სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის: ეკლიანს და მტკივნეულს, გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას - მათ ძალაუფლება სჭირდებათ, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ“ - შალვა პაპუაშვილი
“ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის: ეკლიანს და მტკივნეულს, გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას - მათ ძალაუფლება სჭირდებათ, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნი­ნოს გზას გა­დის, ეკ­ლი­ანს და მტკივ­ნე­ულს. გა­რე­დან მარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის რყე­ვას. მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ ჩვენს სულ­ში სხვებს ხე­ლე­ბი აფა­თუ­რე­ბი­ნონ, სა­კუ­თარ ოჯახ­ში სტუ­მა­რი ათავ­კა­ცონ,- ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ახალ­ცი­ხე­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, დღეს, რო­დე­საც პირ­და­პირ, და­უ­ფა­რა­ვად, ურ­ცხვად ებ­რძვი­ან სარ­წმუ­ნო­ე­ბას, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უფ­ლის რწმე­ნით, ცხოვ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ერ­თად აშე­ნებ­დნენ მშვი­დო­ბი­ან და წარ­მა­ტე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს.

"მო­გე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რძველ კუ­თხე­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის თვით­შეგ­ნე­ბის, რწმე­ნი­სა და კულ­ტუ­რის ნი­შან­სვე­ტად აქ­ცია ის­ტო­რი­ამ.

თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რი­თაც ვა­მა­ყობთ, ამ მხა­რეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი გმი­რე­ბი, წმინ­და ნი­ნოს გზა, ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ჩვე­ნი ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი, ჩვე­ნი ოპიზ­რე­ბი, უძ­ვე­ლე­სი და გა­მო­უც­ნო­ბი მე­გა­ლი­თუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც სი­ა­მა­ყით გვავ­სებს, ამ კუ­თხეს­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი.დღეს, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი საყ­რდე­ნი კი­დევ ერთხელ დად­გა სა­სი­ცო­ცხლო საფრ­თხის პი­რის­პირ, სად, თუ არა აქ, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში უნდა მი­ვა­პყროთ ჩვე­ნი მზე­რა ჩვენს ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც, რო­გორც ილია ამ­ბობ­და, ასაზ­რდო­ებს ჩვენს აწ­მყოს და შობს ჩვენს მო­მა­ვალს. დღეს, რო­დე­საც პირ­და­პირ, და­უ­ფა­რა­ვად, ურ­ცხვად ებ­რძვი­ან ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ეს კუ­თხე არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უფ­ლის რწმე­ნით, სიყ­ვა­რუ­ლით, ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მით ცხოვ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ერ­თად აშე­ნებ­დნენ მშვი­დო­ბი­ან და წარ­მა­ტე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს. ის­ტო­რია და სარ­წმუ­ნო­ე­ბა არის ის ორი უმ­ტკი­ცე­სი საყ­რდე­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ეყ­რდნო­ბო­და და კვლა­ვაც და­ეყ­რდნო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ჩვე­ნი ავის მსურ­ველ­ნი ცდი­ლო­ბენ ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რას და რწმე­ნის შერ­ყე­ვას. უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს რაც ძვირ­ფა­სია, უნი­კა­ლუ­რი და თვითმყო­ფა­დი. მათი მი­ზა­ნია ფეს­ვებს მო­წყვი­ტონ ადა­მი­ა­ნი და სუ­ლი­ე­რად გა­მო­ა­ცა­რი­ე­ლონ. რად­გან გა­თი­თო­კა­ცე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ერი სა­ხეს კარ­გავს, და ის აღარც არის ერი. იდენ­ტო­ბა და­კარ­გუ­ლი ხალ­ხი კი ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვია,’’ - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ასე­ვე, ისა­უბ­რა იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის წი­ნა­შეც სა­ქარ­თვე­ლოა.

