პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში“ - გურამ მაჭარაშვილი
“ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში“ - გურამ მაჭარაშვილი

“გუ­შინ, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­და­სა­წყვე­ტი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­დე­საც გა­ა­ქი­ლი­კა ჩვე­ნი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მისი დაც­ვის შე­სა­ხებ“, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, "ხალ­ხის ძა­ლის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქვეყ­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ მა­შინ­ვე აი­ტა­ცა და თე­მა­ზე ქი­ლი­კი გა­ნაგ­რძეს.

  • “გუ­შინ, ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­და­სა­წყვე­ტი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­დე­საც გა­ა­ქი­ლი­კა ჩვე­ნი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მისი დაც­ვის შე­სა­ხებ. მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბა უწო­და და თე­მა­ზე უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში ისა­უბ­რა. მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან ეს ჰგავ­და ერ­თგვარ მე­სიჯს, რო­მე­ლიც მან რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას გა­უგ­ზავ­ნა და ასეც მოხ­და - ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ეკ­ლე­სი­ის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი­სად­მი მე­უ­ფის აგ­დე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მყის­ვე აი­ტა­ცეს ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა და კი­დევ უფრო გა­ნავ­რცეს ქი­ლი­კი თე­მა­ზე.

ის, რაც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა იკად­რა, არ ჯდე­ბა არც ეკ­ლე­სი­ურ, არც ადა­მი­ა­ნურ და არც მო­რა­ლურ ეთი­კა­ში. გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას დას­ცი­ნის მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქი­ის პირი, რო­მე­ლიც პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერს უნდა აკე­თებ­დეს დედა ეკ­ლე­სი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. დიახ, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მისი დაც­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე სწო­რედ ჩვე­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა და ამას სწო­რედ ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად ვა­კე­თებთ.

დიახ, ამომ­რჩე­ველს ვე­სა­უბ­რე­ბით და ვაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ და­ვი­ცავთ და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ჩვენს რწმე­ნას. ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. უც­ნა­უ­რია, რა სი­ახ­ლე და ნე­გა­ტი­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა ამ ამ­ბავ­ში?! ჩვენ ვა­პი­რებთ და­ვიც­ვათ ეკ­ლე­სია იმ რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის­გან, ვინც გუ­შინ აი­ტა­ცა მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის ირო­ნი­უ­ლი სი­ტყვა და ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­გრევ­და და თავს ეს­ხმო­და ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას. ამი­სათ­ვის კი პატ­რი­ოტ, ქვეყ­ნის მოყ­ვა­რულ ქარ­თვე­ლებს ვთხოვთ მხარ­და­ჭე­რას. სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ­მა ძა­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ეკ­ლე­სი­ას აქვს უდი­დე­სი როლი და გავ­ლე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც მათ ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებთ და გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლო­ბენ დედა ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სწო­რედ ამ ეკ­ლე­სი­ის რო­ლი­სა და გავ­ლე­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნაა. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა - ეკ­ლე­სი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ იმ ძა­ლებს არ აწყობთ, რო­მე­ლიც ებ­რძვის ჩვენს რწმე­ნას და ყვე­ლა­ფერს ქარ­თულს! დიახ, ასე­ვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბა და მათი პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა.

დიახ, ასე­ვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა ლგბტ პრო­პა­გან­დის აკ­რძალ­ვა. ჩვენ პი­რო­ბას ვაძ­ლევთ ჩვენს ამომ­რჩე­ველს, რომ ყვე­ლა გზით და ხერ­ხით და­ვი­ცავთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას გარ­ყვნი­ლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი პრო­პა­გან­დის­გან.

დიახ, ჩვე­ნი გუნ­დის და­პი­რე­ბაა მზა­დე­ბა ქვეყ­ნის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად. ჩვენ ვუხ­სნით ჩვენს ამომ­რჩე­ველს, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ ისე­თი სა­კონ­სტი­ტუ­ციო მო­დე­ლის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო მო­მენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, სრუ­ლად მო­ერ­გე­ბა ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გა­სა­გე­ბად მინ­და ვთქვა, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა არის სი­მარ­თლე­სა და ქვეყ­ნის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ. არა­ფე­რია ცუდი და სა­ქი­ლი­კო იმა­ში, რომ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ამომ­რჩე­ველს არ­ჩევ­ნე­ბის წინ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას სთა­ვა­ზობს“, - წერს გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში“ - გურამ მაჭარაშვილი

“ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში“ - გურამ მაჭარაშვილი

“გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის აგდებული დამოკიდებულება ქვეყნისა და ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რადიკალურმა ოპოზიციამ მაშინვე აიტაცა და თემაზე ქილიკი განაგრძეს.

  • “გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან ეს ჰგავდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც მან რადიკალურ ოპოზიციას გაუგზავნა და ასეც მოხდა - ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი მეუფის აგდებული დამოკიდებულება მყისვე აიტაცეს ნაცმოძრაობის წევრებმა და კიდევ უფრო განავრცეს ქილიკი თემაზე.

ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად. დიახ, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება და მისი დაცვა კონსტიტუციის დონეზე სწორედ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამას სწორედ ამომრჩევლის გულის მოსაგებად ვაკეთებთ.

დიახ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და ვაძლევთ პირობას, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს რწმენას. ამაში გასაკვირი არაფერია. უცნაურია, რა სიახლე და ნეგატივი აღმოაჩინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ ამბავში?! ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას. ამისათვის კი პატრიოტ, ქვეყნის მოყვარულ ქართველებს ვთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა კარგად იციან, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი და გავლენა საზოგადოებაზე, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ და გამუდმებით ცდილობენ დედა ეკლესიის დისკრედიტაციას.

ჩვენი მიზანი კი კონსტიტუციაში სწორედ ამ ეკლესიის როლისა და გავლენის შესაბამისობაში მოყვანაა. მარტივი ჭეშმარიტებაა - ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს! დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლება და მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება.

დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველა გზით და ხერხით დავიცავთ მომავალ თაობას გარყვნილების აგრესიული პროპაგანდისგან.

დიახ, ჩვენი გუნდის დაპირებაა მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩვენ ვუხსნით ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ისეთი საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად, რომელიც საჭირო მომენტის შემთხვევაში, სრულად მოერგება ქვეყნის გამთლიანებისათვის აუცილებელ პირობებს. განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ. არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს“, - წერს გურამ მაჭარაშვილი.