი­ას­თან სა­ი­მი­სოდ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს და სტა­ბი­ლუ­რი მთავ­რო­ბა შექ­მნას - მაგ­რამ როცა კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ პარ­ტი­ებ­მა კონ­სულ­ტა­ცია გა­მარ­თეს, ამ­გვა­რი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის სურ­ვი­ლი არ გა­მო­უ­ხა­ტავს არ­ცერთ პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორს.

"პო­პუ­ლის­ტე­ბი" კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნას და ქვეყ­ნის მარ­თავს ვერ შეძ­ლე­ბენ.

ავ­სტრი­ა­ში, პრო­რუ­სუ­ლო­ბით ცნო­ბი­ლი ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი დიდი ხა­ნია არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ინ­სტრი­მის ნა­წი­ლი და არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც, თუმ­ცა ისი­ნი ვე­რას­დროს იქ­ცნენ დიდ პარ­ტი­ად, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას.

ფაქ­ტია, ავ­სტრი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის გა­რე­შე კიკ­ლი ვერ შეძ­ლებს მთავ­რო­ბის შექ­მნას. მის­მა ლი­დერ­მა და ქვეყ­ნის კან­ცლერ­მა ნე­ჰა­მერ­მა საკ­მა­ოდ ნათ­ლად ისა­უბ­რა ამ თე­მა­ზე.

"კიკლთან სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - თქვა მან.

მწვა­ნე­ებ­მა, ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ვან დერ ბე­ლე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ასე­ვე მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხეს პარტნი­ო­რო­ბა FPÖ-სთან მისი "ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი“ პო­ზი­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის დაგ­მო­ბა­ზე უა­რის გამო, თუმ­ცა Kickl-ის პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა ავ­სტრი­ა­ში და ავ­სტრი­უ­ლი ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის გაზ­რდი­ლი წონა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ბრი­უ­სელ­სა და კი­ევ­ში ნამ­დვილდ არ უხ­რი­ათ.

კიკ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ავ­სტრი­ე­ლებს დაჰ­პირ­და, რომ აა­შე­ნებ­და "ავ­სტრი­ის ცი­ხე­სი­მაგ­რე“, რო­მე­ლიც მიგ­რან­ტე­ბის­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და.

კამ­პა­ნი­ის დროს ის ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ გახ­დე­ბო­და "სა­ხალ­ხო კან­ცლე­რი" (Volkskanzler), რა­მაც ზო­გი­ერთ ავ­სტრი­ელს გა­ახ­სე­ნა ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში ადოლფ ჰიტ­ლე­რის აღ­სა­წე­რად.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­ას­რუ­ლებ­და უკ­რა­ი­ნის ამ­ბი­ცი­ებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ეს ქვე­ყა­ნა გა­მო­ა­ცხა­და "საფრ­თხედ ევ­რო­პუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის“ და პი­რო­ბა დადო, რომ დაბ­ლო­კავ­და კი­ევ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა ის ამას ნამ­დვი­ლად ვერ მო­ა­ხერ­ხებს.

სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხზე, ავ­სტრია, Kickl-ის აზ­რით, პირ­ველ რიგ­ში ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს, რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ვე­ნას რუ­სუ­ლი გაზი სჭირ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ავ­სტრი­ა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გუ­შინ ჩა­ტარ­და. ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 78% შე­ად­გი­ნა.

ავტორი:

ავსტრიული არჩევნები რუსული აქცენტით - ჰერბერტ კიკლი, რომელიც ჰიტლერივით "სახალხო კანცლერობას" აპირებდა, იმარჯვებს, თუმცა ქვეყანას ვერ მართავს

ავსტრიული არჩევნები რუსული აქცენტით - ჰერბერტ კიკლი, რომელიც ჰიტლერივით "სახალხო კანცლერობას" აპირებდა, იმარჯვებს, თუმცა ქვეყანას ვერ მართავს

ავსტრიის ულტრამემარჯვენე, პოპულისტური პარტია "თავისუფლება", რომელსაც ჰერბერტ კიკლი ხელმძღვანელობს, არჩევნების შემდეგ პარლამენტში უფრო მეტ ადგილს იკავებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის მმართველ კოალიციას ვერ შექმნის.