  • "ძალა, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ გვებ­რძვის, გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე ჩვე­ნი უნი­ა­თო ოპო­ზი­ცია. ეს არის იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბის სა­ხე­ლით მოგ­ვი­წო­დებს ომის­კენ, ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­ხე­ლით ებ­რძვის სარ­წმუ­ნო­ე­ბას, ინ­დი­ვი­დის სა­ხე­ლით ანად­გუ­რებს ადა­მი­ანს. თა­ვი­სი არ­სით ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ბოლ­შე­ვიზ­მი, რომ­ლის პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე ჩვე­ნი რწმე­ნა და ჩვე­ნი ის­ტო­რი­აა. კარ­გად ხე­დავთ, რო­გო­რი კამ­პა­ნია აქვთ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ ებ­რძვი­ან ხა­ტებს, რო­გორ ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი დე­და­ეკ­ლე­სი­ის და­ზი­ა­ნე­ბა­სა და სა­ხე­ლის გა­ტეხ­ვას.

იგი­ვე ხდე­ბა, რო­დე­საც ცდი­ლო­ბენ, რომ გა­დაგ­ვი­წე­რონ ჩვე­ნი ის­ტო­რია. მეფე ერეკ­ლე მო­ღა­ლა­ტედ გა­მოგ­ვი­ცხა­დონ; ფა­შიზ­მთან ნაბ­რძოლ გმი­რებს გა­მარ­ჯვე­ბის სა­ზე­ი­მოდ ახა­ლი თა­რი­ღი და­უდ­გი­ნონ; საბ­ჭო­თა დროს ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის, მათი მშობ­ლე­ბის ნაშ­რომს ხაზი გა­და­უს­ვან, მათ კი ყავლგა­სუ­ლი თა­ო­ბა უწო­დონ. არა­და, სწო­რედ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის თა­ო­ბის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის, ადა­მი­ა­ნო­ბის, გამ­ბე­და­ო­ბის წყა­ლო­ბით გვაქვს ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­მაც შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით გვე­ა­მა­ყა.

ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ხის სი­მაღ­ლე მისი ფეს­ვე­ბი­დან იზო­მე­ბა, რომ ჩვენ ჩვე­ნი წინა თა­ო­ბე­ბის მხრებ­ზე ვდგა­ვართ. მხო­ლოდ ასე, მშობ­ლე­ბის და წი­ნაპ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით და მათი ღვაწ­ლის სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბით შევ­ძლებთ მო­მავ­ლის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ღირ­სე­უ­ლად გაგ­რძე­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს, მო­მავ­ლის სა­ძი­ებ­ლად, არ სჭირ­დე­ბა უწარ­სუ­ლო მა­წან­წა­ლა­სა­ვით უმიზ­ნოდ ხე­ტი­ა­ლი. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ჩვენ­სა­ვე წარ­სულ­შია ჩა­ბეჭ­დი­ლი, რო­მელ­მაც გა­მოწრთო, და­აბ­რძე­ნა და და­აღ­ვი­ნა ჩვე­ნი ერი სა­ი­მი­სოდ, რომ დინ­ჯად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად აშე­ნოს მშვი­დო­ბი­ა­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღე. კარ­გად ვხე­დავთ, რომ ის­ტო­რი­ის, ჩვე­ნი წინა თა­ო­ბის, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლამ ოპო­ზი­ცია და­უ­პი­რის­პი­რა ქარ­თველ ხალ­ხს და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ოპო­ზი­ცი­ის თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქტი, მათ მიერ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ხატი თუ პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი, იმა­ზეა გათ­ვლი­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ცა­რი­ელ­დეს სუ­ლი­ე­რად, გო­ნებ­რი­ვად, კულ­ტუ­რუ­ლად. გაქ­რნენ მო­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, მო­ი­შა­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფუნ­და­მენ­ტი, ოჯა­ხი აღარ ოჯა­ხობ­დეს, უფ­რო­სი თა­ო­ბა აღარ იყოს პა­ტივ­სა­ცე­მი, უარი ვთქვათ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ა­ზე,’’ - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, 26 ოქ­ტომ­ბერს გა­და­წყდე­ბა ღირ­სე­უ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ას, თუ ვიქ­ცე­ვით სხვა­თა ნე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ პე­რი­ფე­რი­ად.

