პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია
სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სრულ­ყო­ფი­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი იმ­სა­ხუ­რებს ისეთ აღ­ტა­ცე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას, რო­გორ­საც Lexus-ი. ასო­ცი­რე­ბუ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბას­თან, ინო­ვა­ცი­ებ­სა და შე­უ­და­რე­ბელ ოს­ტა­ტო­ბას­თან, ის მუდ­მი­ვად სცილ­დე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­ჟი­ნე­რი­ის სა­ზღვრებს. ამ თავ­და­დე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ლექ­სუ­სის ახა­ლი მო­დე­ლი - GX 550. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცოტა ხნის წინ ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქ­ტა­უ­ში, Lexus Kazakhstan-მა, Lexus Europe-მა და ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ამ წა­რუდ­გი­ნეს. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და 25 მე­დია წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან, სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან.

შეხ­ვედ­რა სა­ინ­ფორ­მა­ციო თვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო - დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და ახ­ლოს გაც­ნო­ბო­და GX-ის ინო­ვა­ცი­ურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­სა და მის ტექ­ნი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ჩა­ტარ­და ე.წ . ტესტ დრა­ი­ვიც. ტესტ დრა­ი­ვის დროს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად იყ­ვნენ და­ყო­ფი­ლე­ბი. თი­თო­ე­ულ მათ­განს თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გიდი, ექი­მი და 14 ინ­სტრუქ­ტორ-მძღო­ლი ახ­ლდათ. სა­ტეს­ტო დრა­ი­ვი 5 მარ­შუტს მო­ი­ცავ­და.

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც უფრო მე­ტია, ვიდ­რე გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა - სწო­რედ ესაა Lexus GX-ის შექ­მნის მთა­ვა­რი იდეა. უნი­კა­ლუ­რი მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად, მო­დე­ლის ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი ზედ­მი­წევ­ნით, სრულ­ყო­ფი­ლე­ბამ­დე არის მიყ­ვა­ნი­ლი. ახა­ლი GX 550-ი უფრო დიდი და გრან­დი­ო­ზუ­ლია, ვიდ­რე ის ოდეს­მე ყო­ფი­ლა. ფარ­თო დგო­მი­თა და ბორ­ბლებს შო­რის გაზ­რდი­ლი დის­ტან­ცი­ით, ის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის გზა­ზე და მე­ტიც, აუმ­ჯო­ბე­სებს შიდა სივ­რცე­სა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კომ­ფორ­ტის დო­ნეს მგზავ­რე­ბის­თვის.

ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის და­საძ­ლე­ვად ახა­ლი GX-ი მრა­ვა­ლი ისე­თი სის­ტე­მი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­გო­რე­ბი­ცაა:

MULTI-TERRAIN-SELECT - იგი­ვე რე­ლი­ე­ფის შე­სარ­ჩე­ვი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მძღოლს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ეკ­რან­ზე სა­სურ­ვე­ლი რე­ლი­ე­ფის ტიპი შე­არ­ჩი­ონ - იქ­ნე­ბა ეს ღორ­ღი, ქვი­შა, ტა­ლა­ხი თუ ღრმა თოვ­ლი. შერ­ჩე­ვის შემ­დეგ

ავ­ტო­მო­ბი­ლი ძრა­ვის სიმ­ძლავ­რე­სა და და­კი­დე­ბის სის­ტე­მას შე­სა­ბა­მის რე­ლი­ეფს თა­ვად მო­არ­გებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი KDSS სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გზის სა­ფა­რის მი­ხედ­ვით, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რის ჩა­კეტ­ვას ან ჩახ­სნას ავ­ტო­მა­ტუ­რად, ელექტრო­ნუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის პრო­ცესს უფრო კომ­ფორ­ტულ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნო ხდის.

არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა CRAWL CONTROL და DOWNHILL ASSIST CONTROL ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც ოფ­რო­უდ კრუ­იზ კონ­ტრო­ლი. ამ სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მძღოლს შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი სიჩ­ქა­რე (1-5 კმ/სთ) აარ­ჩი­ოს, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­მო­ბი­ლი თა­ვად ივ­ლის შერ­ჩე­უ­ლი სიჩ­ქა­რით. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­მა­ტე­ბი­თი და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სა თუ აქ­სე­ლე­რა­ცი­ის გა­რე­შე.

