სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დე ლაურენტისმა დაასრულა - რა თქვა "კვარაზე" თურქეთში ჩასულმა "ოსიმ"?
კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დე ლაურენტისმა დაასრულა - რა თქვა "კვარაზე" თურქეთში ჩასულმა "ოსიმ"?

ნი­გე­რი­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი თურ­ქულ­მა "გა­ლ­ა­თა­სა­რა­იმ" "ნა­პო­ლის­გან" ერთი სე­ზო­ნით იჯა­რით აიყ­ვა­ნა. მას 11 მი­ლი­ო­ნამ­დე ევ­როს ოდე­ნო­ბის ხელ­ფასს, სრუ­ლად ამ­ჟა­მინ­დე­ლი კლუ­ბი გა­და­უხ­დის. გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სხვა კლუ­ბის მიერ ზამ­თარ­ში შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოსი­მე­ნის "გა­ლ­ა­თა­სა­რა­ი­დან" წას­ვლას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ახალ გუნდში ვიქ­ტო­რი 45-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რით ითა­მა­შებს და მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში სტამ­ბო­ლურ კლუბს მისი გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა.

თუ "ნა­პო­ლიმ" ნი­გე­რი­ე­ლი გა­ი­სად ვერ გა­ყი­და, კონ­ტრაქტს 2027 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე გა­უგ­რძე­ლებს.

ოსი­მე­ნი უკვე თურ­ქეთ­შია და მან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა:

"რო­დე­საც ჩე­მით "გა­ლ­ა­თა­სა­რა­ის“ და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად დიდი და ოჯა­ხუ­რი კლუ­ბია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჰყავთ.

აე­რო­პორ­ტში ფა­ნე­ბი იმ­დე­ნად ამა­ღელ­ვებ­ლად დამ­ხვდნენ, რომ თავი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძე­ნი. ეს ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და, რაც შე­მიძ­ლია, მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­უთ­მენ­ლად ველი.

რო­დე­საც იტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი, დრის მერ­ტენ­სი ყო­ველ­თვის ჩემ­თან იყო. ჩემ­თვის უფ­რო­სი ძმა გახ­და. დიდ პა­ტივს ვცემ და მი­ხა­რია, რომ ისევ მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი ვარ“.

მას, რა თქმა უნდა, ხვი­ჩა­ზეც ჰკი­თხეს.

"ხვი­ჩა უზარ­მა­ზა­რი ტა­ლან­ტია და ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია და ყვე­ლას უყ­ვარს, არ ვიცი, რო­გორ აღვწე­რო ის, მაგ­რამ რო­გორც კი მისი თა­მა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე, მიხ­ვდი, რომ რისი მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო მას გუნ­დის­თვის", - თქვა თურ­ქეთ­ში ჩა­სულ­მა ოსი­მენ­მა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თურ­ქეთ­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოსი­მენ­მა ცა­იტ­ნოტ­ში მი­ი­ღო. ის სე­რია A-ს გა­ნა­ცხად­შიც ვერ მოხ­ვდა და იან­ვრამ­დე "ნა­პო­ლის“ რი­გებ­ში თა­მაშს ვერ შეძ­ლებ­და. სატ­რანსფე­რო "ფან­ჯრის“ მი­წუ­რულს იტა­ლი­უ­რი კლუ­ბი ახ­ლოს იყო, ოსი­მე­ნი "ჩელ­სი­ში“ ან არა­ბულ "ალ ჰი­ლალ­ში“ გა­ეშ­ვა, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დე ლა­უ­რენ­ტის­მა ჩა­შა­ლა, რო­მელ­მაც მისი გა­ყიდ­ვა ფეხ­ბურ­თელ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბით გა­და­ი­ფიქ­რა და მას­ში 130 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად მო­ი­თხო­ვა.

სა­ფეხ­ბურ­თო ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ის ოსი­მენს არას­წო­რად მო­ექ­ცა, შე­დე­გად მხა­რე­ებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი გა­ჩაღ­და.

