პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ლელოს“ ახალი ფორმირება არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია - ლევან ცუცქირიძის გაერთიანება პირდაპირ აფორმებს როგორც ნაცისტურ პარტიას“ - ნინო წილოსანი
“ლელოს“ ახალი ფორმირება არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია - ლევან ცუცქირიძის გაერთიანება პირდაპირ აფორმებს როგორც ნაცისტურ პარტიას“ - ნინო წილოსანი

“ლე­ლოს“ ახალ ფორ­მი­რე­ბას რომ შევ­ხე­დოთ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი, ამო­რა­ლუ­რი ვაკ­ჰა­ნა­ლია“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ნინო წი­ლო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აერ­თი­ა­ნებთ არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო აზ­რე­ბი და იდე­ე­ბი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ერ­თი­ან­დნენ.

“ლე­ლოს“ ახალ ფორ­მი­რე­ბას რომ შევ­ხე­დოთ, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი, ამო­რა­ლუ­რი ვაკ­ჰა­ნა­ლია. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აერ­თი­ა­ნებთ არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო აზ­რე­ბი და იდე­ე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ერ­თი­ან­დნენ. მი­ზი­დუ­ლო­ბის ძალა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ ფულ­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც “ლე­ლო­შია”. მათ ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებ­დათ, რომ რო­გორ­ღაც მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩა­იგ­დონ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­უნ­გრი­ონ ეკო­ნო­მი­კა. ამის ძა­ლი­ან ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი გვაქვს ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის სა­ხით, რო­მე­ლიც “ლე­ლოს” ლი­დე­რებ­მა ჩა­აგ­დეს. ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდი მა­გა­ლი­თი გვაქვს - რო­გო­რი ფორ­მით დან­გრე­ვას აპი­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა. აპი­რე­ბენ, რუ­სე­თის და­სან­ქცი­რე­ბას და მას­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას, რაც იცით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან და დიდ როლს ას­რუ­ლებს ჩვენს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ყვე­ლა მათი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, გრძელ­ვა­დი­ან ჭრილ­ში მი­იყ­ვანს ქვეყ­ნის დეგ­რა­და­ცი­ამ­დე, რა თქმა უნდა, ამ იდე­ით არი­ან ისი­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ვფიქ­რობ, რომ ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა პირ­და­პირ აფორ­მებს “ლე­ლოს”, რო­გორც ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ას, იმი­ტომ, რომ ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე არის “ნა­ცე­ბის” რუ­პო­რი. ის 2008 წლი­დან იყო “ნა­ცე­ბის” “გამპრა­ვე­ბე­ლი”. მან სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი არ­ჩევ­ნე­ბი “გა­უპ­რა­ვა”. ის რჩე­ბო­და ყო­ველ­თვის “ნა­ცე­ბის” მსა­ხუ­რად. ახ­ლაც გა­აგ­რძე­ლებს “ლე­ლოს” ფარ­გლებ­ში, რომ ნა­ცის­ტურ იდე­ებს ემ­სა­ხუ­როს და “ლელო” უკვე დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად, ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძის ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­ერ­თე­ბით გა­ფორმ­და, რო­გორც “ნა­ცუ­რი” პარ­ტია”, - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ლელოს“ ახალი ფორმირება არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია - ლევან ცუცქირიძის გაერთიანება პირდაპირ აფორმებს როგორც ნაცისტურ პარტიას“ - ნინო წილოსანი

“ლელოს“ ახალი ფორმირება არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია - ლევან ცუცქირიძის გაერთიანება პირდაპირ აფორმებს როგორც ნაცისტურ პარტიას“ - ნინო წილოსანი

“ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ, ყველაზე კარგი შეფასება იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ის ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არანაირი საერთო აზრები და იდეები, მხოლოდ და მხოლოდ ფულის მეშვეობით გაერთიანდნენ.

“ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ, ყველაზე კარგი შეფასება იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია. ის ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არანაირი საერთო აზრები და იდეები მხოლოდ და მხოლოდ ფულის მეშვეობით გაერთიანდნენ. მიზიდულობის ძალა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფულმა შექმნა, რომელიც “ლელოშია”. მათ ერთადერთი ინტერესი ამოძრავებდათ, რომ როგორღაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და ძალაუფლება ჩაიგდონ იმისთვის, რომ საქართველოს დაუნგრიონ ეკონომიკა. ამის ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს ანაკლიის პროექტის სახით, რომელიც “ლელოს” ლიდერებმა ჩააგდეს. ასევე, ძალიან დიდი მაგალითი გვაქვს - როგორი ფორმით დანგრევას აპირებენ საქართველოს ეკონომიკისა. აპირებენ, რუსეთის დასანქცირებას და მასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას, რაც იცით, რამდენად მნიშვნელოვან და დიდ როლს ასრულებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში.

ყველა მათი მოთხოვნა, რომელიც ემსახურება და საბოლოოდ, გრძელვადიან ჭრილში მიიყვანს ქვეყნის დეგრადაციამდე, რა თქმა უნდა, ამ იდეით არიან ისინი გაერთიანებული.

რაც შეეხება ლევან ცუცქირიძის გაერთიანებას, ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება პირდაპირ აფორმებს “ლელოს”, როგორც ნაცისტურ პარტიას, იმიტომ, რომ ლევან ცუცქირიძე არის “ნაცების” რუპორი. ის 2008 წლიდან იყო “ნაცების” “გამპრავებელი”. მან სააკაშვილს თავისი არჩევნები “გაუპრავა”. ის რჩებოდა ყოველთვის “ნაცების” მსახურად. ახლაც გააგრძელებს “ლელოს” ფარგლებში, რომ ნაცისტურ იდეებს ემსახუროს და “ლელო” უკვე დეკლარირებულად, ლევან ცუცქირიძის ოფიციალურად შემოერთებით გაფორმდა, როგორც “ნაცური” პარტია”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.