პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს
“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს

კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მი 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, “თა­ლი­ბა­ნის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და. სტუმ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ავ­ღა­ნე­თის ლან­დშაფტ­სა და უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის გა­საც­ნო­ბად მი­დი­ან.

  • 2021 წელს, ავ­ღა­ნეთს და­ახ­ლო­ე­ბით 691 ტუ­რის­ტი ეწ­ვია, რაც მომ­დევ­ნო წელს 2300-მდე გა­ი­ზარ­და. ხოლო 2023 წელს ქვე­ყა­ნამ 7000-მდე ტუ­რისტს უმას­პინ­ძლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას Associated Press ქა­ბულ­ში ტუ­რიზ­მის დი­რექ­ტო­რა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, მო­ჰა­მად სა­იდ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ავ­ღა­ნე­თის ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნას 2021 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, 10,179-ზე მეტი ტუ­რის­ტი ეწ­ვია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­ბა­ლია, მა­ში­ნაც კი, როცა ქვე­ყა­ნა ათწლე­უ­ლე­ბის ომის შემ­დეგ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზისს და სი­ღა­რი­ბეს ებ­რძვის, სტა­ბი­ლუ­რი ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"რეს­პუბ­ლი­კის და­ცე­მის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი შე­მო­დის. ქვე­ყა­ნა ცნო­ბი­ლია, რო­გორც კონ­ფლიქ­ტის ზონა, მაგ­რამ ჩვენ ბევ­რი რამ გვაქვს შე­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი – კულ­ტუ­რა, ხალ­ხი, ლან­დშაფ­ტი”, - ამ­ბობს ავ­ღა­ნუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის Unchartered Afghanistan-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხე­ი­ბერ ხანი.

თა­ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მხარს უჭე­რენ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

“ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის ზრდა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა.

ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ტუ­რის­ტი მო­დის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, ევ­რო­კავ­ში­რი­დან, ჩი­ნე­თი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან და ირა­ნი­დან.

სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­იქ­მნა დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ტუ­რის­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბას და მო­ამ­ზა­დებს სტუ­დენ­ტებს ტუ­რის­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში და სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტში.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის კონ­ტენ­ტის შემ­ქმნე­ლი და მოგ­ზა­უ­რი, ბენ ჰერსკო­ვი­ცი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და ავ­ღა­ნე­თით, რაც მათი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და კულ­ტუ­რა ახ­ლოს გა­იც­ნო.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მოგ­ზა­უ­რის და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ი­სა, ბევ­რი და­სავ­ლუ­რი მთავ­რო­ბა თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2024 წლის მა­ის­ში, სამი ეს­პა­ნე­ლი ტუ­რის­ტი და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტე­ბის ჯგუფს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. უც­ნო­ბია ვინ იდგა თავ­დას­ხმის უკან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და ეს, ჰერსკო­ვიც­მა მა­ინც აირ­ჩია ავ­ღა­ნეთ­ში წას­ვლა.

”ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს სუ­პერ უსაფრ­თხოდ ვგრძნობ­დი,” - გა­ნუ­ცხა­და მან CNN-ს.

ტუ­რის­ტე­ბის ზრდის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ავ­ღა­ნეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც გაჩ­ნდნენ. ავ­ღა­ნეთ­ში შეს­ვლა შე­უძ­ლი­ათ მხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. სა­კონ­სუ­ლო ჩვე­უ­ლებ­რივ გას­ცემს ვი­ზას, თუ ინ­დი­ვიდს აქვს მოწ­ვე­ვა.

ავ­ღა­ნეთს აქვს სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­სა და პა­კის­ტან­ში, ასე­ვე სა­ელ­ჩო­ე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და ნი­დერ­ლან­დებ­ში, სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ავ­ღა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი რო­გორც წესი, არ ვრცელ­დე­ბა ქალ ტუ­რის­ტებ­ზე.

56 წლის ტუ­რის­ტი და იუ­თუ­ბე­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან, ემა ვი­ტერ­სი, ქვე­ყა­ნას უკვე ოთხჯერ ეწ­ვია. რო­გორც ვი­ტერ­სი აცხა­დებს, რო­გორც ქალი ტუ­რის­ტი თავს “და­ცუ­ლად“ გრძნობ­და, რად­გან მთე­ლი იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გიდი გვერ­დით ჰყავ­და.

მაგ­რამ გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს მა­ინც წა­ა­წყდა.

“ერთხელ ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა ბი­ლე­თი არ მომ­ყი­და, რად­გან ქალი ვი­ყა­ვი“, - იხ­სე­ნებს ემა.