ტრანსფე­რის ვერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოსი­მე­ნი "ნა­პო­ლი­ში" თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეც თა­ნახ­მა იყო, მაგ­რამ ეს კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, აუკ­რძა­ლა - ის სე­რია A-ს გა­ნა­ცხად­შიც არ შე­იყ­ვა­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა "ნა­პო­ლის“ რი­გებ­ში 133 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 76 გოლი გა­ი­ტა­ნა. გუნდთან ერ­თად მან 2023 წელს იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
11

ნოდარ ახალკაცის "დინამოს" დაშლა ავიტანეთ, და როგორმა ამასაც ავიტანთ. მთავარია ხვიჩა იყოს ჯანმრთელად და წარმატებულად საქართველოს ნაკრები!!!

ქართველი
3

და ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია და ყვე­ლას უყ­ვარს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დე ლაურენტისმა დაასრულა - რა თქვა "კვარაზე" თურქეთში ჩასულმა "ოსიმ"?

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დე ლაურენტისმა დაასრულა - რა თქვა "კვარაზე" თურქეთში ჩასულმა "ოსიმ"?

ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი თურქულმა "გალათასარაიმ" "ნაპოლისგან" ერთი სეზონით იჯარით აიყვანა. მას 11 მილიონამდე ევროს ოდენობის ხელფასს, სრულად ამჟამინდელი კლუბი გადაუხდის. გაფორმებული ხელშეკრულება, სხვა კლუბის მიერ ზამთარში შეთავაზების შემთხვევაში, ოსიმენის "გალათასარაიდან" წასვლას არ ითვალისწინებს. ახალ გუნდში ვიქტორი 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მომავალი წლის ზაფხულში სტამბოლურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

თუ "ნაპოლიმ" ნიგერიელი გაისად ვერ გაყიდა, კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს.

ოსიმენი უკვე თურქეთშია და მან პირველი კომენტარიც გააკეთა:

"როდესაც ჩემით "გალათასარაის“ დაინტერესების შესახებ შევიტყვე, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ვიცოდი, რამდენად დიდი და ოჯახური კლუბია, წარმოუდგენელი გულშემატკივრები ჰყავთ.

აეროპორტში ფანები იმდენად ამაღელვებლად დამხვდნენ, რომ თავი ძალიან ბედნიერად ვიგრძენი. ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მინდა, რაც შემიძლია, მათთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ პროექტში მონაწილეობას მოუთმენლად ველი.

როდესაც იტალიაში ვიყავი, დრის მერტენსი ყოველთვის ჩემთან იყო. ჩემთვის უფროსი ძმა გახდა. დიდ პატივს ვცემ და მიხარია, რომ ისევ მისი თანაგუნდელი ვარ“.

მას, რა თქმა უნდა, ხვიჩაზეც ჰკითხეს.

"ხვიჩა უზარმაზარი ტალანტია და ამასთანავე ძალიან კარგი ბიჭია და ყველას უყვარს, არ ვიცი, როგორ აღვწერო ის, მაგრამ როგორც კი მისი თამაში პირველად ვნახე, მიხვდი, რომ რისი მოტანა შეეძლო მას გუნდისთვის", - თქვა თურქეთში ჩასულმა ოსიმენმა.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში წასვლის გადაწყვეტილება ოსიმენმა ცაიტნოტში მიიღო. ის სერია A-ს განაცხადშიც ვერ მოხვდა და იანვრამდე "ნაპოლის“ რიგებში თამაშს ვერ შეძლებდა. სატრანსფერო "ფანჯრის“ მიწურულს იტალიური კლუბი ახლოს იყო, ოსიმენი "ჩელსიში“ ან არაბულ "ალ ჰილალში“ გაეშვა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ამბობენ, მოლაპარაკებები დე ლაურენტისმა ჩაშალა, რომელმაც მისი გაყიდვა ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებით გადაიფიქრა და მასში 130 მილიონ დოლარზე მეტად მოითხოვა.

საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ის ოსიმენს არასწორად მოექცა, შედეგად მხარეებს შორის კონფლიქტი გაჩაღდა.

ტრანსფერის ვერ განხორციელების შემთხვევაში, ოსიმენი "ნაპოლიში" თამაშის გაგრძელებაზეც თანახმა იყო, მაგრამ ეს კლუბის ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, აუკრძალა - ის სერია A-ს განაცხადშიც არ შეიყვანეს.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლის“ რიგებში 133 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად მან 2023 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო.