მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ობიექტის ნახვამ მას თავი ძლიერად აგრძნობინა" - კიმ ჩენ ინმა ურანის გამდიდრების ობიექტი მოინახულა: ჩრდილოეთ კორეა პირველად აქვეყნებს მის ფოტოებს
"ამ ობიექტის ნახვამ მას თავი ძლიერად აგრძნობინა" - კიმ ჩენ ინმა ურანის გამდიდრების ობიექტი მოინახულა: ჩრდილოეთ კორეა პირველად აქვეყნებს მის ფოტოებს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ პირ­ვე­ლად გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის ობი­ექ­ტი. სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ათ­ვა­ლი­ე­რებს ამ ად­გილს კიმ ჩენ ინი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცოტა ხნით ადრე მან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის პი­რო­ბა დადო.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ (KCNA) გა­მო­ა­ცხა­და, რომ კიმ ჩენ ინმა ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის ობი­ექტს წარ­მო­ე­ბის გაზ­რდის­კენ მო­უ­წო­და, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად.

  • "კიმ ჩენ ინმა ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის ბა­ზის სა­კონ­ტრო­ლო ოთა­ხი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რათა წარ­მო­ე­ბის ხა­ზე­ბის სა­ერ­თო მუ­შა­ო­ბას გაც­ნო­ბო­და. ამ ობი­ექ­ტის ნახ­ვამ მას თავი ძლი­ე­რად აგ­რძნო­ბი­ნა", - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

სამ­ხრეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მკაც­რად გმობს ჩრდი­ლო­ე­თის გეგ­მას წარ­მო­ე­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ არის ცნო­ბი­ლი, რო­დის მო­ი­ნა­ხუ­ლა კიმ ჩენ ინმა ობი­ექ­ტი და სად მდე­ბა­რე­ობს კონ­კრე­ტუ­ლად ეს ად­გი­ლი.

სე­უ­ლის ევ­ჰას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ლეიფ-ერიკ ის­ლიმ, გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ეს ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რათა "თა­ვი­სი ბირ­თვუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბით მო­ი­წო­ნოს თავი და აჩ­ვე­ნოს, რომ მისი ია­რა­ღის პროგ­რა­მა შე­უქ­ცე­ვა­დია".

"კი­მის რე­ჟი­მი შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე ამა­ყობს იმით, რომ მას კვლავ აქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის­გან, მი­უ­ხე­და­ვად ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ზრდი­სა," - თქვა პრო­ფე­სორ­მა ის­ლიმ BBC-თან სა­უ­ბარ­ში.

არ არის ცნო­ბი­ლი, ზუს­ტად რამ­დე­ნი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი აქვს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, მაგ­რამ ბოლო შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ვა­რა­უ­დოდ 50 ერ­თე­ულ­ზეა სა­უ­ბა­რი, გარ­და ამი­სა, აქვს საკ­მა­რი­სი მა­სა­ლა კი­დევ 40-ის და­სამ­ზა­დებ­ლად. ი

წყა­რო

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ამ ობიექტის ნახვამ მას თავი ძლიერად აგრძნობინა" - კიმ ჩენ ინმა ურანის გამდიდრების ობიექტი მოინახულა: ჩრდილოეთ კორეა პირველად აქვეყნებს მის ფოტოებს

"ამ ობიექტის ნახვამ მას თავი ძლიერად აგრძნობინა" - კიმ ჩენ ინმა ურანის გამდიდრების ობიექტი მოინახულა: ჩრდილოეთ კორეა პირველად აქვეყნებს მის ფოტოებს

ჩრდილოეთ კორეამ პირველად გააცნო საზოგადოებას ურანის გამდიდრების ობიექტი. სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს ამ ადგილს კიმ ჩენ ინი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე მან ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდის პირობა დადო.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გამოაცხადა, რომ კიმ ჩენ ინმა ურანის გამდიდრების ობიექტს წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა, რაც აუცილებელია ბირთვული ქობინების დასამზადებლად.

  • "კიმ ჩენ ინმა ურანის გამდიდრების ბაზის საკონტროლო ოთახი მოინახულა, რათა წარმოების ხაზების საერთო მუშაობას გაცნობოდა. ამ ობიექტის ნახვამ მას თავი ძლიერად აგრძნობინა", - აცხადებს ადგილობრივი მედია.

სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ჩრდილოეთის გეგმას წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით. არ არის ცნობილი, როდის მოინახულა კიმ ჩენ ინმა ობიექტი და სად მდებარეობს კონკრეტულად ეს ადგილი.

სეულის ევჰას უნივერსიტეტის პროფესორმა, ლეიფ-ერიკ ისლიმ, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ეს ფოტოები გამოაქვეყნა, რათა "თავისი ბირთვული განვითარებით მოიწონოს თავი და აჩვენოს, რომ მისი იარაღის პროგრამა შეუქცევადია".

"კიმის რეჟიმი შეიძლება ასევე ამაყობს იმით, რომ მას კვლავ აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა რუსეთისა და ჩინეთისგან, მიუხედავად ბირთვული პროგრამის ზრდისა," - თქვა პროფესორმა ისლიმ BBC-თან საუბარში.

არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი ბირთვული იარაღი აქვს ჩრდილოეთ კორეას, მაგრამ ბოლო შეფასების მიხედვით, სავარაუდოდ 50 ერთეულზეა საუბარი, გარდა ამისა, აქვს საკმარისი მასალა კიდევ 40-ის დასამზადებლად. ი

წყარო