წინა მო­დე­ლე­ბის მსგავ­სად, უსაფრ­თხო­ე­ბა GX 550-ის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში ცენ­ტრა­ლურ ად­გილს იკა­ვებს, ამი­ტო­მაც მო­დე­ლი იყე­ნებს Lexus Safety System+ 3.0-ს, რაც მძღო­ლე­ბის სიმ­შვი­დის მაქ­სი­მა­ლურ გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა. Lexus Interface, 14 დი­უ­მი­ა­ნი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნი კი მგზავ­რო­ბის კომ­ფორ­ტუ­ლო­ბა­სა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

თა­ო­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში Lexus GX-ი უკომ­პრო­მი­სო ფუ­ფუ­ნე­ბი­სა და ურ­ყე­ვი სა­ი­მე­დო­ო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. ლექ­სუს GX-ი გას­ცდა ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ზღვრებს და და­ა­წე­სა ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი ლუქს SUV სეგ­მენ­ტის­თვის. უკ­ვდა­ვი დი­ზა­ი­ნით, მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თა და მძლავ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ლექ­სუს GX 550 სამ­ყა­როს სიღ­რმი­სე­უ­ლად შეც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ნა­ხეთ, რო­გორ შე­ა­ფა­სეს ლექ­სუ­სის ახა­ლი მო­დე­ლი - ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ­მა კონ­ტენტ კრე­ა­ტო­რებ­მა:

ნიკა აბა­ში­ძე:

„ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და ყვე­ლა დე­ტა­ლი ისე იყო და­გეგ­მი­ლი რომ იდე­ა­ლუ­რად იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია“.

ნინა ცქი­ტიშ­ვი­ლი:

„აქამ­დე არ მქო­ნია ლექ­სუ­სის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ ვარ. გარ­და იმი­სა, რომ LexusGX 550 -ს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვი­ზუ­ა­ლი აქვს, ის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­ოც­რად რბი­ლი სა­ტა­რე­ბე­ლია. და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არის გამ­ძლე. მისი სა­ჭის მარ­თვის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ო­ცა­რი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბა. ის და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი“.

გი­ორ­გი ისა­კა­ძე:

„2024 წლის Lexus GX იმ ფი­ლო­სო­ფი­ის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია, რომ­ლი­თაც ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ია­პო­ნუ­რი ავ­ტო­კონ­ცერ­ნის სა­მო­დე­ლო ხაზ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა, ჯერ კი­დევ შო­რე­ულ 2002 წელს. მას შემ­დეგ, Lexus GX-მა რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა გა­მო­იც­ვა­ლა, და­იხ­ვე­წა და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თა­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იპო­ვა - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ავ­ტო­მო­ბილ­ში, ძი­რი­თა­დად, კომ­ფორ­ტი, გამ­ძლე­ო­ბა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რო­ბა მოს­წონს, მაგ­რამ, არც ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად დატ­ვირ­თულ ოფ­რო­უდ­ზე ამ­ბობს უარს. რო­გორც ჩანს, ასე­თი ადა­მი­ა­ნი არც თუ ისე ცო­ტაა, რა­ზეც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ბა­ლუ­რად გა­ყი­დუ­ლი 600,000-მდე Lexus GX მი­უ­თი­თებს.

ამ ყვე­ლა­ფერ­ში მე თა­ვად დავ­რწმუნ­დი, როცა მო­ნა­წი­ლე­ბა მი­ვი­ღე ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის მიერ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქ­ტა­უ­ში, სა­დაც ლექ­სუ­სის ახალ GX 550 მო­დელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბე­ბი გა­ეც­ნენ“.

R

დავითი
0

ძრავზეც რომ დაგეწერათ კარგი იქნებოდა, რა ძრავია, ბენზინის და დიზელისაც თუ არის, ასევე მახასიათებლები წვა და აჩქარება . 😉

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია

სრულიად ახალი Lexus GX 550 უკვე საქართველოშია

საავტომობილო სრულყოფილების სამყაროში მხოლოდ რამდენიმე სახელი იმსახურებს ისეთ აღტაცებასა და პატივისცემას, როგორსაც Lexus-ი. ასოცირებული ფუფუნებასთან, ინოვაციებსა და შეუდარებელ ოსტატობასთან, ის მუდმივად სცილდება საავტომობილო ინჟინერიის საზღვრებს. ამ თავდადების თვალსაჩინო მაგალითია ლექსუსის ახალი მოდელი - GX 550. ის საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, Lexus Kazakhstan-მა, Lexus Europe-მა და ტოიოტა კავკასიამ წარუდგინეს. პრეზენტაციას ესწრებოდა 25 მედია წარმომადგენელი და კონტენტ კრეატორი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

შეხვედრა საინფორმაციო თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო - დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოს გაცნობოდა GX-ის ინოვაციურ მახასიათებლებსა და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჩატარდა ე.წ . ტესტ დრაივიც. ტესტ დრაივის დროს მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ მათგანს თან პროფესიონალი გიდი, ექიმი და 14 ინსტრუქტორ-მძღოლი ახლდათ. სატესტო დრაივი 5 მარშუტს მოიცავდა.

ავტომობილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე გადაადგილების საშუალება - სწორედ ესაა Lexus GX-ის შექმნის მთავარი იდეა. უნიკალური მართვის გამოცდილების შესაქმნელად, მოდელის ყოველი დეტალი ზედმიწევნით, სრულყოფილებამდე არის მიყვანილი. ახალი GX 550-ი უფრო დიდი და გრანდიოზულია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ფართო დგომითა და ბორბლებს შორის გაზრდილი დისტანციით, ის ყურადღებას იპყრობს ნებისმიერი ტიპის გზაზე და მეტიც, აუმჯობესებს შიდა სივრცესა და საბოლოო ჯამში, კომფორტის დონეს მგზავრებისთვის.

ნებისმიერი სირთულის დასაძლევად ახალი GX-ი მრავალი ისეთი სისტემითაა აღჭურვილი, როგორებიცაა:

MULTI-TERRAIN-SELECT - იგივე რელიეფის შესარჩევი სისტემა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს ეკრანზე სასურველი რელიეფის ტიპი შეარჩიონ - იქნება ეს ღორღი, ქვიშა, ტალახი თუ ღრმა თოვლი. შერჩევის შემდეგ

ავტომობილი ძრავის სიმძლავრესა და დაკიდების სისტემას შესაბამის რელიეფს თავად მოარგებს.

აღსანიშნავია ასევე განახლებული KDSS სისტემა, რომელიც გზის საფარის მიხედვით, სტაბილიზატორის ჩაკეტვას ან ჩახსნას ავტომატურად, ელექტრონულად უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი ავტომობილის მართვის პროცესს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნო ხდის.

არანაკლებ საინტერესოა CRAWL CONTROL და DOWNHILL ASSIST CONTROL ასევე ცნობილი როგორც ოფროუდ კრუიზ კონტროლი. ამ სისტემების გამოყენებით, მძღოლს შეუძლია სასურველი სიჩქარე (1-5 კმ/სთ) აარჩიოს, რის შემდეგაც ავტომობილი თავად ივლის შერჩეული სიჩქარით. და რაც ყველაზე მთავარია, დამატებითი დამუხრუჭებისა თუ აქსელერაციის გარეშე.

წინა მოდელების მსგავსად, უსაფრთხოება GX 550-ის პრიორიტეტებში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ამიტომაც მოდელი იყენებს Lexus Safety System+ 3.0-ს, რაც მძღოლების სიმშვიდის მაქსიმალურ გარანტიას იძლევა. Lexus Interface, 14 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული ეკრანი კი მგზავრობის კომფორტულობასა და მოხერხებულობას უზრუნველყოფს.

თაობების განმავლობაში Lexus GX-ი უკომპრომისო ფუფუნებისა და ურყევი საიმედოობის სიმბოლოდ იქცა. ლექსუს GX-ი გასცდა ინოვაციების საზღვრებს და დააწესა ახალი სტანდარტები ლუქს SUV სეგმენტისთვის. უკვდავი დიზაინით, მოწინავე ტექნოლოგიებითა და მძლავრი შესაძლებლობებით, ლექსუს GX 550 სამყაროს სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას იძლევა.

ნახეთ, როგორ შეაფასეს ლექსუსის ახალი მოდელი - ღონისძიებაზე მიწვეულმა კონტენტ კრეატორებმა:

ნიკა აბაშიძე:

„ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. მთელი დღე გრძელდებოდა მოგზაურობა და ყველა დეტალი ისე იყო დაგეგმილი რომ იდეალურად იყო გათვალისწინებული ადამიანური ფაქტორები, რაც ძალიან რთული გასაკეთებელია“.

ნინა ცქიტიშვილი:

„აქამდე არ მქონია ლექსუსის მართვის გამოცდილება და საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. გარდა იმისა, რომ LexusGX 550 -ს ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს, ის ძალიან კომფორტული და საოცრად რბილი სატარებელია. და რაც ყველაზე მთავარია, არის გამძლე. მისი საჭის მართვის დროს უსაფრთხოების საოცარი განცდა გეუფლება. ის დაუვიწყარი თავგადასავლებისა და ფუფუნებისთვისაა შექმნილი“.

გიორგი ისაკაძე:

„2024 წლის Lexus GX იმ ფილოსოფიის გამგრძელებელია, რომლითაც ეს ავტომობილი იაპონური ავტოკონცერნის სამოდელო ხაზში პირველად გამოჩნდა, ჯერ კიდევ შორეულ 2002 წელს. მას შემდეგ, Lexus GX-მა რამდენიმე თაობა გამოიცვალა, დაიხვეწა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მომხმარებელი იპოვა - ადამიანი, რომელსაც ავტომობილში, ძირითადად, კომფორტი, გამძლეობა და მაღალტექნოლოგიურობა მოსწონს, მაგრამ, არც ფიზიკურად და სულიერად დატვირთულ ოფროუდზე ამბობს უარს. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი არც თუ ისე ცოტაა, რაზეც წლების განმავლობაში გლობალურად გაყიდული 600,000-მდე Lexus GX მიუთითებს.

ამ ყველაფერში მე თავად დავრწმუნდი, როცა მონაწილება მივიღე ტოიოტა კავკასიის მიერ არაჩვეულებრივად ორგანიზებულ ღონისძიებაში ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, სადაც ლექსუსის ახალ GX 550 მოდელს საზოგადოებისთვის ბევრი პატივსაცემი პიროვნებები გაეცნენ“.

R