მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად: პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ“ - პრეზიდენტი
“ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად: პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ“ - პრეზიდენტი

“სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტშია. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­წყვი­ტა ოც­ნე­ბად ყოფ­ნა, ის კოშ­მა­რად იქცა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მან თბი­ლი­სის მე-8 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის "გარ­დამ­ტე­ხი წელი" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს უმას­პინ­ძლა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ტრა­გე­დი­აა, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი მთა­ვარ პარტნი­ო­რებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ომის პარ­ტი­ას უწო­დე­ბენ და არა­ფერს ამ­ბო­ბენ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს.

“მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გმას­პინ­ძლობთ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მა­შინ, რო­დე­საც თქვე­ნი კონ­ფე­რენ­ცია უკვე მერ­ვედ ტარ­დე­ბა თბი­ლის­ში. ყო­ველ ჯერ­ზე, თქვენ თბი­ლის­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში ჩა­მო­დი­ხართ. ნამ­დვი­ლად, ყო­ველ ჯერ­ზე ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ წელს ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია. არა მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ გა­დამ­წყვე­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი მო­მენ­ტია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში გვქო­ნია ისე­თი გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტე­ბი, რო­გო­რიც 26 ოქ­ტომ­ბერს გვექ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტშია. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" შე­წყვი­ტა ოც­ნე­ბად ყოფ­ნა, ის კოშ­მა­რად იქცა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აშო­რებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მი­ზა­ნი და არა ოც­ნე­ბა. ეს არას­დროს ყო­ფი­ლა ოც­ნე­ბა. ეს იყო მი­ზა­ნი, ეს იყო ამ­ბი­ცია, ეს იყო მის­წრა­ფე­ბა, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, (30 წელ­ზე მეტი ხნის წინ) არა­მედ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის და­სავ­ლე­თის­კენ, ევ­რო­პის­კენ ბრუნ­დე­ბო­და და თავს ევ­რო­პულ ქვეყ­ნად ხე­დავ­და. ის ყო­ველ­თვის და­სავ­ლეთს უყუ­რებ­და, რად­გან ყო­ველ­თვის სურ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო იმ­პე­რი­ე­ბის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის­გან. დღეს კი, რაც ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ტრა­გე­დი­აა.

ტრა­გე­დი­აა, როცა ზოგი, არ ვამ­ბობ, რომ ჩვენ, მაგ­რამ ზოგი ჩვენს მთა­ვარ პარტნი­ო­რებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ომის პარ­ტი­ას უწო­დებს და არა­ფერს ამ­ბობს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ეს ტრა­გე­დი­აა, როცა იწყებ არე­ვას და არ იცი სა­დაა შენი მთა­ვა­რი ორი­ენ­ტა­ცია. ეს ტრა­გე­დი­აა ადა­მი­ა­ნის­თვის, ინ­დი­ვი­დის­თვის და ეს კი­დევ უფრო დიდი ტრა­გე­დი­აა ქვეყ­ნის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვის იცო­და, რო­გორ და­იც­ვას თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ამ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის ერთ-ერთს ქარ­თვე­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე აფა­სებ­დნენ - ეს იყო შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ასე რომ, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც დღე­საა წარ­მო­ჩე­ნი­ლი, არ არის ქარ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა, ეს რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მზად იქ­ნე­ბა და­ე­მორ­ჩი­ლოს ოკუ­პანტს, მზად იქ­ნე­ბა დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს ოკუ­პან­ტთან, მზად იქ­ნე­ბა ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს მათ, ვინც მხარს უჭერ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ნამ­დვი­ლად, თქვენ ყვე­ლას თქვე­ნი წვლი­ლი გაქვთ შე­ტა­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ჩვენ ვხე­დავთ ქვე­ყა­ნას, სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი და­ცა­რი­ელ­და ში­ნა­არ­სი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­გან.

ერთი გა­დარ­ჩა მეტ-ნაკ­ლე­ბად - პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, მაგ­რამ მა­საც თავს და­ესხნენ. ყვე­ლას გახ­სოვთ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და ყვე­ლამ იცით, რომ რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კუ­თხით, გარ­და სი­ტყვის ძა­ლი­სა, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს თან­და­თან უარი უთხრეს თით­ქმის ყვე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა იმა­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ჩვენ ვხე­დავთ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მმარ­თვე­ლი პარ­ტია, ნამ­დვი­ლად მი­ი­წევს ჯერ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, შემ­დეგ კი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გზით რა­ღა­ცის­კენ, რაც სრუ­ლი­ად უცხოა ამ ქვეყ­ნის­თვის.

როცა გვაქვს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის უახ­ლე­სი გა­მოს­ვლე­ბი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად ომს უცხა­დებს ჯერ ჩვენს პარტნი­ო­რებს და მათ ომის პარ­ტი­ებს უწო­დებს, მაგ­რამ ასე­ვე ომს უცხა­დებს სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, როცა წი­ნას­წარ აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას (რაც მათი ოც­ნე­ბაა) და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს აკ­რძა­ლა­ვენ, ან მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ, რო­მე­ლიც უკვე აღარ არ­სე­ბობს. ჩვენ გუ­შინ და გუ­შინ წინ ვნა­ხეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, თუ რო­გორ ცდი­ლობს ახლა მთე­ლი რე­ა­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ა­მარ­თლოს, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი ნამ­დვი­ლად არ არ­თმევს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, რომ ის არ მოქ­მე­დებს ჩვენს მთა­ვარ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე. ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­ღე­ბე­ლია.

ეს, პირ­ველ რიგ­ში, მი­უ­ღე­ბე­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის; და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლით უკვე ორ­ჯერ თქვა - შარ­შან და წელს ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ, რომ არ ეთან­ხმე­ბა იმას, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა; ისი­ნი არ იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არი­ან მზად ამ ავ­ტო­რი­ტა­რულ ახალ რე­ჟიმს და ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლონ.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი (მაგ­რამ არა მარ­ტო ახალ­გაზ­რდო­ბა. ჩვენ გვაქვს ტენ­დენ­ცია ვთქვათ, რომ ეს მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტი იყო) ისაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა გა­მო­ვი­დეს და იგი­ვე თქვას ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­თო­დით, არ­ჩევ­ნე­ბით. ეს არის გზა სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა­კენ. მე არ ვარ მათ შო­რის, ვინც ამ­ბობს: “აბა, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე და მე­ო­რე დღეს ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა ქუ­ჩებ­ში". არა, რაც მოხ­დე­ბა, მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე, ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ში. ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხალ­ხის ნება დაძ­ლი­ოს. არ არ­სე­ბობს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ა­ყალ­ბოს არ­ჩევ­ნე­ბი იმ დო­ნემ­დე, რომ წა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბის მა­სი­უ­რი გა­მო­ხატ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვის სი­ტყვას იტყვის არ­ჩევ­ნებ­ზე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

“ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად: პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ“ - პრეზიდენტი

“ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად: პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ“ - პრეზიდენტი

“საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. “ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

“მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე, თქვენ თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ძალიან განსაკუთრებული პერიოდია. არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება. საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. “ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა.

ტრაგედიაა, როცა ზოგი, არ ვამბობ, რომ ჩვენ, მაგრამ ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ეს ტრაგედიაა, როცა იწყებ არევას და არ იცი სადაა შენი მთავარი ორიენტაცია. ეს ტრაგედიაა ადამიანისთვის, ინდივიდისთვის და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იცოდა, როგორ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ღირებულებები და კულტურული ფასეულობები. ამ ფასეულობებს შორის ერთ-ერთს ქართველები საუკუნეების მანძილზე აფასებდნენ - ეს იყო შემწყნარებლობა, მრავალფეროვნება. ასე რომ, ქვეყანა, რომელიც დღესაა წარმოჩენილი, არ არის ქართული ქვეყანა, ეს რაღაც განსხვავებულია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იქნება დაემორჩილოს ოკუპანტს, მზად იქნება დათმობაზე წავიდეს ოკუპანტთან, მზად იქნება ზურგი შეაქციოს მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ამ წლების განმავლობაში და ნამდვილად, თქვენ ყველას თქვენი წვლილი გაქვთ შეტანილი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, სადაც თითქმის ყველა ინსტიტუტი დაცარიელდა შინაარსისა და დამოუკიდებლობისგან.

ერთი გადარჩა მეტ-ნაკლებად - პრეზიდენტის ინსტიტუტი, მაგრამ მასაც თავს დაესხნენ. ყველას გახსოვთ იმპიჩმენტის პროცედურა და ყველამ იცით, რომ რეალური ძალაუფლების კუთხით, გარდა სიტყვის ძალისა, პრეზიდენტის ინსტიტუტს თანდათან უარი უთხრეს თითქმის ყველა უფლებამოსილებაზე, რითაც შესაძლებელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება", მმართველი პარტია, ნამდვილად მიიწევს ჯერ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ამ ქვეყნისთვის.

როცა გვაქვს “ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უახლესი გამოსვლები, რომელიც პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას (რაც მათი ოცნებაა) და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო, თუ როგორ ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომ ის არ მოქმედებს ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი მიუღებელია.

ეს, პირველ რიგში, მიუღებელია ქართველი ხალხისთვის; და ქართველმა ხალხმა ქუჩაში გამოსვლით უკვე ორჯერ თქვა - შარშან და წელს ძალიან მკაფიოდ, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ამ ქვეყანაში ხდება; ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ.

ქართველი ხალხის, ქართველი ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი (მაგრამ არა მარტო ახალგაზრდობა. ჩვენ გვაქვს ტენდენცია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ეს ძალიან მასიური პროტესტი იყო) ისაა, რომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და იგივე თქვას ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით. ეს არის გზა საქართველოს სტაბილურობისაკენ. მე არ ვარ მათ შორის, ვინც ამბობს: “აბა, ვნახოთ, რა იქნება არჩევნებზე და მეორე დღეს ვნახოთ, რა იქნება ქუჩებში". არა, რაც მოხდება, მოხდება არჩევნებზე, ბიულეტენებში. ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასიური გამოხატვის წინააღმდეგ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე. განაგრძეთ კითხვა