პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება...“ - ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინს სიცრუეში ადანაშაულებს
“მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება...“ - ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინს სიცრუეში ადანაშაულებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე “წმინ­და წყლის ტყუ­ილს“ უწო­დებს სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰი­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე კო­ბა­ხი­ძემ აშშ-ს “კრი­ტი­კუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­წყვე­ტა სთხო­ვა“.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, მსგავ­სი რამ არ უთ­ქვამს.

“სამ­წუ­ხა­როდ, მო­მი­წევს უხე­ში გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. რაც სე­ნა­ტორ­მა შა­ჰინ­მა თქვა, ეს არის წმინ­და წყლის ტყუ­ი­ლი. ასე­თი რამ არ მით­ქვამს შეხ­ვედ­რა­ზე. ჩემ­თვის სამ­წუ­ხა­როა, რომ ასეთ ტყუ­ილს კად­რუ­ლობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ატა­რებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტო­რის, ძა­ლი­ან მა­ღალ სტა­ტუსს. ეს არის უკი­დუ­რე­სად სამ­წუ­ხა­რო და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ჩემ­თვის“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, National Journal-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 9-11 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თუ­ლი ვი­ზი­ტი შე­ა­ჯა­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ბა­ხი­ძის თხოვ­ნა იყო, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა შე­წყვი­ტოს, “რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა კრი­ტი­კუ­ლე­ბი იყ­ვნენ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება...“ - ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინს სიცრუეში ადანაშაულებს

“მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება...“ - ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინს სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “წმინდა წყლის ტყუილს“ უწოდებს სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ საქართველოში გამართულ შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს “კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა“.

კობახიძის თქმით, მსგავსი რამ არ უთქვამს.

“სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება. რაც სენატორმა შაჰინმა თქვა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს შეხვედრაზე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი ჩემთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, National Journal-თან ინტერვიუში, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში 9-11 აგვისტოს გამართული ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ კობახიძის თხოვნა იყო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება შეწყვიტოს, “რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“.