“დოიჩე ველეს“ ცნობით, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ არჩევნებში ხმების 29.2 %-ი მოიპოვა.

მეორე ადგილზეა მმართველი კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“, რომელსაც კანცლერი არლ ნეჰამერი ხელმძღვანელობს და რომელმაც არჩევნებში ხმების 26.5% მიიღო. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 21.1%, პარტიამ "ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი“ - 9%, მწვანეებმა კი - 8%.

მცირე პარტიებმა, როგორიცაა "ავსტრიის კომუნისტური პარტია“ და "ლუდის პარტია“, ავსტრიის პარლამენტში წარმომადგენლობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების 4%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები მიიღეს.

ხმების დათვლისას გაითვალისწინეს ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების უმრავლესობა. დარჩენილი ხმების დათვლა, სავარაუდოდ, 3 ოქტომბრამდე მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის პარტიების ლიდერები გაერთიანდნენ იმ იდეის გარშემო, რომ კოალიციის შექმნა შეუძლებელია ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლების" (FPO) ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან.

FPO-ს კოალიციის შექმნა დასჭირდება ერთ ან ორ პარტიასთან საიმისოდ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და სტაბილური მთავრობა შექმნას - მაგრამ როცა კენჭისყრის შემდეგ პარტიებმა კონსულტაცია გამართეს, ამგვარი კოალიციის შექმნის სურვილი არ გამოუხატავს არცერთ პოტენციურ პარტნიორს.

"პოპულისტები" კოალიციური მთავრობის შექმნას და ქვეყნის მართავს ვერ შეძლებენ.

ავსტრიაში, პრორუსულობით ცნობილი ულტრამემარჯვენეები დიდი ხანია არიან პოლიტიკური მეინსტრიმის ნაწილი და არაერთხელ ყოფილან ხელისუფლებაშიც, თუმცა ისინი ვერასდროს იქცნენ დიდ პარტიად, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ქვეყანას.

ფაქტია, ავსტრიის სახალხო პარტიის გარეშე კიკლი ვერ შეძლებს მთავრობის შექმნას. მისმა ლიდერმა და ქვეყნის კანცლერმა ნეჰამერმა საკმაოდ ნათლად ისაუბრა ამ თემაზე.

"კიკლთან სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია", - თქვა მან.

მწვანეებმა, ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრე ვან დერ ბელენის ხელმძღვანელობით, ასევე მთლიანად გამორიცხეს პარტნიორობა FPÖ-სთან მისი "ანტიევროპული“ პოზიციისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე უარის გამო, თუმცა Kickl-ის პარტიის გამარჯვება ავსტრიაში და ავსტრიული ულტრამემარჯვენეების გაზრდილი წონა ევროპარლამენტში ბრიუსელსა და კიევში ნამდვილდ არ უხრიათ.

კიკლი წინასაარჩევნოდ ავსტრიელებს დაჰპირდა, რომ ააშენებდა "ავსტრიის ციხესიმაგრე“, რომელიც მიგრანტებისთვის მიუღწეველი იქნებოდა.

კამპანიის დროს ის ასევე ამბობდა, რომ გახდებოდა "სახალხო კანცლერი" (Volkskanzler), რამაც ზოგიერთ ავსტრიელს გაახსენა ტერმინი, რომელიც გამოიყენება ნაცისტურ გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის აღსაწერად.

მან ასევე განაცხადა, რომ დაასრულებდა უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრების თაობაზე, ეს ქვეყანა გამოაცხადა "საფრთხედ ევროპული სოფლის მეურნეობისთვის“ და პირობა დადო, რომ დაბლოკავდა კიევთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა ის ამას ნამდვილად ვერ მოახერხებს.

სანქციების საკითხზე, ავსტრია, Kickl-ის აზრით, პირველ რიგში ეროვნული ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ვენას რუსული გაზი სჭირდება.

შეგახსენებთ, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 78% შეადგინა.