  • “დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნი­ნოს გზას გა­დის - ეკ­ლი­ანს, მტკივ­ნე­ულს, გან­საც­დე­ლე­ბით სავ­სეს. გა­რე­დან მარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რყე­ვას. ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ მათ ცალყბად წარ­მო­ე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. ისი­ნი თავს აწო­ნე­ბენ უცხო­ე­ლებს და არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმი­ტომ რომ მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, არა­მედ იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სხვა ხალ­ხე­ბის ინ­ტე­რე­სებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რონ, ჩვენს სულ­ში სხვებს ხე­ლე­ბი აფა­თუ­რე­ბი­ნონ, სა­კუ­თარ ოჯახ­ში სტუ­მა­რი ათავ­კა­ცონ, ჩვე­ნი სის­ხლით მო­პო­ვე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გაც­ვა­ლონ.

ამი­ტომ არის 26 ოქ­ტომ­ბე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე­ო­რე რე­ფე­რენ­დუ­მი. ამი­ტომ გა­და­წყდე­ბა 26 ოქ­ტომ­ბერს, ღირ­სე­უ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ას, თუ ვიქ­ცე­ვით სხვა­თა ნე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ პე­რი­ფე­რი­ად. ამი­ტომ უნდა ის­მო­დეს 26 ოქ­ტომ­ბერს სოფ­ლად და ქა­ლაქ­ში, მთა­ში და ბარ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ­ში და და­სავ­ლეთ­ში, ჩვე­ნი მთა­ვა­რი პი­რო­ბა: მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, მხო­ლოდ ღირ­სე­ბით, მხო­ლოდ კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ! ღმერ­თი იყო ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მფარ­ვე­ლი!’’ - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის: ეკლიანს და მტკივნეულს, გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას - მათ ძალაუფლება სჭირდებათ, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის: ეკლიანს და მტკივნეულს, გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას - მათ ძალაუფლება სჭირდებათ, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის, ეკლიანს და მტკივნეულს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას. მათ ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ,- ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან სარწმუნოებას, სამცხე-ჯავახეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს.

"მოგესალმებით საქართველოს ძირძველ კუთხეში, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვითშეგნების, რწმენისა და კულტურის ნიშანსვეტად აქცია ისტორიამ.

თითქმის ყველაფერი, რითაც ვამაყობთ, ამ მხარესთანაა დაკავშირებული - სამშობლოსთვის თავდადებული გმირები, წმინდა ნინოს გზა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ვეფხისტყაოსანი, ჩვენი ოპიზრები, უძველესი და გამოუცნობი მეგალითური ნაგებობები - ყველაფერი, რაც სიამაყით გვავსებს, ამ კუთხესთანაა გაიგივებული.დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი კიდევ ერთხელ დადგა სასიცოცხლო საფრთხის პირისპირ, სად, თუ არა აქ, სამცხე-ჯავახეთში უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა ჩვენს ისტორიას, რომელიც, როგორც ილია ამბობდა, ასაზრდოებს ჩვენს აწმყოს და შობს ჩვენს მომავალს. დღეს, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, საქართველოს ეს კუთხე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს. ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყრდნობოდა და კვლავაც დაეყრდნობა ჩვენი საზოგადოება. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ავის მსურველნი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და რწმენის შერყევას. უპირისპირდებიან ყველაფერს რაც ძვირფასია, უნიკალური და თვითმყოფადი. მათი მიზანია ფესვებს მოწყვიტონ ადამიანი და სულიერად გამოაცარიელონ. რადგან გათითოკაცებული, ეროვნული მეხსიერების გარეშე დარჩენილი ერი სახეს კარგავს, და ის აღარც არის ერი. იდენტობა დაკარგული ხალხი კი ადვილი სამართავია,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველოა.

  • "ძალა, რომელიც დღეს ჩვენ გვებრძვის, გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს. თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი სამიზნე ჩვენი რწმენა და ჩვენი ისტორიაა. კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხვას.

იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ; ფაშიზმთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღი დაუდგინონ; საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ. არადა, სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომის, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე, მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას. საქართველოს, მომავლის საძიებლად, არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოდ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოწრთო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოს მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. კარგად ვხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინა თაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი, იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად. გაქრნენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი ვთქვათ საკუთარ ისტორიაზე,’’ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბერს გადაწყდება ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად.

  • “დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის - ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების რყევას. ყველა კარგად ვხედავთ მათ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა წითელ ხალიჩაზე გაცვალონ.

ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად. ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთში და დასავლეთში, ჩვენი მთავარი პირობა: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყო ჩვენი სამშობლოს მფარველი!’’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.