პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია" - პიტერ სტანო
"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია" - პიტერ სტანო

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია Politico-ს სტა­ტი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით, "ევ­რო­კავ­ში­რი აფრ­თხი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი არ აკ­რძა­ლოს“.

"მოქ­მე­დე­ბე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი კურ­სი ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს გზას საფრ­თხეს უქ­მნის, რაც, დე ფაქ­ტო, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას იწ­ვევს. ევ­რო­კო­მი­სია რი­ტო­რი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მზად არის. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა და ჩვენ შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბა მოხ­დე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და Politico-ს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმე­დე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის პრესს­პი­კერ­მა, პი­ტერ სტა­ნომ.

ამას­თან, სტა­ნომ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კარი "ღია რჩე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო გა­და­წყვეტს ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ნორ­მებს მო­ერ­გოს და ბოლო თვე­ე­ბის უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი შეც­ვა­ლოს“.

"ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამთ, დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რომ­ლის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პლუ­რა­ლიზ­მია. ჯან­სა­ღი დე­მოკ­რა­ტია წარ­მა­ტე­ბით მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია მთავ­რო­ბე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აუ­ცი­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს პი­ტერ სტა­ნო, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ევ­რო­პის ბი­უ­როს რე­დაქ­ტო­რი, რი­კარდ იოზ­ვი­ა­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

პი­ტერ სტა­ნოს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 ოქ­ტომ­ბერს გა­სა­მართ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა.

"სტა­ბი­ლუ­რი და კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და პრო­ცე­სე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის ცენ­ტრა­ლურ საყ­რდენს წარ­მო­ად­გე­ნენ და გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რი­შის ფარ­გლებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რი შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს შე­ად­გე­ნენ. ევ­რო­კავ­ში­რი 26 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბა“, - აცხა­დებს პი­ტერ სტა­ნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია" - პიტერ სტანო

"ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია" - პიტერ სტანო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია, - ამის შესახებ ნათქვამია Politico-ს სტატიაში, სახელწოდებით, "ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს“.

"მოქმედებების ამჟამინდელი კურსი ევროკავშირისკენ საქართველოს გზას საფრთხეს უქმნის, რაც, დე ფაქტო, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. ევროკომისია რიტორიკასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და შესაბამისი რეაგირებისთვის მზად არის. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ აღნიშნული განცხადებების ამოქმედება მოხდება“, - განუცხადა Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ გაწევრიანების კარი "ღია რჩება, თუ საქართველო გადაწყვეტს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს მოერგოს და ბოლო თვეების უარყოფითი ტენდენციები შეცვალოს“.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რომლის მთავარი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია. ჯანსაღი დემოკრატია წარმატებით მრავალფეროვნების საშუალებით ვითარდება. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია“, - აღნიშნავს პიტერ სტანო, რომლის განცხადებასაც "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პიტერ სტანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება.

"სტაბილური და კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალურ საყრდენს წარმოადგენენ და გაფართოების ანგარიშის ფარგლებში ყოველწლიური შეფასების ძირითად ნაწილს შეადგენენ. ევროკავშირი 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყურადღებით დააკვირდება“, - აცხადებს პიტერ სტანო.