მოზაიკა
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ?“ - შალვა პაპუაშვილი
“საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ?“ - შალვა პაპუაშვილი

“არა­ლე­გა­ლუ­რი ქოლ-ცენ­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა სკან­დალ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, თუ რა შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კე­თონ ჩვენს უცხო­ელ პარტნი­ო­რებს, უსაგ­ნო მო­რა­ლის­ტო­ბის ნაც­ვლად, რომ და­ეხ­მა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს, თა­ვი­დან აი­რი­დოს სა­სი­ცო­ცხლო საფრ­თხე­ე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, აღ­მოჩ­ნდა, რომ, რა­საც BBC-ი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სი­უ­ჟეტ­ში ამ­ტკი­ცებ­და, ახლა სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბით და­დას­ტურ­და: “მის­ტერ ოფ­შო­რი, რო­გორც მას BBC-მ უწო­და, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქოლ­ცენ­ტრე­ბის ბიზ­ნე­სის უკან დგას“.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გერ­მა­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად (რომ­ლებ­საც ჩვენ­გან მად­ლი­ე­რე­ბა ეკუთ­ვნის), აღ­მო­ა­ჩი­ნა უკა­ნო­ნო ქოლ­ცენ­ტრე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი დიდი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ძარ­ცვით იყო დაგ­რო­ვი­ლი 2019-2021 წლებ­ში და რომ­ლე­ბიც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის ან­გა­რი­შებ­ზე მოხ­ვდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ, რა­საც BBC მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სი­უ­ჟეტ­ში ამ­ტკი­ცებ­და, ახლა სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბით და­დას­ტურ­და: მის­ტერ ოფ­შო­რი, რო­გორც მას BBC-მ უწო­და, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქოლ­ცენ­ტრე­ბის ბიზ­ნე­სის უკან დგას. ამ ფუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­შო­ბა მთე­ლი ის­ტო­რი­ის მხო­ლოდ ერთი ნა­წი­ლია. ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის ამ ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ კე­ზე­რაშ­ვილს არა­ერ­თხელ ღიად უღი­ა­რე­ბია, რომ მის ხელ­თაა ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია და მტკი­ცე პო­ლი­ტი­კურ და ფი­ნან­სურ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე.

გა­დამ­წყვე­ტი ას­პექ­ტი კი ისაა, რომ უკა­ნო­ნო წყა­რო­ე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ეს არა­ლე­გა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა არ­სად ფიქ­სირ­დე­ბა და არც რა­ი­მე ფორ­მით აღი­რი­ცხე­ბა. ენმ-ს უკა­ნო­ნო და­ფი­ნან­სე­ბა ღია სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა. ჩვენ­მა უცხო­ელ­მა პარტნი­ო­რებ­მა კარ­გად იცი­ან ეს “სა­ი­დუმ­ლო“. მე­ტიც, კე­ზე­რაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხუ­თწ­ლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის. ამ ის­ტო­რი­ის ნამ­დვი­ლი პა­რა­დოქ­სი ისაა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის და­ნა­შა­უ­ლი უკვე ევ­რო­პუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის მი­ე­რა­ცაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და, იმავდრო­უ­ლად, რა­დი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის დღის წეს­რი­გის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო ხში­რად ის­მის კი­თხვა, ხომ არ სარ­გებ­ლობს კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ით, რათა, სა­ნაც­ვლოდ, ეს რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და­ა­ფი­ნან­სოს? ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მისი გად­მო­ცე­მა ამ ეჭ­ვე­ბის გა­ფან­ტვის ერ­თა­დერ­თი გზაა“,- წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ავტორი:

“საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ?“ - შალვა პაპუაშვილი

“საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ?“ - შალვა პაპუაშვილი

“არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC-ი საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: “მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლცენტრების ბიზნესის უკან დგას“.

“საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად (რომლებსაც ჩვენგან მადლიერება ეკუთვნის), აღმოაჩინა უკანონო ქოლცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა. აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC მის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლცენტრების ბიზნესის უკან დგას. ამ ფულის დანაშაულებრივი წარმოშობა მთელი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეზერაშვილს არაერთხელ ღიად უღიარებია, რომ მის ხელთაა ოპოზიციური ტელეკომპანია და მტკიცე პოლიტიკურ და ფინანსურ კონტროლს ახორციელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე.

გადამწყვეტი ასპექტი კი ისაა, რომ უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება. ენმ-ს უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს “საიდუმლო“. მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის. ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია.

საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა, სანაცვლოდ, ეს რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს? ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"