მან პირ­ვე­ლად 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში იმოგ­ზა­უ­რა. და­უ­მე­გობ­რდა ავ­ღა­ნელ ქა­ლებ­საც, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მათ­თან ერ­თად თით­ქმის ვერ­სად და­დი­ო­და.

თა­ლი­ბებ­მა 2022 წელს ქა­ლე­ბის შეს­ვლა ზო­გი­ერთ სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში, პარ­კე­ბი და სხვა ზო­ნებ­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს

“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს

კონფლიქტის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ტურიზმი 2021 წლის აგვისტოში, “თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, შედარებით გაიზარდა. სტუმრები მთელი მსოფლიოდან ავღანეთის ლანდშაფტსა და უძველესი ისტორიის გასაცნობად მიდიან.

  • 2021 წელს, ავღანეთს დაახლოებით 691 ტურისტი ეწვია, რაც მომდევნო წელს 2300-მდე გაიზარდა. ხოლო 2023 წელს ქვეყანამ 7000-მდე ტურისტს უმასპინძლა. ინფორმაციას Associated Press ქაბულში ტურიზმის დირექტორატის ხელმძღვანელზე, მოჰამად საიდზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ავღანეთის ტურიზმის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, ქვეყანას 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, 10,179-ზე მეტი ტურისტი ეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები დაბალია, მაშინაც კი, როცა ქვეყანა ათწლეულების ომის შემდეგ ჰუმანიტარულ კრიზისს და სიღარიბეს ებრძვის, სტაბილური ზრდა შეინიშნება.

"რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ქვეყანაში ტურისტების ნაკადი შემოდის. ქვეყანა ცნობილია, როგორც კონფლიქტის ზონა, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი – კულტურა, ხალხი, ლანდშაფტი”, - ამბობს ავღანური ტურისტული კომპანიის Unchartered Afghanistan-ის დამფუძნებელი ხეიბერ ხანი.

თალიბანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ტურიზმის განვითარებას.

“ტურიზმის ინდუსტრიის ზრდა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა კულტურის სამინისტროს პრესსპიკერმა.

ქვეყანაში ყველაზე მეტი ტურისტი მოდის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ირანიდან.

სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტებს მომსახურებას და მოამზადებს სტუდენტებს ტურისტულ ინდუსტრიაში და სასტუმროს მენეჯმენტში.

სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელი და მოგზაური, ბენ ჰერსკოვიცი ამბობს, რომ მას შემდეგ დაინტერესდა ავღანეთით, რაც მათი სტუმართმოყვარეობა და კულტურა ახლოს გაიცნო.

თუმცა, მიუხედავად ბევრი მოგზაურის დადებითი რეკომენდაციისა, ბევრი დასავლური მთავრობა თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში, სამი ესპანელი ტურისტი დაიღუპა, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა საერთაშორისო ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. უცნობია ვინ იდგა თავდასხმის უკან.

მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ეს, ჰერსკოვიცმა მაინც აირჩია ავღანეთში წასვლა.

”ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მთელი დროის განმავლობაში თავს სუპერ უსაფრთხოდ ვგრძნობდი,” - განუცხადა მან CNN-ს.

ტურისტების ზრდის დასაკმაყოფილებლად ავღანეთში ტურისტული კომპანიებიც გაჩნდნენ. ავღანეთში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ ტურისტული ვიზის მქონე ადამიანებს. საკონსულო ჩვეულებრივ გასცემს ვიზას, თუ ინდივიდს აქვს მოწვევა.

ავღანეთს აქვს საკონსულოები არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და პაკისტანში, ასევე საელჩოები გერმანიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში, სხვა ქვეყნებში.

ავღანეთში არსებული გენდერული შეზღუდვები როგორც წესი, არ ვრცელდება ქალ ტურისტებზე.

56 წლის ტურისტი და იუთუბერი გაერთიანებული სამეფოდან, ემა ვიტერსი, ქვეყანას უკვე ოთხჯერ ეწვია. როგორც ვიტერსი აცხადებს, როგორც ქალი ტურისტი თავს “დაცულად“ გრძნობდა, რადგან მთელი იმ დროის განმავლობაში გიდი გვერდით ჰყავდა.

მაგრამ გარკვეულ გამოწვევებს მაინც წააწყდა.

“ერთხელ ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“, - იხსენებს ემა.

მან პირველად 2022 წლის აგვისტოში იმოგზაურა. დაუმეგობრდა ავღანელ ქალებსაც, თუმცა აღნიშნა, რომ მათთან ერთად თითქმის ვერსად დადიოდა.

თალიბებმა 2022 წელს ქალების შესვლა ზოგიერთ საჯარო ადგილებში, პარკები და სხვა ზონებში შესვლა აუკრძალეს.

წყარო

იხილეთ ასევე: