პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აფეთქდება პეიჯერებისა და რაციების შემდეგ? უმძიმესი კადრები ჯოჯოხეთად ქცეული ბეირუთიდან - "აფეთქებები მოხდა იქ, სადაც არ ველოდით - ქრისტიანულ რაიონებში"
რა აფეთქდება პეიჯერებისა და რაციების შემდეგ? უმძიმესი კადრები ჯოჯოხეთად ქცეული ბეირუთიდან - "აფეთქებები მოხდა იქ, სადაც არ ველოდით - ქრისტიანულ რაიონებში"

ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლი­ბა­ნის მას­შტა­ბით, ათა­სო­ბით რა­ცია, მზის პა­ნე­ლი და თი­თის ანა­ბეჭ­დის ამომცნო­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა აფეთ­ქდა - შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 14 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ასო­ბით კი და­შავ­და.

  • აფეთ­ქე­ბე­ბის ახა­ლი სე­რია მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლას" რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წევ­რის პე­ი­ჯე­რე­ბი აფეთ­ქდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პორ­ტა­ტუ­ლი პე­ი­ჯე­რე­ბის გა­ტე­ხა და მათი აფეთ­ქე­ბა ის­რა­ელ­მა მო­ა­ხერ­ხა. შემ­თხვე­ვას ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მათ შო­რის იყ­ვნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ბავ­შვე­ბი.

შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­ნი­კის გამო, შე­ში­ნე­ბულ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა რა­ცი­ე­ბი­დან ბა­ტა­რე­ე­ბი ამო­ი­ღეს და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ქუ­ჩა­ში გა­და­აგ­დეს.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ჰა­სან ჰარ­ფუ­ში აღ­წერს, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მად:

"გუ­შინ, ბე­ი­რუთ­ში, სამი მა­მა­კა­ცი­სა და ერთი ბი­ჭის დაკ­რძალ­ვა­ზე ვი­ყა­ვი - ისი­ნი "ჰეზ­ბო­ლას" პე­ი­ჯე­რე­ბის აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლნენ.

ახლა ეს კვლავ და­ი­წყო. აფეთ­ქე­ბის ხმა ორ­ჯერ გა­ვი­გო­ნეთ: ერთი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნი­დან მო­დი­ო­და, რო­მელ­მაც, ჩემი ვა­რა­უ­დით, დაკ­რძალ­ვა­ზე კუ­ბო­ე­ბი მო­ი­ტა­ნა.

და­ვი­ნა­ხე პა­რა­მე­დი­კო­სი, რო­მე­ლიც ბარ­ბა­ცით გად­მო­ვი­და ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან. ხალ­ხი მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­იქ­ცა. შორს ვი­დე­ქი, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­და იმის და­ნახ­ვა, თუ რამ­დე­ნად მძი­მედ იყო და­შა­ვე­ბუ­ლი.

"ჰეზ­ბო­ლას" თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა... მაგ­რამ ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ ეს მო­რი­გი თავ­დას­ხმა იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ ამ­ჯე­რად რა­ცი­ე­ბი აფეთ­ქდა.

რო­გორც ლი­ბან­ში მოღ­ვა­წე ჟურ­ნა­ლისტს, მრა­ვა­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­მი­შუ­ქე­ბია და ბევ­რი გვა­მიც მი­ნა­ხავს. მაგ­რამ ალ­ბათ ვე­რა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ვერ მო­მამ­ზა­დებ­და იმ ხოც­ვა-ჟლე­ტის­თვის, რაც ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვნა­ხე.

ბე­ი­რუთ­ში სრუ­ლი პა­ნი­კაა. ჭო­რე­ბი და­დის, თით­ქოს შემ­დეგ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი, მა­ცი­ვა­რი ან მზის პა­ნე­ლი აფეთ­ქდე­ბა. ხალ­ხს ეში­ნია... ვიცი, რომ სი­სუ­ლე­ლეა, მაგ­რამ მშობ­ლებს მა­ინც ვთხო­ვე ცე­ცხლმაქ­რის შე­ძე­ნა.

ყვე­ლას გვე­ში­ნია; აღარ არ­სე­ბობს უსაფრ­თხო ად­გი­ლი. ბე­ი­რუ­თის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვნა­ხე კაცი, რო­მელ­საც სა­ხი­დან ხორ­ცი ჰქონ­და მოგ­ლე­ჯი­ლი, ძვლე­ბი სა­შინ­ლად მო­უ­ჩან­და. ის ჯერ კი­დევ გონ­ზე იყო.

ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ აფეთ­ქე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მედ სა­ხე­სა და ხე­ლებს აზი­ა­ნებს. რაც ბე­ი­რუთ­ში ვარ ტე­ლე­ფონ­ზე უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­რე­კავ­დნენ.

ჩემი ძმის­გან გა­ვი­გე, რომ ქა­ლაქ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი კი გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ჭრი­ლო­ბე­ბის სიმ­ძი­მის გამო და­შა­ვე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა იქ სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან გა­დაგ­ზავ­ნეს.

დაჭ­რი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ვხე­დავ­დი ადა­მი­ა­ნებს და­კარ­გუ­ლი კი­დუ­რე­ბით, ბუ­დე­ე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლი თვა­ლე­ბით... აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა იყო".

ლი­ბა­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფოს ოფ­თალ­მო­ლოგ­მა ელი­ას ვა­რაკ­მა, BBC-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო 24 სა­ა­თი ნამ­დვი­ლი "კოშ­მა­რი" იყო. პა­ცი­ენ­ტე­ბის 70%-ზე მეტ­მა ერთი თვა­ლი და­კარ­გა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბე­ბის და­წყე­ბის დღი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 70 ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში მო­ტო­ციკ­ლით გა­ვემ­გზავ­რე. რო­დე­საც ად­გილ­ზე მი­ვე­დი, ყვი­რი­ლი და ღრი­ა­ლი მო­მეს­მა. მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ სახ­ლში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და გა­მო­მერ­თო ყვე­ლა WIFI რო­უ­ტე­რი და ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც ელექტრო­ქ­სელ­თან იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი და აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას იწ­ვევ­და.

  • ხალ­ხი ადრე ფიქ­რობ­და, რომ "ჰეზ­ბო­ლას­თან" კავ­ში­რი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო ორი დღე ყვე­ლა­ფერს ცვლის - პე­ი­ჯე­რე­ბის თავ­დას­ხმე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­ში მოხ­და, სა­დაც იფიქ­რებ­დით, რომ ვე­რას­დროს მოხ­დე­ბო­და - მა­გა­ლი­თად, ქრის­ტი­ა­ნულ რა­ი­ო­ნებ­ში.

ამ ყვე­ლა­ფერს ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი მა­ინც აქვს - თავ­დას­ხმებ­მა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდა მო­ი­ტა­ნა. მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი სის­ხლის დო­ნა­ცი­ის რიგ­ში ერ­თად დგა­ნან.

უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ მე­ში­ნია. და თუ ეს თავ­დას­ხმე­ბი გაგ­რძელ­და, ჩემი ში­შის გრძნო­ბაც მათ­თან ერ­თად გა­იზ­რდე­ბა" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

წყა­რო

ავტორი:

რა აფეთქდება პეიჯერებისა და რაციების შემდეგ? უმძიმესი კადრები ჯოჯოხეთად ქცეული ბეირუთიდან - "აფეთქებები მოხდა იქ, სადაც არ ველოდით - ქრისტიანულ რაიონებში"

რა აფეთქდება პეიჯერებისა და რაციების შემდეგ? უმძიმესი კადრები ჯოჯოხეთად ქცეული ბეირუთიდან - "აფეთქებები მოხდა იქ, სადაც არ ველოდით - ქრისტიანულ რაიონებში"

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ლიბანის მასშტაბით, ათასობით რაცია, მზის პანელი და თითის ანაბეჭდის ამომცნობი მოწყობილობა აფეთქდა - შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

  • აფეთქებების ახალი სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტატული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება ისრაელმა მოახერხა. შემთხვევას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები.

შედეგად გამოწვეული პანიკის გამო, შეშინებულმა მცხოვრებლებმა რაციებიდან ბატარეები ამოიღეს და მოწყობილობები ქუჩაში გადააგდეს.

  • ადგილობრივი ჟურნალისტი ჰასან ჰარფუში აღწერს, თუ როგორ გადაიქცა ყოველდღიური ცხოვრება საშინელებათა ფილმად:

"გუშინ, ბეირუთში, სამი მამაკაცისა და ერთი ბიჭის დაკრძალვაზე ვიყავი - ისინი "ჰეზბოლას" პეიჯერების აფეთქებას ემსხვერპლნენ.

ახლა ეს კვლავ დაიწყო. აფეთქების ხმა ორჯერ გავიგონეთ: ერთი სასწრაფო დახმარების მანქანიდან მოდიოდა, რომელმაც, ჩემი ვარაუდით, დაკრძალვაზე კუბოები მოიტანა.

დავინახე პარამედიკოსი, რომელიც ბარბაცით გადმოვიდა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან. ხალხი მის დასახმარებლად გაიქცა. შორს ვიდექი, ამიტომ გამიჭირდა იმის დანახვა, თუ რამდენად მძიმედ იყო დაშავებული.

"ჰეზბოლას" თანამდებობის პირები ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა... მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ეს მორიგი თავდასხმა იყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამჯერად რაციები აფეთქდა.

როგორც ლიბანში მოღვაწე ჟურნალისტს, მრავალი კონფლიქტი გამიშუქებია და ბევრი გვამიც მინახავს. მაგრამ ალბათ ვერანაირი გამოცდილება ვერ მომამზადებდა იმ ხოცვა-ჟლეტისთვის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახე.

ბეირუთში სრული პანიკაა. ჭორები დადის, თითქოს შემდეგში ტელევიზორი, მაცივარი ან მზის პანელი აფეთქდება. ხალხს ეშინია... ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ მშობლებს მაინც ვთხოვე ცეცხლმაქრის შეძენა.

ყველას გვეშინია; აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი. ბეირუთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ვნახე კაცი, რომელსაც სახიდან ხორცი ჰქონდა მოგლეჯილი, ძვლები საშინლად მოუჩანდა. ის ჯერ კიდევ გონზე იყო.

ექიმებმა მითხრეს, რომ აფეთქება ყველაზე მძიმედ სახესა და ხელებს აზიანებს. რაც ბეირუთში ვარ ტელეფონზე უამრავი შეტყობინება მომივიდა. შეშფოთებული მეგობრები და ოჯახის წევრები მირეკავდნენ.

ჩემი ძმისგან გავიგე, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა, ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი კი გადატვირთული იყო. ჭრილობების სიმძიმის გამო დაშავებულთა უმეტესობა იქ სხვა საავადმყოფოებიდან გადაგზავნეს.

დაჭრილების ოჯახის წევრებს საავადმყოფოში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. ვხედავდი ადამიანებს დაკარგული კიდურებით, ბუდეებიდან ამოვარდნილი თვალებით... აპოკალიფსური სცენა იყო".

ლიბანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ოფთალმოლოგმა ელიას ვარაკმა, BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათი ნამდვილი "კოშმარი" იყო. პაციენტების 70%-ზე მეტმა ერთი თვალი დაკარგა. მისივე ინფორმაციით, აფეთქებების დაწყების დღიდან საავადმყოფოში 70 ოპერაცია ჩატარდა.

ჩემს საცხოვრებელ უბანში მოტოციკლით გავემგზავრე. როდესაც ადგილზე მივედი, ყვირილი და ღრიალი მომესმა. მეზობლებმა მითხრეს, რომ სახლში წავსულიყავი და გამომერთო ყველა WIFI როუტერი და ნებისმიერი რამ, რაც ელექტროქსელთან იყო მიერთებული და აფეთქების საშიშროებას იწვევდა.

  • ხალხი ადრე ფიქრობდა, რომ "ჰეზბოლასთან" კავშირი მათი უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა, მაგრამ ბოლო ორი დღე ყველაფერს ცვლის - პეიჯერების თავდასხმები ისეთ ადგილებში მოხდა, სადაც იფიქრებდით, რომ ვერასდროს მოხდებოდა - მაგალითად, ქრისტიანულ რაიონებში.

ამ ყველაფერს ერთი ნათელი წერტილი მაინც აქვს - თავდასხმებმა ქვეყანაში ერთიანობის განცდა მოიტანა. მუსლიმები და ქრისტიანები სისხლის დონაციის რიგში ერთად დგანან.

უნდა ვაღიარო, რომ მეშინია. და თუ ეს თავდასხმები გაგრძელდა, ჩემი შიშის გრძნობაც მათთან ერთად გაიზრდება" - წერს ჟურნალისტი.

წყარო